სარჩევი

დეტროიტისა და ორლანდოს შეხვედრაში დიდი შეხლა-შემოხლა ვნახეთ. შედეგად თერთმეტი კალათბურთელია დისკვალიფიცირებული.

ყველაფერი მორიც ვაგნერისა და კილიან ჰეიზის დუელით დაიწყო, ორივე ბურთზე დასწრებას ცდილობდა, კილიანმა პოზიცია მოიგო, ვაგნერმა კი ხელი ჰკრა და სათადარიგო სკამებთან მიაგდო. ამის გამო ვაგნერმა ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

ხელის კვრას ხელის კვრითვე უპასუხა დიალომ. ვაგნერი მობოდიშებას ცდილობდა, მაგრამ დიალო სწრაფად მიიჭრა და ხელის კვრით მოიცილა. ამის გამო ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

ამასობაში ჰეიზი წამოდგა და ზურგით მყოფ ვაგნერს თავში ჩააფეთა. რთულია იმის დადგენა რა სიძლიერის იყო დარტყმა, მაგრამ ვაგნერი დარეტიანებულივით დაეშვა სკამებზე. ამის გამო ჰეიზმა სამმატჩიანი ბანი მიიღო.

მათ გარდა, კიდევ 8 კალათბურთელი დაისაჯა ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით, – კოულ ენტონი, არჯეი ჰემპტონი, გარი ჰარისი, კივონ ჰარისი, ადმირალ სკოფილდი, ფრანც ვაგნერი, მო ბამბა, ვენდელ კარტერი.

დეტროიტმა შეხვედრა 121:101 მოიგო.