სარჩევი
ესპანეთი vs საქართველო Live Text კიოლნიდან | Setanta Sports
2024 ივნ 30, 22:46 შშ
10 წუთის საკითხავი

ესპანეთი vs საქართველო – Live Text კიოლნიდან. ამ განახლებად სტატიაში ისეთ დეტალებს გაგაცნობთ, რომელიც შეიძლება ტელე ეკრანზე არ ჩანდეს. გავაანალიზებთ მიმდინარე მოვლენებს და მატჩს ფეხ და ფეხ გავყვებით.

სტატია განახლებადია.

ესპანეთი vs საქართველო Live Text

00:51

ესპანეთი 4-1 საქართველო

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატს ღირსეულად ტოვებს!

This is Georgia!

00:47

ქართველი ქომაგები არ ჩერდებიან და სიამაყის საფუძველს გვიათკეცებენ.

ამასობაში, მამარდამ ოლმოს აუღო

00:45

რომ არა ხესუს ნავასი კვარა საუცხო სოლო რედიზე მიდიოდა.

პირველი კუთხური გვაქვს, ისე ალბათ, გვერჩივნა მატჩი მეტოქის ტრიბუნის კარში დაგვეწყო და შემდეგ გადმოვსულიყავით, საპირისპირო მხარეს.

00:42

4-1

დავიღლეთ.

ესპანეთს ჯგუფური ეტაპის შემდეგ 6 დღე ჰქონდა, საქართველოს – 4. ესეც თავისას შვება.

დინამიკა ჩაგვიქრა. ადვილად გვცდებიან. დანი ოლმოს გოლიც ასეთი იყო. მარტივი.

ქართველები მღერიან!

00:38

ლამინ იამალს უბრალოდ ვერ ვაჩერებთ, საკმაოდ დიდი კედელი გაგვითამაშეს. რომ არა მამარდა გოლი გარდაუვალი იყო.

ორმაგი ცვლილებაა ესპანეთშიც:

ფაბინ რუისი – მიკელ მერინო

დანი კარვახალი – ხესუს ნავასი

00:37

ეგაა, ცვლილებები გამოვიცანი.

ვნახოთ, საქართველომ უნდა გაიბრძოლოს!

კვეკვესკირი – გველესიანი

ბუდუ – ჟორჟი.

უცნაურია, თუმცა არა მოულოდნელი, კვეკვეს შორეული გადაკიდებების იმედი გვაქვს.

00:34

ოლმომ დაგვინდო. ბოლო წუთებში მეტი გადაკიდება გადის საქართველოს დაცვის ხაზში.

ერთ-ერთ ცვლილებად კვერკველია – გველესიანი არ გამოვრიცხოთ.

00:33

3-1

რეაქტიული კონტრშეტევად უილიამსის გოლი.

ნუთუ ჩვენი ევროპული თავგადასავალი აქ დასრულდა?!

00:31

ავტოგოლს ავტოგოლი მოჰყვა, თუმცა სანახავად წასვლის გარეშე, წესებიდან გამომდინარე, გოლი იამალის ოფსაიდის გამო გაუქმდა.

00:30

იქნებ ბუდუ?

ჟორჟს თამაში დღეს აშკარად არ მისდის. წარმოიდგინეთ, დასვენებული, დამუხტული, შემართული ბუდუ.

პრესინგსაც უფრო აქტიურად ითამაშებს.

00:29

დვალმა მამარდაზე ცოტა სანერვიულო პასი გაატარა. ესპანელების რეაქტიულ ფეხბურთს საქართველოც პასუხობს!

00:26

წიტა ეგრე არ შეიძლება.

მახვილი იყო კუთხე, ნათლად ჩანდა, რომ დარტყმას ზურიკოზე პასი აჯობებდა. დავითაშვილი ესპანელებს ჯერ აყვანილი არ ჰყავდათ.

წიტაიშვილამდე კი ეს ჩინებული პასი ხვიჩა კვარაცხელიამ მოიტანა.

00:24

ალეხანდრო გრიმალდო – კუკურეია

ალვარო მორატა – მიკელ ოიარსაბალი

კაპიტნის სამკლაური როდრიმ გადაიბარა. ყვითლიანი მორატა მოხსნა დე ლა ფუენტემ.

რაც შეეხება გრიმალდოს, წარმოიდგინეთ, ესპანეთს აქვს ფუფუნება სკამიდან, წინა სეზონის საუკეთესო მარცხენა მცველი შემოიყვანოს.

00:22

კაშო, შენთვის წერილია!

ზურიკო დავითაშვილი – გიორგი ჩაკვეტაძე

გიორგი წიტაიშვილი – ლუკა ლოჩოშვილი

ეს ცვლილებები ნაკრებს უფრო შეამსუბუქებს. ვნახოთ, რამდენად შეძლებს წიტა იამალის შეჩერებას, რომელსაც ხუთიოდ წუთის წინ საკუთრი ქომაგების გამოფხიზლება უწევდა.

წიტაიშვილმა სამწვრთნელო შტაბის წერილი გადასცა, აბა, მე რა ვიცი, რა ეწერა, რა კითხვაა.

00:21

პირველ ტაიმში დამავიწყდა!

იცოდით?

რობინ ლე ნორმანს ნაკრებში სულ 2 გოლი აქვს გატანილი და ორივე საქართველოსთან. ერთი ჩვენს კარში და ერთიც საკუთრში.

00:18

ესპანეთი ისევ მაღლი დაცვითი ბლოკით თამაშობს.

საქართველოს ფურია როხა მაღლავე წნეხავს, თუმცა ამ ყველაფერში მთავარი აქტივი იცით რა არის?

საქართველო ამ პრესინგის წინააღმდეგაც კი ფეხბურთს თამაშობს.

ბურთის ფეხში გაჩერების არავის ეშინია.

ეს არის გუნდი!

00:17

ჟორჟმა პრესინგის თამაშისას ცენტრში იზარმაცა, კვარას მოუწია გადაწევა და ლოჩოშვილი-ჩაკვეტაძის ზონა ესპანელებმა ადვილად გადატვირთეს.

ლოჩოშვილი VS იამალი ცალკე საუბრის თემაა.

00:15

დანი კარვახალმა კვარას წინააღმდეგ გააფორმა. თავად მცველი პრესინგზე წასული კვარას ბლოკირებას ცდილობდა.

00:13

კიოლნში ძლიერად გაწვიმდა.

00:11

პედრის ნაცვლად დე ლა ფუენტემ დანი ოლმო შემოუშვა. ათიოდ წამით ადრე საქართველოს ნაკრების კარი მესამე გაშვებულ გოლს გადაურჩა. თითქოს, პაუზა გვჭირდება.

ესპანელებიც ამღერდნენ.

00:10

2-1

მამარდაშვილმა ურთულესი ჯარიმა მოიგერია, თუმცა ჩაწოდებაზე მცვლებმა სათანადოდ ვეღარ ამუშავეს ფეხები.

შორეული ძელის ზონა დაიტვირთა და მამარდამ ესეც კინაღამ მოიგერია. თავით მარტოდდაყუდებულმა ფაბიან რუსიმა გაიტანა.

00:08

გურამ რას შვები, ბავშვი 21 წლით პატარაა.

გურამ კაშია ლამინ იამალის წინააღმდეგ დაჯარიმდა. 19 მეტრიდან ესპანეთს ძალიან სახიფათო სტანდარტული აქვს.

00:06

და კვარა რას შვებოდა?

50 მეტრიდან უნაი სიმონის კარში გოლი გაჰქონდა, თუმცა ძააალიან არგაგვიმართლა.

00:04

მეორე ტაიმის სტარტზევე მორატას ბრწყინვალე ქუსლური პასი ვნახეთ და არაზუსტი დარტყმა მერე კი ჟორჟის გარბენი, თუმცა 1-1-ზე დაკარგული ბურთი.

ესპანეთი 1-1 საქართველო – პირველი ტაიმი

23:47

ესპანეთმა დამატებულ 2 წუთში 2 კუთხური იშოვა, თუმცა უშედეგოდ!

23:45

ხალხო, გაშვებულმა გოლმა განწყობა ყველას გაგვიფუჭა, მაგრამ გავიაზროთ, მაინც სასწაული ხდება.

ესპანეთი, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალი, და თან გოლიც უიღბლობის გამო გაგვივიდა.

ტრავმის მიუხედავად კიტე ბოლომდე იბრძოდა.

23:44

გავის ტრავმა გახსოვთ?

მორატას ლოჩოშვილი აშკარად ამოჩემებული ჰყავს. გავის ტრავმის გამო, რომელიც კატალონიელს ლოჩომ მიაყენა, ცხადია, არაგანზრახ, ეს სავარაუდო რევანშის ცდას ჰგავს.

23:42

ესპანელებიც აქ ყოფილან

პირველად ამოიღეს მათმა ქომაგებმა ხმა. ჯერ მაშინ, როდესაც ესპანელებს გოლისას თამაშგარე პასიურად დაუფიქსირა VAR-მა და არა – აქტიურად და ახლა, როცა 1 წუთი გავიდა იმ მომენტიდან.

ქართველმა ქომაგმა ეგრე არ უნდაო და სადავეები დაიბრუნა.

23:39

1-1

არ გაგვიმართლა, კიტეს ტრავმამ თავი შეახსენა.

არაუშავს!

კონტრ შეტევაზე თითქოს გადავრჩით თავიდა, თუმცა კიტემ ფეხი იტკინა და როდრისაც ვეღარ დაუბლოკა. მან სიტის საყრდენმა დიდებულად დაარტყა,

მექვაბა დისკვალიფიცირებულია, შესაბამისად, ოთარ კიტეიშვილის ნაცვლად მოედანზე სანდრო ალთუნაშვილი გამოვიდა.

23:36

ქოჩორაა მომავალი კაპიტანი!

ქოჩორას აიმერიკ ლაპორტთან პატარა გასაუბრება ჰქონდა, ესპანელი ცენტრალური მცველი ცალსახად აფორმებდა. ოღონდ მშვიდად,წყნარად, დაალაგა.

23:35

ტრიბუნა? ისევ ჩვენია!

და ქალბატონებო და ბატონებო, გიორგიიიიი მამარდაშვილიიი!!!!

ამჯერად კუკურეიას აუღო.

23:34

კვარას მაღალი სისწრაფე, აჩქარება და მხოლოდ კუთხური, ქართველი შესაჩერებლად მცვლებს ერთმანეთის დაზღვევა და ხელის მოშველიებაც კი დასჭირდათ.

მაგარი თამაშია!!!!

23:31

ჟორჟი და კვარა 2-2-ზე შეტევა გვქონდა. ჟორჟი საჯარიმოში აღმოჩნდა, თუმცა ამ ეპიზოდში VAR საქმეში არ ჩართულა. როგორც ჩანს, მართლაც სუფთა თამაში იყო დაცვისგან.

აქედან პასის აუცილებლობა მოსჩანდა. თუმცა ესპანელებიც ხომ მაგას ფიქრობდნენ. ალბათ ჟორჟმა ამიტომაც აღარ გაუშვა ბურთი იქით.

23:29

საქართველო და ლიდსი იუნაიტედი.

5 დღის წინ A Bola-მ ჩამწერა, პორტუგალიამდე, ჰოდა ჩვენი ნაკრები ლიდსი იუნაიტედს შევადარე, ავტორიტეტებს რომ სცნობდა! ეგ ვართ და კიდევ უფრო უკეთესი!!!

23:28

ისევ კაკაბაძე!

და კიტე როდრის რას უბედავდა, და, თან, კინაღამ რომ გამოუვიდა!!!!

23:26

საქართველოს მეტიც შეუძლია!

ანგარიშის შენარჩუნება, როგორც მინიმუმ, პირველ ტაიმში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ესპანელები თანდათან უფრო აღელდებიან.

23:27

ისევ პედრი და მაგრად გადავრჩით.

23:25

ესპანეთის შეტევებს სიმწვავე მოაკლდა, საქართველომ კი შედარებით თამამად თამაში დაიწყო. ეს ნახევარდაცვაში მეტ ეპიზოდში დაჭერილ ბურთში აისახა და კვარა-ჟორჟი რამდენჯერმე გაიქცა.

23:23

მამარდას მორიგი სეივი. ამჯერად ბურთი ხელებშია. ებიჭო რა ხდებაა!!!!!!! სიზმარია, ზღაპარია, ოცნებაა, თუმცა რეალობაა!!!!!

23:21

კაკაბაძე ცალკე საუბრის თემაა

ოთო გადაბმულად თამაშობს უკვე მე-4 თამაშს და სტარტი ჩინებული აქვს. ახლაც უილიამსს რაც გაუკეთა მხოლოდ თავდაჯერებაზე მეტყველებს.

23:20

ჟორჟზე ტაქტიკური ჯარიმა რომ არ აიღეს, ალბათ, ახლაც ნანობენ ესპანელები. მერე კაკაბაძე მისი ჩაწოდება, ჩინებული და რობინ ლე ნორმანის გოლი. საჯარიმოში კვარა იხსნებოდა.

23:18

0-1

ზღაპარი გრძელდებაააააააააააააააა!!!

23:16

მორიგი კუთხური ესპანეთს და გადავრჩით. აიმერი ლაპორტი ფაქტობრივად მარტო იდგა.

ბუურთი, ბურთი გვჭირდება ფეხში.

23:15

კვარა და მიქაუტაძე უბრალოდ ბურთს, ფაქტობრივად არ შეხებიან.

ქოჩორას წინააღმდეგ ლე ნორმანმა წესები აშკარად დაარღვია.

23:14

ესპანეთის მძლავრი სტარტი.

თამაში მუდმივად საქართველოს მესამედში მიდის. ბურთი და ხაზი თუ არ ავწიეთ ასე ძააალიან გაგვიჭირდება 90 წუთს.

23:13

კაშიას საუცხოო ბლოკირება. კაპიტანმა ბურთის ტრაექტორია იდეალურად გაშიფრა.

23:11

მამარდაააა! ნაჩომ რაო?

ისევ ჩაწოდება, ამჯერად კარვახალი ურტყამდა თავით და მამარდამ საუცხოოო სტილში მოიგერია.

23:10

სასტარტო მღელვარება.

გასაგებია ესპანეთი რომ არის, თუმცა აგერ თქვენივე შედეგები – ევრო 2024-ის მეოთხედფინალში ხართ, აგერ ქომაგი, აგერ მთელი საქართველო, აგერ ბურთი და მოედანი. მენტალური სიმშვიდის დროა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენვე გავატანინებთ ესპანელებს.

23:09

ტრიბუნა საქართველოსია.

რაინ ენერგი შტადიოზე სრულად ქართული აურაა. აჯობო ესპანელებს იოლი საქმე როდია?!

23:08

პირველი კუთხური ესპანეთს. ფლანგზე გადატვირთვას კარგად აკეთებს ესპანეთი. ახლა კუკურეიამ და უილიამსა ზონა საუცხოოდ შეავსეს.

23:07

პირველი შეტევა გვქონდა, ჩაკვემ და ჟორჟმა ოდნავ ვერ გაუგეს ერთმანეთს და შეტევაც ოდნაც შენელდა. კაკაბას კუკურეიამ აჯობა. მიუხვდა ცრუ მოძრაობას.

23:05

ლოჩოს გაუძვრა ფეხებშუა და მამარდას პირველი მოგერიებაც ვნახეთ. ესპანელები ძალიან მაღალ ტემპში თამაშობენ. დარტყმა კი პედრის ეკუთვნოდა.

23:04

პირველი შეტევა საქართველოს, მნიშვნელოვანია ბურთის მცირე ხნით დაჭერა მაინც.

23:02

გველესას ბლოკი რონალდუზე გახსოვთ?

ფაბიან რუისის დარტყმა და გიორგი გველესიანი ბლოკი.

ესპანეთი აქტიურად იწყებს და ეს მოსალოდნელიც იყო. ფურია როხას ბურთი უჭირავს და სწრაფ გოლზეც აქცენტირდა. თუმცა ქართველმა ქომაგმა სასტარტო წუთებზე ინიციატივა აიღო.

23:00

წავედიიით!

ბურთი თამაშში ესპანეთმა შეიყვანა

22:56

ჰიმნების შესრულება ადგილზეა. ემოციურად, ჯიგრით, შემართებით. აქეთაც და იქითაც. კიოლნში ასეთი ტემპერამენტი ალბათ კარგა ხანია არ უნახავთ.

რა ვითარებაა კიოლნში

კიოლნში დღის უმეტესი ნაწილის მანძილზე წვიმდა, თუმცა ამას ქართველი გულშემატკივარი არ დაუფრთხია. მეტიც ქართული სპორტის ქომაგებმა ნაკრების სხვა გულშემატკივრებთან ერთად ისტორიული მსვლელობაც მოაწყვეს.

1.7-კილომეტრის დისტანციის დაფარვამ ამ მსვლელობასთან ერთად წინა სამატჩო ღელვა მომენტალურად დამავიწყა და თავიდან დამმუხტა.

საოცრება ხდება ტრიბუნაზე, ქართველი გულშემატკივარი რაოდენობაში ესპანელს არ ჩამორჩება. ბრავო ხალხო, უბრალოდ ყოჩაღ. ეს არის სიყვარული!

ტრიბუნისთვის დიდი ბრძოლა გაჩაღდება. ატმოსფერო უპირობოდ ჩვენი უნდა იყოს!

ესპანეთი vs საქართველო – შემადგენლობა

ვილი სანიოლმა პირველად ერთი მატჩიდან მეორემდე იდენტური შემადგენლობა გამოიყვანა. ასეთი რამ აქამდე ფრანგი მწვრთნელის ხელში არასდროს მომხდარა.

მამარდაშვილი – კაკაბაძე, გველესიანი, კაშია, დვალი, ლოჩოშვილი – ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე – კვარაცხელია, მიქაუტაძე.

ესპანეთმა კი საქართველოს წინააღმდეგ ზუსტად ის 11-ეული გამოიყვანა, რომელიც იტალიასთან ჰყავდა. ლუის დე ლა ფუენტე, ცხადია, ძირითადით გვეთამაშება.

სიმონი – კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, კუკურეია – როდრი, პედრი, რუისი – იამალი, მორატა, უილიამსი.