სარჩევი

ქართველი მოთამაშეების გუნდებმა ერთ დღეს ითამაშეს. ორლანდო ლეიკერსთან დამარცხდა, სან ანტონიომ კი ატლანტა დაამარცხა.

ბითაძის 3 ქულა

გოგამ ლეიკერსთან 15 წუთი მიიღო სათამაშოდ. ამ დროის მანძილზე 3 ქულა, 4 მოხსნა, 1 ასისტი, 1 ჩაჭრა და 2 ბლოკი მიითვალა. გოგას არცერთი სამქულიანი არ უსვრია. ღია თამაშიდან სამჯერ ისროლა ფარისკენ და ერთი ჩააგდო.

ორლანდო 111:105 დამარცხდა.

მეტოქის რიგებში ორმაგი დუბლით გამოირჩა ენტონი დევისი – 15 ქულა, 11 მოხსნა. აღსანიშნია ოსტინ რივზის 35 ქულა.

სანდროს 7 ქულა

მამუკელაშვილმა ატლანტასთან 19 წუთი მიიღო და კარგადაც გამოიყენა. ამ დროის მანძილზე 7 ქულა, 6 მოხსნა, 5 ასისტი და 1 ბლოკი მიითვალა. სანდრომ 3-სან 1 სამქულიანი ჩააგდო.

სან ანტონიომ 126:118 მოიგო.

სან ანტონიოს მხრიდან საუკეთესო კელდონ ჯონსონი იყო – 29 ქულა, 12 მოხსნა.