სარჩევი

მორიგი მატჩები გაიმართა NBA-ში. შარლოტმა ბოსტონს უმასპინძლა და 118:130 დამარცხდა. შარლოტის ბალანსი 11-34 ზეა, ბოსტონის 33-12 ზე.

კარგი შეხვედრა ჰქონდა ლამელო ბოლს, 35 წუთში 25 ქულა, 5 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. ჯეილენ მაკდენიელსის ანგარიშზე 26 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასია, გამოსარჩევია ეპიზოდი, როცა ტეიტუმს აართვა ბურთი და ორი ქულა მოუტანა გუნდს.

ბოსტონის შემადგენლობაში კი ჯეისონ ტეიტუმის ბენეფისი ვიხილეთ, 40 წუთში 51 ქულა, 9 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ჯეისონის პროგრესი ამ სეზონშიც შესამჩნევია.

ბრაუნის არყოფნაში ტეიტუმი უფრო მეტს იღებს თავზე და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ საუკეთესო საპლეიოფო სერია უნდა ჰქონდეს.

ლებრონი დაფრინავს!

ლეიკერსმა ჰიუსტონი 140:132 დაამარცხა.

38 წლის კაცი ციდან ვერ ჩამოხსნეს.

ლებრონმა წინა შეხვედრაში 38’000-ს ქულას მოუყარა თავი და წინ მხოლოდ აბდულ-ჯაბარი დარჩა რეკორდის მოსახსნელად. თითქოს შეგულიანდა ამ მიღწევით და რაც შეიძლება სწრაფად სურს რეკორდის დამხობა.

36 წუთში 48! ქულა ჩააგდო, პლუს 8 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

თანამედროვე სამყაროში სპორტული აქტივობის ასაკი საგრძნობლად გაზრდილია, მაგრამ ლებრონ ჯეიმსის სათამაშო ხარისხი და შედეგები ყოველგვარ ზღვარს გასცდა.

თუ გავითვალისწინებთ ფედერერის ბოლო წლებსა და კრიშტიანუ რონალდუს ბოლო სეზონს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლებრონ ჯეიმსი დიად სპორტსმენთა შორის ერთადერთია ვინც ფორმის შენარჩუნება 38 წლის ასაკშიც შეძლო.

ალბათ, 40 წლამდეც აპირებს..

სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

კლივლენდი – პელიკანსი 113:103

ნიუ-იორკ ნიქსი – ტორონტო 121:123

ვაშინგტონი – გოლდენ სტეიტი 118:127

ატლანტა – მაიამი 121:113

მინესოტა – იუტა 125:126

მემფისი – ფინიქსი 136:106