მორიგი შეხვედრები გაიმართა NBA-ის რეგულარულ ჩემპიონატში. განსაკუთღებულ ინტერესს იწვევდა მილუოკისა და ბრუკლინის შეხვედრა. ბრუკლინმა 118:110 მოიგო.
კევინ დურანტმა 34 წუთში 24 ქულა, 5 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. 19 ქულა ჰქონდა ნიკ კლაქსტონს, 18 კაირი ირვინგს, 17 როის ონილს.
სეზონის დასაწყისი ბრუკლინისთის მძიმე იყო და დურანტიც ძალიან უკმაყოფილო გახლდათ, ახლა კი, როგორც ჩანს, ყველაფერი დალაგდა.
მილუოკის შემადგენლობაში საუკეთესო იყო იანის ანტეტოკუნმპო, – 26 ქულით, 13 მოხსნითა და 7 პასით.
ბრუკლინის ბალანსი უკვე 21:12 ზეა, ხოლო, მილუოკის 22-10 ზე.
ჰიუსტონმა დალასს უმასპინძლა და 106:112 დამარცხდა. ჰიუსტონიდან კარგი მატჩი ჩაატარა ჯაბარი სმიტმა, 34 წუთში 24 ქულა, 10 მოხსნა და 3 პასი მიითვალა, მაგრამ ლუკა დონჩიჩის თამაშმა ყველაფერი გადაფარა. ლუკამ 42 წუთში 50 ქულა, 8 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
დალასის ბალანსი 17-16 ზეა.
სხვა შეხვედრები ასეთი ანგარიშით დასრულდა:
ორლანდო – სან ანტონიო 133:113
ფილადელფია – კლიპერსი 119:114
ატლანტა – დეტროიტი 130:105
ბოსტონი – მინესოტა 121:109
კლივლენდი – ტორონტო 107:118
ნიუ იორკ ნიქსი – ჩიკაგო 117:118
მაიამი – ინდიანა 108:11
ოკლაჰომა – პელიკენსი 125:128
დენვერი – პორტლენდი 120:107
ფინიქსი – მემფისი 100:125
საკრამენტო – ვაშინგტონი 111:125
ლეიკერსი – შარლოტი 130:134 – ლებრონ ჯეიმსს 34 წუთში 34 ქულა, 2 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა.