სარჩევი
RKENA 2 საქართველოში საუკეთესო ქარდით ბრუნდება | Setanta Sports

RKENA 2 14 მარტს ბრუნდება. ღონისძიება, რომელმაც საყოველთაო აღიარება დაიმსახურა, MMA-ის გულშემატკივრებს მორიგ სანახაობრივ საბრძოლო საღამოს შესთავაზებს, რომლის მსგავსიც საქართველოში ჯერ არ გვინახავს. 

ღონისძიების მთავარი მხარდამჭერი, რეგიონის ყველაზე დიდი სპორტული მედია, Setanta Sports-ია. ჩვენი მედია-პლატფორმა მილიონობით ქომაგს სპორტის ყურების უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს და უკვე წლებია, საკუთარ მისიას წარმატებით ასრულებს. 

RKENA 2 – რას ნახავს მაყურებელი 

UFC-ის ორი ყოფილი მებროლი RKENA 1-ის მონაწილეების წინააღმდეგ – როგორი ანონსია. 

ლექს cowboy ოლივეირა – 21 ბრძოლა UFC-ში. ლეგენდარულ ბრაზილიელს MMA-ის კარიერაში ჯამში 45 ბრძოლა გაუმართავს. ჯილბერტ ბარნსი, ქოუბოი სერონი, შავკატ რახმონოვი და UFC-ის სხვა გამორჩეული მებრძოლები სხვადასხვა დროს მისი მეტოქეები ყოფილან. 

ქართულ ოქტაგონზე, RKENA 2-ის მთავარ ორთაბრძოლაში, ოლივეირას პირისპირ დავით ლორთქიფანიძე იქნება. RKENA 1-ზე ლორთქიფანიძემ ლეანდრო ბარბოსა დაამარცხა, ახლა კი ძალებს კიდევ ერთ ბრაზილიელთან მოსინჯავს. 

ქომეინ ივენთზე UFC-ის კიდევ ერთ ყოფილ მებრძოლს ვნახავთ. ჯეიმს ლონტოპის რეკორდი UFC-ის მსუბუქ წონაში 14 გამარჯვებაა. ის ნიკოლოზ აბრამიშვილის მეტოქე იქნება. 

აბრამიშვილმა RKENA 1-ზე ჰენრი ლინტულა დაამარცხა და ახალ იმავეს უკვე ლონტოპის წინააღმდეგ ეცდება.   

პრელიმებზე ვნახავთ გიორგი გოგოჭურს, რომელიც რევანშის აღებას მარკო სარასიარვისთან შეეცდება. წინა ბრძოლაში ფინელმა ქართველი პირველ რაუნდში დაამარცხა. 

ქართველი გულშემატკივარი ოქტაგონზე ლაშა მესხსაც იხილავს. მერაბ დვალიშვილის გუნდის წევრი და გულშემატკივრებისთვის დინამიტის მეტსახელით ცნობილი ქართველი ჯახონგირ ჯუმაევს დაუპირისპირდება. მესხი უზბეკ მებრძოლათან MMA-ში პირველ პროფესიონალურ ორთაბრძოლას გამართავს. 

პრელიმებზევე, ელენე ლოლაძე ემენ ბარაკას, ნიკა კალანდაძე იბროხიმ შოიმოვს, ხოლო ამირან მამულაძე ერასინ ტანირბერგენოვს დაუპირსპირდება.

საერთო ჯამში, რკენა 2-ზე მაყურებელი 9 ქართველ მებრძოლს ნახავს.

RKENA 2 – ყველა ბრძოლა 

14 მარტის ივენთის ბრძოლები ასე გამოიყურება: 

პრელიმები 

1. ჯუმაევი – მესხი | მსუბუქი  

2. ლოლაძე – ბარაკა | მინიმალური წონა 

3. კალანდაძე – შოიმოვი | უმსუბუქესი წონა  

4. მამულაძე – ტანირბერგენოვი | სუპერმსუბუქი წონა  

5. ჩოკობოკი – სპოლიარიჩი | უმსუბუქესი წონა  

6. სარასიარვი – გოგოჭური | ქვემსუბუქი წონა 

მეინ ქარდი 

7. კუპრავიშვილი – მოჰამედი | შეთანხმებული წონა 72კგ 

8. პრიმერა – ბატისტა | ქვესაშუალო წონა 

9. შაინიძე – დროზდოვსკი | შეთანხმებული წონა 63კგ 

10. ლონტოპი – აბრამიშვილი | ქვესაშუალო წონა 

11. ოლივეირა – ლორთქიფანიძე | მსუბუქი წონა 

RKENA 

29 ნოემბერს ქართულ და რეგიონულ MMA-ის ისტორიაში ახალი სიტყვა ითქვა. ამის მიზეზი ისევ და ისევ ის ემოციები, ნაჩვენები კლასი და შეფასებები იყო, რომელიც ქართულმა ორგანიზაციამ უხვად დაიმსახურა. 

ქართულმა გუნდმა დიდი სამუშაო გასწია და უმაღლესი დონის შეფასებებიც დაიმსახურა. 

RKENA-ს მისია ცხადია, უცვლელია – შექმნას ძლიერი ეკოსისტემა, რომელიც MMA-ის კულტურას მთელ რეგიონში განავითარებს. ამასთან, ორგანიზაციის მიზანია აღმოაჩინოს ტალანტები და მათ საერთაშორისო დონეზე მომზადებისა და თავის წარმოჩენის საშუალება მისცეს. 

14 მარტი – RKENA 2 – მოინიშნე, თარიღი! 

ბილეთების შეძენა გულშემატკივრებს ამ ბმულზე შეეძლებათ.

მაყურებელი RKENA 2-ის პირდაპირ ეთერში ხილვას Setanta Sports-ის პლატფორმაზე, Youtube-სა და არხებზე 14 ქვეყანაში შეძლებს.

უყურე ტოპ სპორტს setantasports.com-ზე

გამოიყენეთ ახალი პრომო კოდები და მიიღეთ ფასდაკლება setantasports.com-ზე, როგორც თვის, ასევე წლის გამოწერაზე.

NEWS26 და YEAR26 – ორივე პრომო კოდის გამოყენებისას 30 %-იან ფასდაკლებას მიიღებთ.

NEWS26 – თვის გამოწერა

YEAR26 – წლის გამოწერა

ფეხბურთი, კალათბურთი, MMA, ჩოგბურთი და ავტორბოლა – Setanta Sports-ის პლატფორმა სპორტის გამორჩეულ სახეობებს აერთიანებს.

პრემიერ ლიგა, ლა ლიგა, ლიგა 1, ბუნდესლიგა, სერია A, ჩემპიონთა ლიგა, ევროპა და კონფერენს ლიგები, თასები, საუდი პრო ლიგა, ფორმულა 1, UFC, NBA, ევროლიგა, უიმბლდონი და გამორჩეული მასტერსები – ამ და სხვა მსოფლიო სპორტის ტოპ ტურნირებს სწორედ setantasports.com-ზე შეგიძლიათ მიადევნოთ თვალ-ყური.