სარჩევი
2024 აპრ 22, 14:38 შშ
3 წუთის საკითხავი

პლეიოფების პირველი წრე დასრულდა. თითქოს ყველაფერმა ისე ჩაიარა, როგორც მოსალოდნელი იყო. ერთადერთი რაც ამ სერიას აკლდა ის ვარსკვლავები იყვნენ, რომელთაც ტრავმის გამო ვერ შეძლეს თამაში.

ჯერ ახლა ხურდება, წინ კიდევ უკეთესი ამბები გველის.

Game 1

კლივლენდ კავალიერსი vs ორლანდო მეჯიქი 97:83
გოგა ბითაძეს არ უთამაშია. დონოვან მიჩელის ანგარიშზე 30 ქულაა;

მინესოტა ტიმბერვულვზი vs ფინიქს სანსი – 120:95
ენტონი ედვარდსმა 33 ქულა ჩააგდო;

ნიუ-იორკ ნიქსი vs ფილადელფია სიქსერსი – 111:104
ტაირის მაქსის ანგარიშზე 33 ქულაა;

დენვერ ნაგეთსი vs ლოს ანჯელეს ლეიკერსი – 114:103
ჯოკერის ანგარიშზე 32 ქულა და 12 მოხსნაა, დევისის ანგარიშზე 32 ქულა და 14 მოხსნა;

ბოსტონ სელტიკსი vs მაიამი ჰიტი – 114:94
ჯეისონ ტეიტუმმა სამმაგი დუბლი შეასრულა – 23 ქულა, 10 მოხსნა, 10 ასისტი;

ლოს ანჯელეს კლიპერსი vs დალას მავერიქსი – 109:97
დონჩიჩის ანგარიშზე 33 ქულა და 13 მოხსნაა;

მილუოკ ბაქსი vs ინდიანა პეისერსი – 109:94
ლილარდის ანგარიშზე 35 ქულაა, სიაკამმა 36 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა;

ოკლაჰომა სიტი vs ნიუ ორლეან პელიკანსი – 94:92
შაის ანგარიშზე 28 ქულაა;

დავიწყოთ მეჯიქით – გოგა ბითაძეს არ უთამაშია. იმედი მაქვს მთელი სერიის მანძილზე გარკვეულ სათამაშო დროს მიიღებს. სხვა ინტერესი რთულია ორლანდო მეჯიქის მიმართ გქონდეს.

ტრავმის გამო არ უთამაშია ზაიონ უილიამსონს, ჯიმი ბატლერს, კავაი ლეონარდსა და იანის ანტეტოკუნმპოს. ძალიან დიდი დანაკლისია სანახაობის მოყვარულთათვის.

Game 1-ის მთავარი პერფომერი

რთულია ერთის გამოყოფა, ჯოკერმა და დევისმა დიდებული დუელი გვაჩუქეს, ლუკამ და კაირიმ დალასის შველა ვერაფრით შეძლეს, კარგი თამაში ჰქონდა ჯეიმს ჰარდენს, პასკალ სიაკამმა ალბათ მოლოდინს გადააჭარბა, ლილარდმა კი იანისის გარეშე დარჩენილ მილუოკს მოაგებინა, გადასარევი იყო ტეიტუმის სამმაგი დუბლიც, მაგრამ.. პირველი წრის მთავარი პერფომერი ალბათ მაინც ენტონი ედვარდსია.

თავისივე კუმირის წინააღმდეგ ითამაშა და შეიძლება ითქვას რომ აჯობა კიდეც. ქეი დი მშვიდად შეხვდა ამ ამბავს, ტიმ დანკანის შემდეგ ალბათ ყველაზე მშვიდი სუპერვარსკვლავია, თვითდაჯერებული, ცივი გონებით, მართალია მის განვლილ გზას ბევრი კრიტიკოსი ჰყავს, მაგრამ დურანტი ყოველთვის ჭკვიანი მოთამაშე იყო და ძალიან დიდ სახელსაც დაუტოვებს ისტორიას.

ეს მხოლოდ პირველი თამაში იყო. ყველაფერი ახლა იწყება. ვნახავთ ედვარდსს რა შეუძლია.

Game 2

თბილისის დროით, 23 აპრილს, გამთენიისას, სამი შეხვედრა გაიმართება:

კლივლენდ კავალიერსი vs ორლანდო მეჯიქი – 03:00

ნიუ-იორკ ნიქსი vs ფილადელფია სიქსერსი – 03:30

დენვერ ნაგეთსი vs ლოს ანჯელეს ლეიკერსი – 06:00

Setantasports.com-ი ნიქსისა და სიქსერსის შეხვედრას შემოგთავაზებთ.