სარჩევი
ჰაუგე: 'თავდამბლები და ამაყები ვართ' | Setanta Sports

ბუდე/გლიმტის ნახევარმცველმა, იენს პიტერ ჰაუგემ მილანის ინტერთან მოპოვებული ისტორიული გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ გუნდში მიღწეული გამარჯვებით ყველა ბედნიერი და თავმდაბალია.

გამოიყენეთ ახალი პრომო კოდები და მიიღეთ ფასდაკლება setantasports.com-ზე, როგორც თვის, ასევე წლის გამოწერაზე.

NEWS26 და YEAR26 – ორივე პრომო კოდის გამოყენებისას 30 %-იან ფასდაკლებას მიიღებთ.

NEWS26 – თვის გამოწერა

YEAR26 – წლის გამოწერა

ჰაუგე მილანში გამართული მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ნორვეგიელთა 10-იანმა ინტერს ორივე მატჩში გაუტანა გოლი. ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 10 მატჩში ჰაუგეს 6 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა.

საპასუხო მატჩში ინტერის დამარცხების შემდეგ, ჰაუგემ განაცხადა, რომ ეს ისტორიული გამარჯვება გუნდმა ერთიანობის დამსახურებით მოიპოვა.

“ბუდე/გლიმტში თამაშით ძალიან ბედნიერი ვარ. ჩვენ თავდამბლები და ამაყები ვართ. ფანტასტიკური საღამო იყო, ვამაყობთ იმით, რასაც ამ საღამოს მივაღწიეთ.

ვიცოდით, რომ დაუჯერებლად რთული ამოცანის წინაშე ვიყავით – ინტერი დიდებული გუნდია, რომელსაც დიდი გამოცდილება უმაგრებს ზურგს. საკუთარ კედლებში ბრწყინვალედ ვითამაშეთ და მილანში თავი მშვენივრად დავიცავით, კონტრშეტევებზე გოლებიც გავიტანეთ.

თითქმის არ დამრჩა სიტყვები ემოციის გადმოსაცემად – ეს ძალიან დიდი გამარჯვებაა. მატჩ ექსტრემალურად რთული იყო, თუმცა გუნდი ერთიანობას ინარჩუნებდა, ყველა ბურთზე ბოლომდე ვიბრძოდით. შესაძლოა დიდი ხნით ვერ ვფლობდით ბურთს, თუმცა როცა ეს მომენტი დგებოდა, ბურთთან ერთად დაუჯერებლად ეფექტურები ვიყავით და სწრაფად გადავდიოდით შეტევებზე”, – განაცხადა ჰაუგემ ინტერთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ.

ბუდე/გლიმტი მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თავის სადებიუტო სეზონს ატარებს და ზღაპრულ ისტორიას წერს – ნორვეგიელებმა ლიგის ფაზაში ჯერ მადრიდის ატლეტიკო და მანჩესტერ სიტი, ხოლო პლეი-ოფში მილანის ინტერი დაამარცხეს და მერვედფინალურ ეტაპზე გავიდნენ.

ნორვეგიელების მეტოქეს პარასკევს გასამართი წილისყრა გაარვევს. ბუდე/გლიმტის სავარაუდო მეტოქეები სპორტინგი ან მანჩესტერ სიტი არიან.

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის პირადპირი რეპორტაჟის ხილვა setantasports.com-ის პლატფორმაზეა შესაძლებელი.

ინტერი vs ბუდე/გლიმტი – მიმოხილვა