სარჩევი
ინტერი vs ბუდე/გლიმტი და სხები - ჩემპინოთა ლიგა setantasports.com-ზე | Setanta Sports

24 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრები გაიმართება და 1/8 ფინალურ ეტაპზე გამსვლელი 4 გუნდი გაირკვევა.

ნახე ჩემპიონთა ლიგის ყველა მატჩი setantasports.com-ზე

გამოიყენეთ ახალი პრომო კოდები და მიიღეთ ფასდაკლება setantasports.com-ზე, როგორც თვის, ასევე წლის გამოწერაზე.

NEWS26 და YEAR26 – ორივე პრომო კოდის გამოყენებისას 30 %-იან ფასდაკლებას მიიღებთ.

NEWS26 – თვის გამოწერა

YEAR26 – წლის გამოწერა

ატლეტიკო vs ბრიუგე – 21:45, Setanta Sport 1, setantasports.com

სანახაობრივი და უხვგოლიანი პირველი თამაშის შემდეგ (3:3), მეტროპოლიტანოზე გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის საგზურს მოიპოვებს.

დიეგო სიმეონეს გუნდი ბელგიაში კომფორტული უპირატესობით იგებდა (2:0), თუმცა მეორე ტაიმში ბრიუგემ ორბურთიანი ჩამორჩენა 8-წუთიან მონაკვეთში აღმოფხვრა, შემდეგ ავტოგოლით ბელგიელები კვლავ აგებდნენ, თუმცა მატჩის დასრულებამდე 1 წუთით ადრე, ბელგიური გუნდის ბერძენმა ვინგერმა, ცოლისმა ანგარიში გაათანაბრა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა (3:3).

მადრიდის ატლეტიკომ უიქენდზე ლა ლიგის მატჩში ესპანიოლის დამარცხება მარტივად მოახერხა (4:2) და ჩემპიონთალიგურ მატჩს კარგ ხასიათზე შეხვდება. სიმეონეს გუნდს თავდაჯერებულობას საკუთარი მოედნის უპირატესობაც მატებს, სადაც საპლეიოფო გადამწყვეტ შეხვედრაში ზედიზედ 19 მატჩია დაუმარცხებლები არიან.

ბრიუგემ შიდა ჩემპიონატში ლეუვენი დაამარცხა და მოგების მომენტუმის დაჭერას მეტროპოლიტანოზე ეცდება. რეაქტიული შემტევი ფლანგები და სოლიდური ნახევარდაცვის ხაზი ბრიუგეს მთავარი კოზირია მთელი სეზონის განმავლობაში, თუმცა ბელგიელებს ატლეტიკოს სახით რთული ბარიერი აქვთ დასაძლევი.

ფეხბურთელები, რომლებსაც უნდა დავაკვირდეთ ხულიან ალვარესი, რომელსაც ატლეტიკოს გატანილ ბოლო 16 გოლიდან 15-ში მონაწილეობა აქვს მიღებული და ნიკოლო ტრესოლდი არიან, გერმანელმა ამ გუნდებს შორის გამართულ პირველ მატჩში თავი გოლით და შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა, ამასთან ნიკოლო უკვე ზედიზედ 3 მატჩია, რაც მოედანს გოლის გატანის გარეშე არ ტოვებს.

ლევერკუზენი vs ოლიმპიაკოსი – 23:45, setantasports.com

ოლიმპიაკოსი საკუთარ მოედანზე წაგების შემდეგ (0:2), ბაი არენაზე 2002/03 წლების სეზონის მედალოსან ლევერკუზენს ურთულესი ამოცანის წინაშე ესტუმრება.

პატრიკ შიკის ბრწყინვალე თამაშის დამსახურებით, ლევერკუზენმა საპასუხო მატჩისთვის მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა, ლევერკუზენის ფანებს ყველანაირი უფლება აქვთ საშინაო მატჩის წინ თავდაჯერებულები იყვნენ. კასპერ ჰიულმანდის გუნდმა ყველა ტურნირზე 7-მატჩიანი წაუგებელი სერია ბუნდესლიგის ბოლო ტურში, უნიონ ბერლინთან გასვლით მატჩში წაგებით დაასრულა (0:1), თუმცა როგორც წესი, ლევერკუზენი მოგების გზას უბრუნდება – 2025 წლის მარტის შემდეგ ლევერკუზენმა ზედიზედ ორი მატჩი მხოლოდ ერთხელ წააგო.

2023/24 წლების კონფერენს ლიგის სეზონში ოლიმპიაკოსისგან სენსაციური ქამბექი ვიხილეთ მაკაბის წინააღმდეგ – მაშინ ბერძნებმა პირველ მატჩში 4:1 წააგეს, თუმცა საპასუხო მატჩში დაბრუნდნენ და საბოლოოდ კონფერენს ლიგის თასს დაეუფლნენ. მიუხედავად ამ სენსაციისა, ფსონები ბერძნების წინააღმდეგაა – ოლიმპიაკოსს გერმანული კლუბების წინააღმდეგ ბოლო 11 მატჩიდან 9 მარცხი აქვს.

რაც შეეხება გუნდების დანაკლისს, ლევერკუზენს ტრავმირებული ფლეკენი ვერ ეხმარება, ხოლო ოლიმპიაკოსი მატჩს ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება.

ნიუკასლი vs ყარაბაღი – Setanta Sports 2, setantasports.com

ედი ჰაუს გუნდმა ფანტასტიკური, 5-ბურთიანი უპირატესობის მოპოვების შემდეგ, ფაქტობრივად მერვედფინალური ეტაპის საგზური გაინაღდა.

‘ჯორდებმა’ საოცარი შემტევი ფეხბურთით ბაქოში ადგილობრივი ყარაბაღი უშანსოდ დატოვა. პირველი მატჩიდან გამოსარჩევია ენტონი გორდონის პერფორმანსი – ინგლისელმა ბაქოში გამართულ მატჩში პირველ ტაიმში პოკერი შეასრულა.

სავარაუდოა, რომ ედი ჰაუ შემადგენლობის მცირე როტაციას მოახდენს და ჩემპიონთალიგურ წუთებს ისეთ მოთამაშეებს მისცემს, რომლებსაც სეზონის მიმდინარეობისას სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ.

ინტერი vs ბუდე/გლიმტი – 23:55, Setanta Sports 1, setantasports.com

სათამაშო დღის გამორჩეული მატჩი გაიმართება ჯუზეპე მეაცაზე, სადაც წინა სეზონის ფნიალისტი ინტერი ნორვეგიულ ბუდე/გლიმტს უმასპინძლებს.

არქტიკულ ზონაში განცდილი სენსაციური მარცხის შემდეგ, ‘ნერაძური’ ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრას საკუთარ მოედანზე ეცდება. ბოლოს ინტერი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის გარეშე 2020/21 წლების სეზონში დარჩა, ახლა კი, ნორვეგიაში წაგების შემდეგ იგივეს გამეორების რისკი საკმაოდ დიდია.

ბუდე/გლიმტის საებიუტო სეზონი ჩემპიონთა ლიგაზე დაუჯერელად წარმატებულია – ნორვეგიელებმა მიმდინარე სეზონში ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე სტუმრად ატლეტიკო, საკუთარ მოედანზე მანჩესტერ სიტი და შემდეგ უკვე პლეი-ოფის პირველ მატჩში ინტერი დაამარცხეს – დებიუტანტი გუნდისთვის ეს წარმოუდგენელი მიღწევაა. ყვითლები პლეი-ოფის ეტაპის დაძლევით ისტორიულ მიღწევასთან ძალიან ახლოს არიან – ბოლო ნორვეგიული გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა/ჩემპიონთა თასზე პლეი-ოფის ეტაპი დაძლია ლილსტორმია (1987/88 წლების სეზონში).

‘ნერაძურის’ ყველა ტურნირზე ბოლო 8 მატჩში 7 მოგება აქვს, რაც იმის ნათელი ილუსტრაციაა, რომ ინტერი ამ სეზონში კარგ ფეხბურთს თამაშობს, თუმცა პროგრესის გასაგრძელებლად ინტერს საკუთარ მოედანზე ნორვეგიული ოპონენტის დამარცხება მინიმუმ 3 ბურთიანი უპირატესობით მოუწევს, რაც ცალსახად რთული ამოცანაა.

მასპინძლები მატჩს კაპიტნის, ლაუტარო მარტინესის გარეშე შეხვდებიან – არგენტინელმა კუნთის დაზიანება ამ გუნდებს შორის გამართულ პირველ შეხვედრაში მიიღო, ასევე კითხვის ნიშნის ქვეშაა ჰაკან ჩალჰანოღლუს თამაშიც. ბუდე/გლიმტი ამ მხრივ მატჩს დანაკლისის გარეშე ხვდება.