სარჩევი
მამუკელაშვილის ბრწყინვალე თამაში - მოგება მილუოკისთან | Setanta Sports

მამუკელაშვილის ბრწყინვალე თამაში – საქართველის ნაკრების კალათბურთელმა, სანდრო მამუკელაშვილმა ტორონტო რეპტორსთან ერთად თავისი ყოფილი გუნდის – მილუოკი ბაქსის წინააღმდეგ გამარჯვება მოიპოვა (128:100).

ქართველი ეფექტური იყო როგორც შეტევაში, ისევე დაცვაში და სისწრაფეებით მეტოქეს ბევრ საფრთხეს უქმნიდა. ქართველმა აქტივში ეფექტური ჩატენვას ჩაიწერა.

რეპტორსის ლიდერებმა – სკოტ ბარნსმა და არჯეი ბარეტმა 23-23 ქულა დააგროვეს.

სანდრო მამუკელაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო იყო პარკეტზე, ქართველი თამაშში სათადარიგოდან ჩაერთო და პარკეტზე 23 წუთი გაატარა, რა დროშიც 15 ქულა და 7 მოხსნა (4 მოხსნა შეტევაში) დააგროვა.

გარდა ამისა, მამუკელაშვილი ეფექტურობის კოეფიციენტით პარკეტზე ორივე გუნდში საუკეთესო იყო +28.

ტორონტო რეპტორსი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილს იკავებს. მიმდინარე სეზონში კანადურ გუნდს 3 მოგება და 4 წაგება აქვს.

უყურე NBA-ის გამორჩეულ მატჩებს setantasports.com-ზე

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.