სარჩევი

თასის ფორმატიდან ისევ რეგულარულ სეზონს დავუბრუნდით. ბითაძის ორლანდომ კიდევ ერთი შეხვედრა წააგო, ამჯერად კლივლენდთან. ეს მოსალოდნელიც იყო, თუმცა, მეჯიქი მაინც რჩება იმ გუნდად რომელმაც პლეიოფში უნდა ითამაშოს.

ამჯერად აქცენტს ორლანდოზე, დენვერსა და დალასზე გავაკეთებთ.

ორლანდო vs კლივლენდი

მეჯიქი დამარცხდა, მაგრამ მისმა ლიდერმა იფრინა! პაოლო ბანჩერომ კარიერის პიკი – 42 ქულა ჩააგდო. არის ასეთი დღეები, მოთამაშეს წაუვა თამაში და ყველაფერი ვარდება. მათ შორის, ბანჩერომ ბითაძის პასის მერე ისეთი ბურთი ჩააგდო რომლის მსგავსსაც იშვიათად ნახავთ, საერთოდ, რა ჰქონდა განზრახული ესეც რთული სათქმელია.

პირველი მეოთხედი კავალიერსმა 37:20 მოიგო, აქეთ თუ ბანჩერო ბრწყინავდა, იქით გარლანდსა და მიჩელს არ დაუკლიათ არაფერი.

გოგა მეორე მეოთხედში უკეთესი იყო, მაგრამ კავალიერსი უპირატესობას ინარჩუნებდა, მეჯიქს კი ის აგრესია დააკლდა, რომლითაც ეს გუნდი გამოირჩევა – 65:52.

ორლანდოს მაქსიმუმი ანგარიშის რვა ქულამდე შემცირება იყო, თუმცა, ამ დროსაც კი იგრძნობოდა რომ კავალიერსი მოგებას ხელიდან არ გაუშვებდა. საბოლოოდ, 121:111.

  • ბითაძემ 25 წუთში 6 ქულა, 3 მოხსნა, 3 ასისტი და 1 ბლოკი მიითვალა. ერთი სამქულიანი ისროლა არაზუსტად. FG – 3/4. გოგას მეტი აქტიურობა მართებს.
  • ბანჩერომ 38 წუთში 42 ქულა ჩააგდო, 6 მოხსნა, 1 ასისტი და 2 ბლოკი. 5-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. FG – 16/26.
  • გარლანდს ერთი ასისტი დააკლდა ორმაგ დუბლამდე – 26 ქულა, 3 მოხსნა, 9 ასისტი. 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. FG – 10/18.
  • მიჩელის ანგარიშზე 35 ქულა, 7 მოხსნა, 6 ასისტი და 1 ჩაჭრაა. 10-დან 5 სამქულიანი ჩააგდო. FG – 12/24.

დალასი vs იუტა

ამ შეხვედრას გვერდს ვერ ავუვლიდით. რთულია ლუკას გვერდი აუარო, ზედმეტად დიდია ამისთვის. საქმე იმაში არ არის რომ დალასმა 50 ქულით მოიგო, საქმე ლუკაშია, რომელმაც NBA-ის ისტორიაში პირველად! პირველ ნახევარში შეასრულა 25 ქულის ზემოთ სამმაგი დუბლი. რთული დასაჯერებელია? ლუკას შემთხვევაში არა.

პირველი ნახევარი 29 ქულით, 10 მოხსნითა და 10 ასისტით დახურა. ამისთვის სულ რაღაც 20 წუთი დასჭირდა.

ლუკა შეუერთდა იოკიჩს, უესტბრუკსა და საბონისს, 2000 წლის მერე, მხოლოდ ამ სამს ჰქონდა პირველ ნახევარში სამმაგი დუბლი. იოკიჩმა და უესტბრუკმა ეს ორჯერ შეძლეს.

ეს ლუკას მესამოცე სამმაგია NBA-ში, ყველა დროის სიაში ლარი ბირდს გადაუსწრო და მეცხრე ადგილზე გადაინაცვლა.

“დიდებულია – თქვა დონჩიჩმა, რომელიც სულ მცირე ხნის წინ მამა გახდა – ყველამ იცის ვინ არის ლარი ბირდი, ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ”.

ლუკას ამ მიღწევისათვის 349 შეხვედრა დასჭირდა, ლარის – 897. ყველა დროის საუკეთესოთა სია კი ასე გამოიყურება:

მესამე მეოთხედის მიწურულს დონჩიჩს უკვე 40 ქულა ჰქონდა. ამ მაჩვენებლით ის ჯეიმს ჰარდენს შეუერთდა – 2000 წლის შემდეგ მხოლოდ მათ აქვთ მესამე მეოთხედში 40 ქულიანი სამმაგი დუბლი.

ლუკას საბოლოო სტატისტიკა ასეთია – 32 წუთში 40 ქულა, 10 მოხსნა, 11 ასისტი და1 ჩაჭრა. 12-დან 6 სამქულიანი ჩააგდო.

კაირი ირვინგმა 27 წუთში 26 ქულა, 3 მოხსნა და 4 ასისტი დააგროვა.

დალასმა 147:97 მოიგო.

კლიპერსი vs დენვერი

ჰარდენის მოსვლის შემდეგ უესტბრუკს წუთები შეუმცირდა. ეს ორი ერთად იშვიათად ამართლებს, ორივეს რთული ხასიათი აქვს, ორივეს ბურთი უნდა და ორივე ეგოისტია. თითქოს მათი სათამაშო უნარებიდან გამომდინარე უნდა ავსებდნენ ერთმანეთს, მაგრამ ხასიათი და ეგო ყველაფერს თადაყირა აყენებს.

თუმცა, კლიპერსი მაინც ორივეს იყენებს. ჯერჯერობით პროდუქტიულად.

დონჩიჩის სამმაგი ვახსენეთ და სამმაგი დუბლების მამები შეხვდნენ ერთმანეთს. უესტბრუკი უკვე უკან-უკან მიდის, მისი საუკეთესო პერიოდი წარსულს ჩაბარდა, აღარ არის იმ ასაკში რომ სამმაგი დუბლი შეასრულა ყოველ მეოთხე ან მეხუთე შეხვედრაში. მიუხედავად ამისა, 198 სამმაგი დუბლით მაინც სოლიდური უპირატესობა აქვს იოკიჩთან. ახლა რა თქმა უნდა, სურს გახდეს NBA-ის ისტორიაში პირველი, ვინც ორასიან ნიშნულს გადაცდება. მხოლოდ სამი სამმაგი აქვს დარჩენილი.

ნიკოლა იოკიჩი კი მეფობს ამჟამინდელ NBA-ში. არც ტემპს აგდებს, არც სტატისტიკას აფუჭებს, მშვიდად, დინჯად იპყობს ყველაფერს, თუ გააბრაზე არც მხარს შემოგცხებს და გაგაკრავს პარკეტზე. ასე, უნდა უყურო წყნარად როგორ გატენის თავზე ყველაფერს. სხვა გზა მასთან არ არის.

დენვერს ჰქონდა უპირატესობა, მაგრამ კლიპერსმა შეძლო და თამაში მოიგო – 111:102.

  • პოლ ჯორჯმა 25 ქულა, 8 მოხსნა და 1 ასისტი და 1 ბლოკი მიითვალა. 9-დან 5 სამქულიანი ჩააგდო. FG – 8/20.
  • წვერამ ორმაგი დუბლი შეასრულა – 20 ქულა, 11 ასისტი, 1 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 1 ბლოკი. 3-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 6/10.
  • კავაის ანგარიშზე 17 ქულა, 4 მოხსნა, 5 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკია. 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. FG – 8/16.
  • რასმა 16 წუთში 9 ქულა, 8 მოხსნა, 1 ასისტი და 2 ბლოკი მიითვალა. FG – 4/8.
  • რაც შეეხება ნიკოლა იოკიჩს, ჯოკერს, გენერალს, მორიგი სამმაგი დუბლი – 22 ქულა, 15 მოხსნა, 10 ასისტი, 1 ჩაჭრა. 7-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 9/32.

სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

  • გოლდენ სტეიტი vs პორტლენდი – 110:106
  • ჰიუსტონი vs ოკლაჰომა – 110:101
  • ჩიკაგო vs შარლოტი – 111:100
  • ტორონტო vs მაიამი – 103:112
  • მინესოტა vs სან ანტონიო – 102:94
  • ატლანტა vs ბრუკლინი – 113:114
  • ვაშინგტონი vs ფილადელფია – 126:131
  • დეტროიტი vs მემფისი – 102:116