დიდი გაცვლები გრძელდება, ოლ სთარიც ახლოვდება, მანამდე კი საინტერესო თამაშებიც გაიმართა. ამასობაში, კლეი ტომპსონს 33 წელი შეუსრულდა.
ძალიან სურდა იღბლიანი დაბადების დღე ჰქონოდა და ყველაფერი გააკეთა ბედთან ჭიდილში, მაგრამ იღბალი ლილარდის მხარეს იყო, სტეფ კარი კი ტომპსონის მხარეს არ ყოფილა. სტეფი ჯერ კიდევ მკურნალობს.
პორტლენდმა გოლდენ სტეიტი 125:122 დაამარცხა.
კლეი ტომპსონის ანგარშზე 31 ქულა, 3 მოხსნა, 6 ასისტი და 2 ჩაჭრაა. კლეიმ 19-დან 7 სამქულიანი ჩააგდო.
ისევ მოწოდების სიმაღლეზე იყო ჯორდან პული, – 38 ქულა, 1 მოხსნა და 7 ასისტი. ჯორდანმა 12-დან 7 სამქულიანი ჩააგდო.
რაც შეეხება დემიენ ლილარდს, – მორიგი სამმაგი დუბლი მისი შესრულებით! 33 ქულა, 10 მოხსნა, 11 ასისტი და 1 ჩაჭრა.
გოლდენ სტეიტი დასავლეთ კონფერენციაში მეცხრე ადგილს იკავებს. პორტლენდი მეათეა.
ბოსტონი vs ფილადელფია
მოლოდინი დიდი იყო, თუმცა, რაღაც ისეთიც ვნახეთ რასაც არავინ ელოდა. ყველა აღფრთოვანებულია ტეიტუმისა და ბრაუნის დუეტით. ჰოდა, ერთ-ერთ ეპიზოდში ბრაუნს ჯეისონის იდაყვი მოხვდა სახეში, თან ისეთი ძალით რომ ძირს დასცა, პარკეტი დაატოვებინა და აღარც დაბრუნებულა.
ეგ კი არა, შესაძლოა, ოლ სთარიც გამოტოვოს.
მხოლოდ 18 წუთი დაჰყო პარკეტზე, მხოლოდ 4 ქულის მოპოვება შეძლო.
სამაგიეროდ, ბლეიკ გრიფინი გამოვარდა პარკეტზე, იმავე რაოდენობის დრო მიიღო, 15 ქულა, 2 მოხსნა და 1 ასისტი მიითვალა.
ჯეისონ ტეიტუმის ანგარიშზე 12 ქულა, 8 მოხსნა და 9 ასისტია.
ფილადელფიას დიდმა ორეულმა ვერ უშველა. კვლავ მაგარი სტატისტიკა დადეს, თუმცა, ბოსტონთა ეს არ კმარა.
ჯოელ ემბიდის ანგარიშზე 28 ქულა, 7 მოხსნა, 1 ასისტი, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკია.
ჰარდენმა 26 ქულა, 3 მოხსნა, 11 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი მიითვალა.
სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:
- კლივლენდი – დეტროიტი 113:85
- ვაშინგტონი – შარლოტი 118:104
- მაიამი – ინდიანა 116:111
- ტორონტო – სან ანტონიო 112:98
- ჰიუსტონი – საკრამენტო 128:130
- იუტა – მინესოტა 118:143