ბეტა ვერსია

საქართველოს კალათბურთის ნაკრები – ილიას ზუროსმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს კალათბურთის ნაკრები – ილიას ზუროსმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა | Setanta Sports

კალათბურთის ფედერაციის ვებგვერდზე საქართველოს კალათბურთის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა გამოქვეყნდა და განრიგის შესახებაც გვამცნეს ინფორმაცია.

პირველ ეტაპზე თბილისში ერთკვირიანი შესარჩევი ვარჯიშები გაიმართება, რომლის შედეგად ის 16 მოთამაშე შეირჩევა, რომელიც იტალიის ქალაქ ტრევიზოში გენერალურ შეკრებაზე გაემგზავრება.

თბილისში დაგეგმილი შეკრებისთვის ილიას ზუროსმა 34 კალათბურთელი გამოიძახეს.

თორნიკე შენგელია, თად მაკფადენი, ამერიკაში მყოფი სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე გუნდს იტალიაში გენერალურ შეკრებაზე შეუერთდებიან.

ფედერაციის ინფორმაციით ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულნი არიან, თუმცა შეკრებაზე არ იქნებიან ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მოთამაშე საბა გიგიბერია და ალექსი მერკვილაძე – თბილისში ჩამოსულმა გიგიბერიამ ტრავმა მიიღო, ხოლო მერკვილაძეს თავისი კოლეჯი არ აძლევს უფლებას, სავარჯიშოდ ეროვნულ ნაკრებში გამოცხადდეს.

5-დან 12 ივლისამდე ვარჯიშები დიღმის არენაზე გაიმართება, რომლებსაც, ძირითადად, სასელექციო სახე ექნება და მას ეროვნული ნაკრების სტაჟიანი მოთამაშეები თავისუფალი გრაფიკით, ფორმის აღსადგენად დაესწრებიან.

გენერალური შეკრება ტრევიზოში, 21 ივლისს დაიწყება, სადაც ჩვენი გუნდი 10 დღე ინტენსიურად ივარჯიშებს. იტალიაში ნაკრები 16 კალათბურთელით იქნება, საიდანაც საბოლოოდ ის 12 მოთამაშე შეირჩევა, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატზე, იაპონიაში გასამგზავრებელ შემადგენლობაში მოხვდებიან.

12-13 აგვისტოს თბილისში საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი გაიმართება, რომელშიც საქართველოსთან ერთად მონტენეგრო, იორდანია და ირანი ითამაშებენ. 12-ში ნახევარფინალები: საქართველო – იორდანია და მონტენეგრო – ირანი გაიმართება, ხოლო 13 აგვისტოს ფინალი და მატჩი მესამე ადგილისთვის. ტურნირის დასრულებიდან მეორე დღეს, საქართველო ირანთან დახურული ტიპის სპარინგ-მატჩს გამართავს, რომელსაც მაურებლები არ დაესწრებიან და ტელევიზიითაც არ გადაიცემა.

17 აგვისტოს საქართველოს ეროვნული ნაკრები 12 კალათბურთელით იაპონიის კუნძულ ონიკავაზე გაემგზავრება. 

წყარო – GBF.ge

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

Access our streaming platform

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე