20 თებერვალს, 17:00 საათიდან მესტიის უძველეს უბანში, ლანჩვალში, Red Bull Lukvrame, ლუხმედით სრიალის შეჯიბრება გაიმართება და კიდევ ერთხელ გამოვლინდება ლუხმედით მოსრიალე საუკეთესო სამეული.
შეჯიბრებას წელს სვანეთის ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია მასპინძლობს და ფრირაიდის მსოფლიო ტურის პერიოდში იმართება.
ღონისძიების მედია პარტნიორი Setanta Sports-ია.
უყურე ტოპ სპორტს setantasports.com-ზე
გამოიყენეთ ახალი პრომო კოდები და მიიღეთ ფასდაკლება setantasports.com-ზე, როგორც თვის, ასევე წლის გამოწერაზე.
NEWS26 და YEAR26 – ორივე პრომო კოდის გამოყენებისას 30 %-იან ფასდაკლებას მიიღებთ.
NEWS26 – თვის გამოწერა
YEAR26 – წლის გამოწერა
ფეხბურთი, კალათბურთი, MMA, ჩოგბურთი და ავტორბოლა – Setanta Sports-ის პლატფორმა სპორტის გამორჩეულ სახეობებს აერთიანებს.
პრემიერ ლიგა, ლა ლიგა, ლიგა 1, ბუნდესლიგა, სერია A, ჩემპიონთა ლიგა, ევროპა და კონფერენს ლიგები, თასები, საუდი პრო ლიგა, ფორმულა 1, UFC, NBA, ევროლიგა, უიმბლდონი და გამორჩეული მასტერსები – ამ და სხვა მსოფლიო სპორტის ტოპ ტურნირებს სწორედ setantasports.com-ზე შეგიძლიათ მიადევნოთ თვალ-ყური.
Red Bull Lukvrame – ლუხმედით სრიალი
Red Bull Lukvrame – ლუხმედით სრიალის სახალისო და ექსტრემალური შეჯიბრებაა, რომელიც სვანეთსა და საქართველოს სხვა მთიანეთში შემონახულ ხის ციგურებით სრიალის უძველეს ტრადიციას აცოცხლებს.
ღონისძიებაში მონაწილეობა დასაშვებია მოთხილამურე/სნოუბორდერი ან ადგილობრივი, ლუხმედებით სრიალში გამოწვრთნილი 16+ მონაწილეებისთვის. მონაწილეობის აუცილებელი პირობაა ჩაფხუტის ქონაც.
შეჯიბრება ორ ეტაპად ტარდება: საკვალიფიკაციო და ფინალური.
საკვალიფიკაციო ეტაპზე შეირჩევა ყველაზე სწრაფი 16 მონაწილე. ფინალურ ეტაპზე, მონაწილეები ორ-ორად ჩამოსრიალდებიან მოყინულ ტრასაზე.
2026 წლის შეჯიბრებას გამორჩეულს და უფრო ექსტრემალურს გახდის სარბოლო გზაზე დამატებული დაბრკოლებები. სამი, ყველაზე სწრაფი მონაწილე ღონისძიების გამარჯვებული გახდება და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდება.
შეჯირებაში მონაწილეობა და დასწრება უფასოა.
Red Bull Lukvrame-ს უნიკალურ სპორტულ ღონისძიებად აქცევს: თაობიდან თაობაზე გადაცემული ლუხმედებით სრიალის მხიარული ადათ-წესი, მომაჯადოებელი მესტია და გაბედული მონაწილეები.
ლუხმედი – ხის ხელნაკეთი ინსტრუმენტი, გამოიყენებოდა ყინულსა და დატკეპნილ თოვლზე გადასაადგილებლად და სასრიალოდ. სწორედ ამიტომ, ღონისძიების სახელწოდებაში ფიგურირებს სვანური სიტყვა „ლუკვრამე“, რომელიც „გაყინულს“ ნიშნავს.
Red Bull Lukvrame
ღონისძიების შექმნისა და ჩატარების იდეა საქართველოში დაიბადა და პირველად 2022 წლის თებერვალში გაიმართა.
Red Bull Lukvrame ტარდება სვანეთის ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის, მთის ტრასების სააგენტოს (MTA) მხარდაჭერით და იმართება ფრირაიდის მსოფლიო ტურის (FWT) ფარგლებში, რომელიც მესტიაში, თეთნულდის მთაზე, 21-28 თებერვლის შუალედშია დაგეგმილი და მასში მსოფლიოს ორმოცდაათამდე გამორჩეული რაიდერი მონაწილეობს.