25 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის მვედფინალურ ეტაპზე მონაწილე ყველა გუნდის ვინაობა გაირკვევა. ტრადიციულად, ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა Setanta Sport-ის არხებსა და setantasports.com-ის პლატფორმაზეა შესაძლებელი.
გამოიყენეთ ახალი პრომო კოდები და მიიღეთ ფასდაკლება setantasports.com-ზე, როგორც თვის, ასევე წლის გამოწერაზე.
NEWS26 და YEAR26 – ორივე პრომო კოდის გამოყენებისას 30 %-იან ფასდაკლებას მიიღებთ.
NEWS26 – თვის გამოწერა
YEAR26 – წლის გამოწერა
21:45, ატალანტა vs დორტმუნდი – Setanta Sport 1, setantasports.com
პირველი მატჩის შედეგი – 0:2

სიგნალ იდუნა პარკზე მოპოვებული კომფორტული უპირატესობის შემდეგ, დორტმუნდი საქმის ბოლომდე მისაყვანად ბერგამოს ესტუმრება.
პლეი-ოფში განცდილი პირველი წაგებები ატალანტას ცუდად აქვს დაცდილი – ბერგამოელები პირველი მარცხის შემდეგ ბოლო 4 შემთხვევიდან ოთხივეჯერ გამოეთიშნენ ევროტურნირს.
რაფაელ პალადინოს გუნდმა უიქენდზე სერია ა-ს მოქმედი ჩემპიონი ნაპოლი დაამარცხა (2:1), მომენტუმის დაჭერა და დორტმუნდთან 2-ბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა ატალანტასთვის არც ისე მარტივი ამოცანა იქნება.
ატალანტას დღევანდელ შეხვედრაში შემტევი ხაზის ლიდერი შარლ დე კეტელარე დააკლდება, ბელგიელი უკვე დიდი ხანია ტრავმირებულია. დორტმუნდს ამ მხრივ მხოლოდ ნიკლას ზულეს დანაკლისი აქვს.
23:55, პსჟ vs მონაკო – Setanta Sports 1, setantasports.com
პირველი მატჩის შედეგი – 3:2
ლუის ენრიკეს პარი სენ-ჟერმენმა მონაკოში 2-ბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და დეზირე დუეს მაგიური თამაშის დამსახურებით საპასუხო მატჩს კომფორტული უპირატესობით ხვდება.
მონაკო საკუთარ მოედანზე პსჟ-ს ბალოგუნის დუბლით ამარცხებდა, თუმცა პარიზელთა მხრიდან დუეს დუბლის და ჰაკიმის 1 გოლის დამსახურებით მონეგასკები საკუთარ კედლებში დამარცხდნენ.
მონაკომ უიქენდზე შიდა ჩემპიონატში ლანსი დაამარცხა და ამით პსჟ ლიგა 1-ში გაალიდერა. პარიზელებმა, თავისმხრივ, მეცი დაამარცხეს (3:0) და ჩემპიონთალიგურ შეხვედრას კარგ ხასიათზე ხვდებიან.
უსმენ დემბელეს მცირე დაზიანებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პარი სენ-ჟერმენი კვარაცხელია-დუე-ბარკოლას ტრიოთი შეუტევს.
მონაკოს დისკვალიფიცირებული გოლოვინი გამოაკლდება, რომელმაც ამ გუნდებს შორის გამართულ წინა შეხვედრაში წითელი ბარათი მიიღო.
23:55, რეალი vs ბენფიკა, Setanta Sports 2, setantasports.com
პირველი მატჩის შედეგი – 1:0

კონტროვერსული პირველი შეხვედრის შემდეგ, სანტიაგო ბერნაბეუზე რეალი ბენფიკას დამარცხებას და მერვედფინალის საგზურის მოპოვებას ეცდება.
ვინისიუსსა და პრესტიანის შორის მომხდარი ინციდენტი გასულ კვირაში მსოფლიო საფეხბურთ გამოცემების მთავარი განხილვის თემა იყო.
‘სამეფო კლუბმა’ სტადიო და ლუჟზე ვინისიუსის გატანილი ერთადერთი გოლით იმარჯვა. იმის ფონზე, რომ ბენფიკას საპასუხო შეხვედრაში პრესტიანი გამოაკლდება და მოურინიო მატჩს ტრიბუნებიდან უყურებს, ‘არწივები’ ესპანეთის დედაქალაქში ურთულესი ამოცანის შესასრულებლად ჩავიდნენ.
23:55, იუვენტუსი vs გალათასარაი – Setanta Sports 3, setantasports.com
პირველი მატჩის შედეგი – 2:5
არის საშიშროება, რომ იტალია ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში უგუნდოდ დარჩეს. ინტერთან ბუდე/გლიმტის სენსაციური გამარჯვების შემდეგ, იუვენტუსი და ატალანტა შესაბამისად 3 და 2-ბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრას დღეს ეცდებიან.
ტურინელებმა თურქეთში გამართული მატჩი კარგად დაიწყეს და ორჯერ ამარცხებდნენ გალათასარაის, თუმცა მეორე ტაიმში მიღებული სწრაფი ორი გოლის შემდეგ ტურინელები საერთოდ 10 კაცით დარჩნენ და საბოლოოდ სტამბოლში განადგურდნენ.
იმის ფონზე, რომ ‘ბიანკონერის’ ყველა ტურნირზე ბოლო 5 მატჩში 4 წაგება აქვს, იუვენტუსს შემდეგ ეტაპზე გასვლის უმცირესი შანსია აქვს.
ტურინელებს დღევანდელ შეხვედრაში დისკვალიფიცირებული კაბალი გამოაკლდება, ხოლო ტრავმის გამო გუნდს კამბიასო, ვლაჰოვიჩი და მილიკი არ ეყოლება. ამ მხრივ გალათასარაის დახმარებას გურპუსი, ნჰაგა და ბალტაჩი ვერ მოახერხებენ.