დავითაშვილის მორიგი გოლი – ზურიკომ საფრანგეთის ლიგა 2-ში ლავალთან გამართულ მატჩში თავი მორიგი გატანილი გოლით გამოიჩინა.
გამოიყენეთ ახალი პრომო კოდები და მიიღეთ ფასდაკლება setantasports.com-ზე, როგორც თვის, ასევე წლის გამოწერაზე.
NEWS26 და YEAR26 – ორივე პრომო კოდის გამოყენებისას 30 %-იან ფასდაკლებას მიიღებთ.
NEWS26 – თვის გამოწერა
YEAR26 – წლის გამოწერა
სენტ-ეტიენმა ლიგა 2-ის 24-ე ტურში ლავალს უმასპინძლა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა (2:1). დავითაშვილმა ანგარიში მე-4 წუთზე, თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან გახსნა. პირველი ტაიმის ბოლოს, მამადუ კამარამ ანგარიში გაათანაბრა, ზუსტად ორ წუთში კი ოგუსტინ ბოაკიეს გოლით სენტ-ეტიენმა მატჩში საბოლოო ანგარიში დააფქსირა (2:1).
ლავალთან მოპოვებული გამარჯვებით სენტ-ეტიენი სატურნირო ცხრილში მეორე ადგილამდე დაწინაურდა და ლიდერ ტრუას მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.
ზურიკო დავითაშვილი ბრწყინვალე ფორმაშია – ქართველმა გასულ ტურში გენგამთან გამათულ გასვლით მატჩში დუბლი შეასრულა.
ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ზურიკო დავითაშვილმა 20 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 11 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
სენტ-ეტიენი შემდეგ ტურში პაუს წინააღმდეგ, 28 თებერვალს ითამაშებს.