სარჩევი
EURO 2024 გერმანიიდან - ევროპული თავაგადასავალი დაიწყო | Setanta Sports

ევროპული თავგადასავალი დაიწყო. სანამ, 17 ივნისიდან, საქართველოს ნაკრები მზადების უკვე ოფიციალურ ნაწილზე გადავა, მანამდე გერმანიაში ჩვენც ჩამოვედით. არმაზ ახვლედიანი და ირაკლი იმედაძე ვეცდებით – გერმანია, EURO 2024 და საქართველოს ნაკრების ირგვლივ მიმდინარე ამბები ადგილიდან, ჩვენი დანახული თვალით გიამბოთ.

ევროპული თავგადასავალი დაიწყო

პარალელურად Setanta Sports-ის ჯგუფი სეტანტამობილით მოგზაურობას განაგრძობს. ფოფხა, ბასტო, რაბანა, როკო, გივი და, რაღა თქმა უნდა, მუყაოს ტაბსონა – ამ შემადგენლობამ ევროპული თავგადასავლის ორი ბლოგი Setanta Sports Georgia-ს Youtube არხზე უკვე შემოგთავაზათ.

რა თქმა უნდა, ჩვენს ჯგუფს ჩვენც შევხვდებით, თუმცა მანამდე მაქსიმალურად გარემოზე, ნაკრებზე, მის წევრებზე, სიახლეებზე, ანალიზსა და მოლოდინზე ბლოგების მეშვეობით ჩვენი გვერდიდან მოგითხრობთ.

EURO 2024 ბლოგი გერმანიიდან – 17 ივნისის განრიგი

რადგან დღევანდელი დღე ჩამოსვლამ წაიღო. ათვლას ხვალიდან დავიწყებთ, თუმცა ცხადია, მასში დღევანდელი ამბებიც იქნება. მანამდე კი საქართველოს ნაკრების ხვალინდელ განრიგს შემოგთავაზებთ.

17 ივნისს, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი წინასამატჩო პრესკონფერენციას გამართავს. ჯვაროსნების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია BVB სტადიონზე გერმანიის 17:45 წუთზე, საქართველოს დროით კი 19:45-ზე გამართავს.

მანამდე წინასამატჩო ვარჯიშის კადრებს შემოგთავაზებთ. საქართველოს ნაკრები ფელბერტში, ბაზაზე ივარჯიშებს.

მოკლედ, ევროპის ისტორიული ჩემპიონატი უკვე საქართველოსთვისაც იწყება და ჩვენც აქ ვართ.