სარჩევი

Game 7-ის პირველი ნახევარი მეტნაკლებად თანაბრად წარიმართა, ანგარიშში სხვაობა მხოლოდ სამი ქულა იყო, მესამე მეოთხედში კი ყველაფერი დასრულდა.

ბოსტონს ყველაფერი გამოუვიდა, სიქსერსს არაფერი. რამდენიმე ტაიმაუტიც აიღეს, მაგრამ ამას არაფერი შეუცვლია, ყველა ტაიმაუტის შემდეგ უკეთესი ბოსტონი და უარესი ფილადელფია უბრუნდებოდა პარკეტს.

საბოლოო ჯამში, სელტიკსმა მეტოქე გაანადგურა და კონფერენციის ფინალში გავიდა.

ჯოელ ემბიდი სახლში წავიდა

MVP-ის სამეულიდან მხოლოდ ნიკოლა იოკიჩი შემორჩა ჩემპიონატს, ფინალს ითამაშებს ლებრონის ლეიკერსთან. ლაურეატი გუშინ გამოეთიშა ასპარეზობას, ვერ ვიტყვით, რომ კარგი სერია ჩაატარა. ტრავმის მერე მაინც ვერ შევიდა ფორმაში, გუშინ კი ალ ჰორფორდმა აბსოლუტურად დაჩაგრა.

იანისი დიდი ხანია დაგვემშვიდობა, იოკიჩი კი სანუკვარი მიზნისკენ მიიწევს.

რეგულარული სეზონის მიმოხილვისას ვთქვით, რომ ჯეისონ ტეიტუმი საუკეთესო საპლეიოფო სერიას ჩაატარებდა, იგრძნობოდა ეს ამბავი, უკვე მზად არის, გუნდიც და ჯეისონიც. გუშინ კი, შესაძლოა, კარიერის მატჩი ჩაატარა. Game 7-ში 51 ქულა ძალიან დიდი ამბავია, თან MVP-ის ფილადელფიასთან, თან, კონფერენციის ფინალში გამსვლელ თამაშში.

სელტიკსმა სიქსერსი დაბომბა, ამათ თუ სროლა წაუვიდათ, მერე ვეღარაფერი გააჩერებთ. ვნახოთ წინ რა იქნება, ჯიმი ბატლერი მშვენიერ ხასიათზეა და შემართულია გამარჯვებისთვის, ბოსტონი კი საუკეთესო გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს.

ტეიტუმის ანგარიშზე 51 ქულა, 13 მოხსნა, 5 ასისტი და 2 ჩაჭრაა. 10-დან 6 სამქულიანი ჩააგდო.

ჯეილენ ბრაუნმა 25 ქულა, 6 მოხსნა, 2 ასისტი, 2 ჩაჭრა და 2 ბლოკი მიითვალა. 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.

ჯოელ ემბიდი მხოლოდ 15 ქულას, 8 მოხსნას, 1 ასისტსა და 2 ბლოკს დასჯერდა. 4-დან ვერცერთი სამიანი ვერ ჩააგდო. უმრავლესობა საერთოდ მოუმზადებლად ისროლა.

ჯეიმს ჰარდენის ანგარიშზე 9 ქულა, 6 მოხსნა, 7 ასისტი, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკია. 5-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.

ბოსტონმა 112:88 მოიგო.

ჯეისონ ტეიტუმი ჯიმი ბატლერს 18 მაისს, თბილისის დროით 04:30 ზე შეხვდება.