ლა ლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდმა თებერვლის თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოსთვის მებრძოლი 5 კანდიდატი გამოაქვეყნა, მათ შორისაა ვილიარეალის ქართველი ფორვარდი – გიორგი მიქაუტაძეც.
გამოიყენეთ ახალი პრომო კოდები და მიიღეთ ფასდაკლება setantasports.com-ზე, როგორც თვის, ასევე წლის გამოწერაზე.
NEWS26 და YEAR26 – ორივე პრომო კოდის გამოყენებისას 30 %-იან ფასდაკლებას მიიღებთ.
NEWS26 – თვის გამოწერა
YEAR26 – წლის გამოწერა
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ბრწყინვალე ფორმაშია – თებერვალში ჩატარებულ ლა ლიგის 4 შეხვედრაში მიქაუტაძემ 3 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
ქართველმა გოლები ესპანილის, ხეტაფეს და ლევანტეს კარში გაიტანა. ამ უკანასნკელის წინააღმდეგ ჟორჟი გამარჯვების გოლის ავტორი გახდა, რითიც ვილიარეალი ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილამდე დაწინაურდა.
მიქაუტაძის გარდა, ლა ლიგის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსთვის თომა ლემარი (ჟირონა), ფედერიკო ვალვერდე (რეალ მადრიდი), აბდე ეზალზული (ბეტისი) და ლუის მილა (ხეტაფე) იბრძოლებენ.
გულშემატკივრებს თვის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად ხმის მიცემა ლა ლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეუძლიათ.
მიქაუტაძის ვილიარეალს ლა ლიგის 24 ტურის შემდეგ 48 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა. ყვითელი წყალქვეშა ნავი ჩემპიონთა ლიგის ზონაში ადგილს ინარჩუნებს და მეხუთეადგილოსან ბეტისს 7 ქულით უსწრებს.