რეგულარული სეზონი დასრულდა! ქართველი მოთამაშეები მსოფლიო ჩემპიონატისთვის დაიწყებენ მზადებას. საპლეიოფო გუნდში არც ერთი თამაშობს და არც მეორე, სამაგიეროდ, დროს იღებენ და განვითარებისთვის იდეალურ პირობებში არიან.
გრეგ პოპოვიჩის სან ანტონიო დალასს ესტუმრა. Play In-ს მიღმა დარჩენა დალასისათვის ტრაგედია იყო, მაგრამ ქომაგები ბოლომდე მხარს უჭერდნენ და გუნდი მომდევნო სეზონისთვის შეამზადეს.
დალასი vs სან ანტონიო
ნელ-ნელა მოუმატა და აგერ სეზონის ბოლოს საუკეთესო მაჩვენებელიც დადო. სანდრო მამუკელაშვილი ნათლად გვაჩვენებს, რომ მხოლოდ მუდმივი პრაქტიკის პირობებში შეგიძლია ზრდა განაგრძო.
კიდევ ერთი ორმაგი დუბლი მიითვალა და ყველაზე მეტი ქულა აიღო სან ანტონიოს შემადგენლობაში. სპურსმა 138:117 მოიგო.
სანდრომ სასტარტო ხუთეულში დაიწყო და 31 წუთი გაატარა პარკეტზე. 23 ქულა, 11 მოხსნა, 4 ასისტი და 1 ბლოკი მიითვალა. 7-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. FG – 8/18 ზე.
გრეგმა სანდრო მანუ ჯინობილსაც კი შეადარა. როგორც ჩანს, ხედავს იმ მასალას, რომლისგანაც ვარსკვლავი შეიძლება გამოიწრთოს. იმედია გრეგი დარჩება.
სან ანტონიომ სეზონი დასავლეთ კონფერენციის ბოლო პოზიციაზე დაასრულა.
მაიამი vs ორლანდო
მაიამის ძალიან ცოტა დააკლდა პლეიოფებამდე. სულ რაღაც ერთი მოგება ბრუკლინ ნეტსამდე. არადა, ამჟამად უკეთესი გუნდია და თავის თავს უნდა დააბრალონ რომ ამ ნიშნულს ვერ შეწვდნენ.
ბრუკლინი კი “გუნდი-პარაზიტის” როლში გვევლინება, რომელიც უკვე წასული მოთამაშეების ხარჯზე აღმოჩნდა პლეიოფის ზონაში. შეუძლიათ დიდი მადლობა გადაუხადონ მიღმა დარჩენილ კაირი ირვინგს.
ბითაძემ 20 წუთი მიიღო, 4 ქულა, 8 მოხსნა, 1 ასისტი და 1 ჩაჭრა მიითვალა. სამქულიანი არ უსვრია, FG – 2/4 ზე.
გოგას ამჯერად ბლოკი არ ჰქონია. ისე კი, მეტი აქტიურობა და სითამამე მართებს.
მაიამიმ 123:110 მოიგო.
ორლანდომ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 პოზიციაზე დაასრულა სეზონი. უკან მოიტოვა დეტროიტი და შარლოტი.