სარჩევი
საქართველო vs ტაილანდი - საქართველოს პრესკონფერენცია | Setanta Sports

საქართველო vs ტაილანდი პრესკონფერენცია – ვილი სანიოლმა ამხანაგურ მატჩამდე მედიის კითხვებს უპასუხა.

საქართველოსა და ტაილანდს შორის ამხანაგური მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 12 ოქტომბერს 20:00 საათზე გაიმართება. ერთმანეთის პირისპირ, გუნდები ისტორიაში პირველად ითამაშებენ.

საქართველო vs ტაილანდი – ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

საქართველოს ნაკრების პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლთან ერთად ბუდუ ზივზივაძეც იყო. საქართველოს ნაკრების მწვრთნელი და თავდამსხმელი მოწინააღმდეგ, ტექნიკურ და მობილურ გუნდად ახასიათებენ და მატჩს კვიპროსთან მოსამზადებლად განიხილავენ.

“ნაკრებში სანდრო კალანდაძის ინტეგრაცია პრობლემა არ ყოფილა. ბევრი სხვა ახალგაზრდაცაა გუნდში და, მათ შორის, ამიტომ. განსაკუთრებით მისი თამაში ნორვეგიასთან მომეწონა. კარგი დასაწყისი ჰქონდა”.

ვილი სანიოლი

“ჩემს თამაშს კარლსრუეში რაც შეეხება – რა სათამაშოც მეძლევა, ვციდლობ, მაქსიმალურად გამოვიყენო. ვფიქრობ, მეტს ვიმსახურებ, თუმცა ასე არ გამოდის. იმედია, მომავალში ეს მალე შეიცვლება.

არ აქვს მნიშვნელობა კლუბში რამდენს ვითამაშებ ან ვთამაშობ, ნაკრებში ბოლომდე ვიხარჯები და ასეც იქნება”.

ბუდუ ზივზივაძე

“საქართველოში თითქმის 3 წელია. მე კარი ბევრ ფეხბურთელს გავუღე. თუ ქართველი ფეხბურთელი ხარისხიან თამაშს აჩვენებს, ეს ნიშნავს, რომ მისთვის კარი ღიაა.

ამ მატჩს გამოვიყენებთ, რომ კონკრეტულ ფეხბურთელებს შანსი მივცეთ. მაგალითად: შენგელიას, სიგუას. ისინი ყოველ ჯერზე ჩვენთან არ ყოფილან. ხვალ მათ ამის შანსი ექნებათ.

ასეთი მატჩი დაგვეხმარება, ახალი კონკურენციის შექმნაში, რაც მუდმივად საჭიროა.

რაც შეეხება სიგუაზე ჩემს წინა შეფასებას, გორეცკა – გაბი ბოლო 3-4-ში მან სხეული დადებითად განივითარა. თუკი სიტუაციას გავაანალიზებთ – ისმის კითხვა, რატომ გახდა საჭირო ლიგის შეცვლა იმისთვის, რომ მას სხეული განევითარებინა.

რატომ უნდა ველოდო მე ან თავად ფეხბურთელი სხვაგან გადასვლას ასეთი განვითარებისთვის.

გაბრიელი კარგად ვითარდება. მას სამწუხაროდ ტრავმა ჰქონდა წინა პაუზაზე ახალგაზრდულთან ერთად. თუმცა ის მომჯობინდა და ველი, რომ მან მაჩვენოს მისი დადებითი განვითარება.

მხოლოდ ის არ არის ვინც მოუმატა დადებითად. ასევე ალთუნაშვილი. მან ბევრი რამ შეცვალა ავსტრიაში გადასვლის შემდეგ.

ასევე ჩაკვეტაძე – მას შეუძლია კონკრეტული რაღაცების გაკეთება მინდორზე, რადგან ის ბევრს შრომობს უოტფორდში”.

ვილი სანიოლი

“ძალიან სასიამოვნოა, როდესაც მწვრთნელი ასეთ დადებით შეფასებას აკეთებს შენზე, თუმცა ეს მე არ მომადუნებს. ვეცდები მისი და მთლიანად შტაბის ნდობა გავამართლო”.

ბუდუ ზივზივაძე

“მეკარის პოზიციაზე, სექტემბრიდან მოყოლებული მკაფიო პოზიციაა – მამარდა პირველია, ლორია – მეორე, გუგეშა – მესამე. ხვალ მატჩს გიორგი ლორია დაიწყებს.

ეს ადვილი არ არის ლორიასთვის, რადგან ის წლების განმავლობაში პირველი ნომერი იყო. პირველობიდან მეორეობა რთულია. ის ბევრს შრომობს. გადავწყვიტეთ, დრო მისთვისაც მიგვეცა, რადგან ის ამას იმსახურებს. ეს ცვლილება ვინმეს დასვენებას არ ემსახურება.

რა თქმა უნდა, ეს ამხანაგური მატჩი კვიპროსთან მოსამზადებელად გვჭირდება. თუმცა თავად ტაილანდიც კვირიდან კვირამდე უფრო საინტერესო გუნდი ხდება.

მათ ზოგჯერ ტაქტიკურად ან სისტემურად რაღაც აკლიათ ხოლმე, თუმცა კარგი ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავთ.

ვეცდებით, მოწინააღმდეგეს მაღალი პრესინგი შევთავაზოთ. მათ ერაყის, ლიბანის წინააღმდეგ კარგი მატჩები ჩაატარეს.

24 დეკემბრიდან მოყოლებული ეს მათი მე-15 მატჩია. ისინი ცდილობენ ბევრი და თან ერთად ითამაშონ. ამ პერიოდში კი ეს ჩვენთვის მე-6, მე-7 შეხვედრაა.

ვფიქრობ ტაილანდი სუსტი ნამდვილად არ არის”.

ვილი სანიოლი

ტაილანდი არ არის სუსტი გუნდი. მობილური ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავთ. ნაკრებში უმნიშვნელო თამაში არ არსებოს, ფეხბურთელებს ეს გათავისებული გვაქვს.

ასევე მადლობა ქომაგებს, რომლებიც 90 წუთი ესპანეთთან, წვიმაში მხარს გვიჭერდნენ, ასევე იყო ნორვეგიაში. მადლობა მათ და ვთხოვ, ხვალაც დაგვიჭირონ მხარი”.

ბუდუ ზივზივაძე

“არ ვიცი, შეიძლება ხმამაღლა გამომივიდეს, თუმცა ქართველ ქომაგს ვეტყოდი, რომ ფეხბურთში ზოგჯერ გაქვს კარგი და ზოგჯერ ცუდი მომენტები, თუმცა შენს მიზანზე უნდა ორიენტირდე.

ბოლოდროინდელი შედეგები და ხარისხი არ იყო დამაკმაყოფილებელი. ჩვენი მიზანია შრომა და მუშაობა გავაგრძელოთ.

ჩვენი მთავარი მიზანი მარტია. გვყავს ახალი ფეხბურთელებიც. მიზანია, რომ მარტში შესაძლო უძლიერესი გუნდი გვყავდეს. ახლა ვინც ჩვენთან არ არის, ისინი მომავალში დაბრუნდებიან.

ნაკრების კომპლექტაცია იმ მომენტში საუკეთესოებით ხდება.

ფეხბურთი ემოციებზეა, აღტაცებაზე – ქომაგებს აქვთ სრული უფლება იყვნენ იმედგაცრუებულნი. ეს ყველგან ასე ხდება. ყოველთვის მირჩევნია, დადებით მხარეებზე გავამახვილო ყურადღება.

აქ დიდ დროს ვატარებ, საქართველოში. ყოველთვის ქართველი როდესაც მაჩერებს ნებისმიერ ადგილას, მათგან მხოლოდ დადებითი გამამხნევებელი მსმენია.

ერთად ვიგებთ და ერთად ვაგებთ. ამაზე ვმუშაობთ, რომ მარტში მიზანს მივაღწიოთ. ჩემი მიზანი ის ყოველდღიურობაა რაც რეალურ სივრცეში ხდება და არა ანონიმური კრიტიკა სოციალურ სივრცეში”.

ვილი სანიოლი