მსოფლიო ჩემპიონატზე გასამგზავრებელი 12 კაციანი სია ცნობილია. ილიას ზუროსმა რჩეულები შეარჩია.
უკვე დიდი ხანია ეროვნული ნაკრებების სოციალური ქსელის გვერდები ხარისხიანად და ოპერატიულად მუშაობენ, როგორც საფეხბურთო, ისე საკალათბურთო. ამჯერად კალათბურთის ფედერაციის გვერდზე გავრცელდა ვიდეო სადაც საბოლოო სია გუნდის კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ დაასახელა:
გიორგი ცინცაძე, გიორგი შერმადინი, გოგა ბითაძე, დუდა სანაძე, მიხეილ ბერიშვილი, რატი ანდრონიკაშვილი, სანდრო მამუკელაშვილი, კახა ჯინჭარაძე, ლუკა ლიკლიკაძე, გიორგი ტურძილაძე, თად მაკფადენი, თორნიკე შენგელია.
საქართველოს ნაკრების კალენდარი:
- 26 აგვისტო – კაპე ვერდე – საქართველო
- 28 აგვისტო – საქართველო – სლოვენია
- 30 აგვისტო – საქართველო – ვენესუელა
მსოფლიო ჩემპიონატს საზოგადოებრივი მაუწყებელი გააშუქებს.