The Athletic-ის მიმომხილველის, შემს შარანიას გავრცელებული ინფორმაცია გამართლა. სანდრო მამუკელაშვილი სან ანტონიო სპურსში ითამაშებს.
სანდრო იქნება პირველი ქართველი, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელთან, გრეგ პოპოვიჩთან იმუშავებს. მასზე კარგი აღმზრდელი კი იშვიათად თუ მოიძებნება NBA-ში.
მამუკელაშვილს ბაქსში საკმარისი დრო არ ჰქონდა. დამწყებისათვის ძალიან ძლიერი შემადგენლობაა, კონკურენცია, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია. წელიწადნახევარში 65 შეხვედრა ჩაატარა, თუმცა, სათამაშო დრო ძალიან მცირე იყო.
შემსმა ისიც დაწერა, სან ანტონიო აიზეა რობის გაუშვებს, იმისათვის, რომ მამუკელაშვილს მეტი სათამაშო დრო ჰქონდესო. ესეც გამართლდა. როგორც ჩანს, შემსი სანდო წყაროა. უნდა ითქვას, რომ ამაზე კარგ ვარიანტს სანდრო ალბათ ვერ მიიღებდა. ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული.
სანდრო სტანდარტულ კონტრაქტს გააფორმებს და 54 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.