ლოს ანჯელეს ლეიკერსი პლეიოფის ზონაში მოსახვედრად ბოლომდე იბრძოლებს. ამჯერად შეძლეს და დალასი დაამარცხეს.
ლეიკერსმა 111:108 მოიგო.
კაირი ირვინგმა ორმაგი დუბლი შეასრულა. 21 ქულა, 11 მოხსნა, 5 ასისტი. კაირიმ 10-დან მხოლოდ 2 სამქულიანი გამოიყენა.
ლუკა დონჩიჩის ანგარიშზე 26 ქულა, 9 მოხსნა, 5 ასისტი და 1 ჩაჭრაა. ლუკამ 8-დან 4 სამქულიანი გამოიყენა.
ჰარდევეის ანგარიშზე 17 ქულა, 4 მოხსნა, 2 ასისტი და 1 ბლოკია. დონჩიჩის მსგავსად მანაც 8-დან 4 სამქულიანი ჩააგდო.
ლებრონ ჯეიმსმა 26 ქულა, 8 მოხსნა, 3 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი დააგროვა. ლებრონს ძალიან უნდა პლეიოფში მოხვედრა. რაც უფრო მეტად ემატება ასაკი, მით უფრო მშიერი ხდება.
ენტონი დევისის ანგარიშზე ორმაგი დუბლია – 30 ქულა, 15 მოხსნა, 4 ასისტი, 1 ჩაჭრა და 3 საფირმო დაფარება.
ლეიკერსმა დასავლეთ კონფერენციაში, როგორც იქნა ერთი საფეხურით მაღლა აიწია და მე-12 პოზიციას იკავებს.
დალასი მე-6 ადგილზეა.
დენვერი vs კლიპერსი
კიდევ ერთი ოვერტაიმი ვნახეთ ლოს ანჯელეს კლიპერსის შესრულებით, მაგრამ ამჯერად ოვერტაიმში ძალა საერთოდ აღარ ეყოთ და 4:14 დამარცხდნენ. საერთო ჯამში 124:134.
თუ მატჩში ოვერტაიმში გადადის ვიცით, რომ ჯოკერი სამმაგ დუბლს შეასრულებს. ისედაც ახერხებს ხოლმე, ოვერტაიმი მისთვის საკონტროლო გასროლაა.
იოკიჩმა 40 ქულა, 17 მოხსნა, 10 ასისტი და 3 ჩაჭრა დააგროვა. მხოლოდ ერთი სამქულიანი ისროლა, არაზუსტად.
კარგი შეხვედრა ჩაატარეს ჯამალ მარიმ და მაიკლ პორტერ ჯუნიორმა.
კავაი ლეონარდის ანგარიშზე 33 ქულა, 6 მოხსნა, 2 ასისტი და 1 ბლოკია. კავაიმ 4-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.
პოლ ჯორჯმა 23 ქულა, 4 მოხსნა, 4 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი მიითვალა.
უესტბრუკმა 17 ქულა, 5 მოხსნა, 4 ასისტი და 5 ჩაჭრა დააგროვა. რასი გუნდს კარგად შეეწყო. ჯერჯერობით.
სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:
ატლანტა – ბრუკლინი 129:127
ჩიკაგო – ვაშინგტონი 102:82
კლივლენდი – ტორონტო 118:93
ოკლაჰომა – საკრამენტო 115:124
გოლდენ სტეიტი – მინესოტა 109:104
პორტლენდი – ჰიუსტონი 131:114