სარჩევი
LIVE TEXT თურქეთი vs საქართველო დორტმუნდიდან | Setanta Sports

Live Text დორტმუნდიდან – თურქეთი vs საქართველო. საქართველოს ნაკრებისთვის ისტორიული მატჩი იწყება. ჩვენ კი ფეხდაფეხ მივყვებით მას.

BVB შტადიონზე ცხადია, თურქების სიმრავლეა. თუმცა ქართველი ქომაგი ძალას არ ზოგავს, რომ მომენტებში მოწინააღდეგის მრავალათასიან აუდიტორიას აჯობოს და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს ხმა გააგონოს.

გერმანიის შემდეგ თურქეთს მეორე მასპინძლად მიიჩნევენ. მიზეზი გერმანიაში დიდი თურქული თემია. BVB შტადიონზე ეს აშკარად დასტურდება. უხეში გათვლებით სტადიონზე 50 000 თურქი და 10-15 000 ქართველია.

Live Text დორტმუნდიდან – თურქეთი 3-1 საქართველო

დასანანი მარცხი დორტმუნდში. საქართველოს ნაკრებმა იბრძოლა, პოტენციალი აჩვენა, თუმცა გამოუცდელობას, მღელვარება და უიღბლობა დაერთო, შესაბამისად მივიღეთ თურქეთის გამარჯვება 3-1.

დიდი გამოცდილება მივიღეთ. გადამწყვეტი თურქი გულშემატკივრის ფაქტორი აღმოჩნდა.

20:54

3-1

კუთხურს კუთხური მოჰყვა და თურქებმა ცარიელ კარში მესამე გაიტანეს.

20:53

კულმინაცია, ქოჩორაშვილმა ჯარიმა იშოვა. მამარდაშვილიც მეტოქის საჯარიმოშია. თურქეთი კიდევ ერთხელ გადარჩაა.

20:51

მატჩის გადარჩენის ბწყინვალე შანსი. თურქეთი კიდევ ერთხელ გადარჩა. გიორგი მიქაუტაძეს ბრწყინვალე შანსი ჰქონდა.

20:49

90+6 დრო აქვს საქართველოს ნაკრებს. გურამ კაშიამ ბოლო მცველი ბრწყინვალედ ითამაშა.

20:47

ცვლილება საქართველოს ნაკრებში

ანზორ მექვაბიშვილის ნაცვლად სანდრო ალთუნაშვილი შემოვიდა. მექვაბიშვილს ურიგო მატჩი არ ჰქონია.

20:46

კვარამ ზურიკო გააკრიტიკა, არ გამეხსენიო, ზურიკომ მაღალი გადაგეკიდებინაო. მალევე ჰაქან ჩალჰანოღლუ გაყვითლდა. ხელსაყრელი სტანდარტული გვაქვს. კვარამ შორეული ძელი დატვირთა, თუმცა თურქებმა გამოიტანეს.

20:45

თურქეთმა ისევ მარჯვენა ფლანგი დაწნეხა. მამარდაშვილმა 10-დან 10 რომ ეთქმის, ეგეთი თავური მოიგერია.

20:43

ვა-ბანკი

ცვლილება საქართველოს ნაკრებში

ბუდუ ზივზივაძე საბა კვერკველიას ნაცვლად. ეს ვა-ბანკია.

20:42

პაუზაა კვარას ტრავმის გამო. ბუდუ ზივზივაძე და საბა ლობჟანიძე კვლავ თადარიგში არიან.

20:40

კვარამ მიულდურს აჯობა 1-1-ზე მერე კი მიქაუტაძის ჩაწოდებულზე თავით თამაშს ცდილობდა.

20:38

ცვლილებები თურქეთის ნაკრების შემადგენლობაში

არდა გიულერის ნაცვლად იაზიჯი შემოვიდა

ქაან აიჰანის ნაცვლად მეჰდი დემირალი შემოვიდა.

აიჰანი უნივერსალია, დემირალი კი მკაფიოდ შუა მცველი.

20:36

თურქეთი საუცხოო პრესინგს თამაშობს. სამკუთხედით ეს პრესინგიც იხსნებოდა, თუმცა გადაკიდებულზე ბარდაკჯიმ ითამაშა დასწრებაზე.

20:32

ცვლილებები საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში

წიტაიშვილის ნაცვლად ლოჩოშვილი

ჩაკვეტაძის ნაცვლად დავითაშვილი

ზურიკო და ჩაკვე პოზიციური ცვლილებაა, თუმცა ლოჩოშვილი მარცხენა ვინგ ბექად, არ მახსენდება. მგონი არც არასდროს უთამაშია.

შენგელია და გოჩოლეიშვილი სკამზე არიან. შესაბამისად, არდას განეიტრალებას უფრო უნდა ემსახურებოდეს ეს ცვლილება, მაგრამ როდესაც 1-2-ს მარცხდები?! არ ვიცი.

20:28

ქოჩორაშვილს ზღპრულ გოლამდე მილიმეტრები დააკლდა. ხარიხა! სწრაფი პასუხი დაგვხატავდა, თუმცა არ გამოვიდა.

20:26

ტაქტიკური პაუზაა საჭირო, ან მეტოქის ნახევარზე ბურთის ფეხში გაჩერება.

20:25

თურქი გულშემატკივარი ისევ ხასიათზე მოვიდა. ისევ ახმაურდნენ, ისევ ამღერდნენ, მნიშვნელოვანი იქნება, მალევე მომყოლი ბურთი არ მივიღოთ. აი, მაგრად გადავრჩით.

20:23

2-1

წიტაიშვილმა ბრძოლაში ბურთი დაკარგა. არდა გიულერს თურქულმა პუბლიკამ დარტყმა ერთხმად შეუკვეთა. არდამაც შეასრულა. ორივე გოლი, რომელიც თურქეთმა გაიტანა, უბრალოდ აუღებელი იყო.

20:19

წიტაიშვილი, კვარა და ბურთი არც მიქაუტაძემდე და არც კარამდე არ მიდის.

20:18

არდა გიულერის გაჩერება გაჭირდა. გურამ კაშიამ დამაჯერებლად ითამაშა. კუთხურს არაფერი მოჰყვა. არადა, კუთხურები იტალიასთან ამხანაგურში გამოჩნდა, რომ ვინჩენცო მონტელას გუნდს კარგად ჰქონდა დამუშავებული.

21:15

ქოჩორაშვილი-მიქაუტაძის კონტრ შეტევას კუთხური მოჰყვა, კუთხურს – არაფერი.

21:13

სახიფათო სტანდარტული თურქეთის ნაკრებს, ჰაქან ჩალჰანოღლუს დარტყმა თუმცა მამარდაშვილი იგერიებს.

21:06

ქოჩორაშვილმა მნიშვნელოვანი დარტყმა მიიღო საკუთარ თავზე.

21:03

მეორე ტაიმი დაიწყო. როგორც ვვარაუდობდით, ისევ თურქეთის ნაკრები უპირატესობით დაიწყო.

თურქეთი 1-1 საქართველო – პირველი ტაიმის შედეგი

პირველი ტაიმის პირველი ნაწილი თურქეთის იყო. 30-ე წუთიდან ადაპტაციის პროცესი დასრულდა და საქართველომ მეტოქეს აჯობა. ტაიმის მოგებაც კი შეიძლებოდა თავისუფლად. კაკაბაძის თავური და მიქაუტაძის ის მომენტი ახლაც თვალ წინ გვიდგას.

მეორე ტაიმის სტარტიც სახიფათო იქნება. თურქეთი დაკარგული თავდაჯერებულობის მოძიებას გასახდელში შეეცდება, მის დაბრუნებას კი – მეორე ტაიმის სტარტზევე.

20:45

45+1

შეხვედრის პირველ ტაიმს 1 წუთი დაემატა. თურქეთს სტანდარტული აქვს. მამარდა ადგილზეა.

20:45

თურქი გულშემატკივარი ტრიბუნაზე დაბრუნდა – ამღერდნენ.

20:44

მამარდა ისევ ადგილზეა, კვარას დრიბლინგები დღეს, ჯერ-ჯერობით არ გამოსდის.

20:42

სად გაქრა თურქი გულშემატკივარი ტრიბუნიდან?!

საქართველოს ნაკრებმა მეტოქის თამაშთან ერთად მეტოქის გულშემატკივარიც გააჩერა. მართლა, ისე ვეღარ ხმაურობენ. არადა, პირველ 20 წუთში და მატჩის დაწყებამდე მათი ქომაგობა თამაშის ხარისხზე მიბმულს არ ჰგავდა.

20:37

საქართველო თამაშშია! ადაპტაცია უკან მოვიტოვეთ და შედეგიც სახეზეა. თურქეთი საქართველოს მესამედს დიდი ხანია არ მიკარებია.

20:35

წინ გასვლის შანსი საქართველოს. კაკაბაძის პასი და მიქაუტაძეს დუბლის შანსი ჰქონდა. ბურთი ძელს 20 სანტიმეტრით აცდა. აქედან ასე ჩანდა.

20:34

მიქაუტაძემ ბრადაკჯის ყვითელი ბარათი მიაღებინა. თურქეთის დაცვის ლიდერის ყვითელი კარგი ამბავია, მინიმუმ ნაკლებად თავდაჯერებული იქნება.

20:32

პირველი შემთხვევა, როდესაც თურქეთი მთელი შემადგენლობით საკუთარ ნახევარზე ჩაჯდა. კომბინაციური ფეხბურთი, ბურთი ფეხში და შედეგიც დადგა. ქოჩოარაშვილის საგოლე პასი და მცველის უკნიდან გამოსული მიქაუტაძეეე.

საქართველომ ისტორიული გოლი გაიტანა – მიქაუტაძის გოლი

20:32

1-1

კვარა, კვერკველია, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, იდეალური ცრუ მოძრაობა და მიქაუტაძეე. ჟოოოოორჟ მიქაუტაძე.

20:30

წიტაიშვილის დარტყმა და გიუნოქი ისევ ადგილზეა. კუთხურს არაფერი მოჰყვა.

20:27

2-0 და გოლი გაუქმდა.

ჩამოშლის პირას – კონტრ შეტევაზე მერტ მიულდურმა კიდევ გაიტანა, თუმცა VAR-ზე გოლი თამაშგარის გამო გაუქმდა.

20:26

1-0

თურქეთის ნაკრებმა მიზანს მიაღწია. პირველ 30 წუთში გოლი გაიტანა. გადმოვარდნილზე მერტ მიულდურმა უზადოდ დაარტყა.

20:25

ტერიტორიული უპირატესობა ისევ თურქების მხარესაა, თუმცა თამაში შედარებით გათანაბრდა.

20:23

ბარდაკჯის ტრადიციულად ბურთი დიდ მანძილზე მოაქვს, დაახლოებით ისე, როგორც ამას საქართველოს ნაკრებში, მისი პოზიციიდან მალხაზ ასათიანი აკეთებდა ხოლმე. კაშიამ ზედიზედ მეორედ დარტყმა საკუთარ თავზე მიიღო.

20:18

პრესინგისას მექვაბიშვილი უფრო მეტად წინ ადის, ვიდრე ჩაკვეტაძე. დინამო თბილისის ყოფილ კაპიტანზე ბევრ რამ იქნება დამოკიდებული.

20:17

თურქეთის ნაკრებმა ბურთი გააკონტროლა, საქართველოს ნაკრებმა პრესინგის ხაზი კარგად ამოწია. კვარაცხელია, მიქაუტაძე მექვაბიშვილი.

20:14

თურქებს აქცენტი სწრაფ გოლზე აქვთ. მამარდაშვილი დამაჯერებელად დგას.

20:12

საქართველოს ნაკრების პირველი დარტყმა კარის ჩარჩოში. მცირე ასხლეტა ანზორ მექვაბიშვილის დარტყმის შემდეგ და მერთ გიუნოქი მოგერიებას ახერხებს.

20:10

ტრიბუნის უპირატესობას თურქეთის ნაკრები კიდევ უფრო კარგად იყენებს. ჯერ ბარდაკჯის თავური კუთხურიდან, მერე ქაან აიჰანის დარტყმა და ძელი. გადავრჩით.