საქართველოს ნაკრების კალენდარი ერთა ლიგაზე ცნობილია. ჯგუფის არ იყოს, კალენდარიც საკმაოდ მისაღებია.
მართალია, საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის B ლიგის მე-2 ჯგუფში მყოფ მეტოქეებთან საუკეთესო ბალანსი არ აქვს, თუმცა დივიზიონის სხვა ჯგუფებს თუ გადავხედავთ, შესაძლო საბოლოო ვარიანტებიდან, ვილი სანიოლის გუნდს შედარებით უკეთესი ვარიანტი შეხვდა.
იმავეს თქმა შეიძლება კალენდარზეც, რომლის მიხედვითაც საქართველოს ნაკრები ერთა ლიგა 2026-27-ს შინ ჩრდ. ირლანდიის წინააღმდეგ დაიწყებს.
სამწუხაროდ, ამ მატჩს გულშემატკივარი ვერ დაესწრება, რადგან სომხეთთან პლეი ოფის მატჩის შემდეგ ინციდენტის გამო UEFA-სგან მიღებული დისკვალიფიკაცია, სწორედ ამ ციკლის პირველ საშინაო მატჩზე გავრცელდება.
კალენდრის მთავარ დადებით მხარედ, სწორედ, უმაყურებლო მატჩში ჯგუფში ბოლო, მე-4 განთესვის მქონე ნაკრებთან მასპინძლობა უნდა მივიჩნიოთ. თანაც, მას მალევე, უკრაინასთან საშინაო მატჩი მოსდევს.
უყურე ტოპ სპორტს setantasports.com-ზე
გამოიყენეთ ახალი პრომო კოდები და მიიღეთ ფასდაკლება setantasports.com-ზე, როგორც თვის, ასევე წლის გამოწერაზე.
NEWS26 და YEAR26 – ორივე პრომო კოდის გამოყენებისას 30 %-იან ფასდაკლებას მიიღებთ.
NEWS26 – თვის გამოწერა
YEAR26 – წლის გამოწერა
ფეხბურთი, კალათბურთი, MMA, ჩოგბურთი და ავტორბოლა – Setanta Sports-ის პლატფორმა სპორტის გამორჩეულ სახეობებს აერთიანებს.
პრემიერ ლიგა, ლა ლიგა, ლიგა 1, ბუნდესლიგა, სერია A, ჩემპიონთა ლიგა, ევროპა და კონფერენს ლიგები, თასები, საუდი პრო ლიგა, ფორმულა 1, UFC, NBA, ევროლიგა, უიმბლდონი და გამორჩეული მასტერსები – ამ და სხვა მსოფლიო სპორტის ტოპ ტურნირებს სწორედ setantasports.com-ზე შეგიძლიათ მიადევნოთ თვალ-ყური.
საქართველოს ნაკრების კალენდარი 2026
ვილი სანიოლის გუნდი სექტემბრამდე ოფიციალურ შეხვედრას არ ჩაატარებს.
მარტი
კალენდარული წელი ისრაელთან საშინაო, ამხანაგური შეხვედრით იწყება. ისრაელთან მატჩი მიხეილ მესხის სახელობით სტადიონზე, 25 მარტს გაიმართება.
სამიოდ დღეში, 28 მარტს საქართველო უკვე ლიეტუვას ესტუმრება და ასევე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
ეს მატჩი სიმბოლური იქნება, რადგან ისტორიაში პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 1990 წლის 27 მაისს, სწორედ ლიეტუვის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა. შეხვედრა მაშინ ფრედ 2-2 დასრულდა.
ივნისი
ითამაშებს, თუ – არა, ამხანაგურ მატჩებს ვილი სანიოლის გუნდი ივნისში ჯერ-ჯერობით უცნობია. მსოფლიო ჩემპიონატის წინ მისი მონაწილე ნაკრებებისთვის საქართველოსთან სპარინგი ცხადია დადებითი იქნება. ტოპ გუნდებთან ამხანაგური მატჩები ცხადია წაადგება საქართველოს ნაკრებსაც. თუმცა აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ სეზონი ახალ დასრულებული იქნება და შესაძლოა ნაკრების ძირითადი ბირთვის დასვენება და საქმეში ახლო რეზერვის ნახვა სჯობდეს.
ივნისის სანაკრებო ფანჯარა 1-9 ივნისზეა გათვლილი. 11 ივნისად კი უკვე მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება.
სექტემბერი
წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთი უკვე აქ დაიწყება. მაშ ასე, ერთა ლიგაზე უნგრეთთან, უკრაინასა და ჩრდ. ირლანდიასთან მატჩები ასე განაწილდა:
| 25 სექტემბერი | საქართველო | ჩრდ. ირლანდია |
| 28 სექტემბერი | საქართველო | უკრაინა |
| 2 ოქტომბერი | უნგრეთი | საქართველო |
| 5 ოქტომბერი | ჩრდ. ირლანდია | საქართველო |
| 14 ნოემბერი | საქართველო | უნგრეთი |
| 17 ნოემბერი | უკრაინა | საქართველო |
რატომ არის კალენადრი კარგი:
- უმაყურებლოდ გასამართი მატჩი ჯგუფში მე-4 განთესვის მქონდე ჩრდ. ირლანდიასთან იქნება.
- მე-2 ტურის მატჩიც არის შინ და არის უკრაინასთან, რომელთანაც 11 შეხვედრიდან 4 ფრე და 7 წაგება გვაქვს – ეს ფაქტები და ერთა ლიგის ბოლო ჯგუფის შედეგები უკრაინასთან, ქმნის წინაპირობას რომ ვილი სანიოლის გუნდმა პირველ ორ ტურში 6 ქულას დაუმიზნოს.
- ისტორიაში პირველი საშემოდგომო სანაკრებო ფანჯარა 4-ტურიანი იქნება, საშინაო და გასვლითი თამაშები რომ მიჯრითაა ეს ცხადია, მოსამზადებელ და ლოჯისტიკურ ნაწილს გაამარტივებს.
- ჯგუფის პირველი განთესვის გუნდს ბოლოს წინა ტურში შინ ვეთამაშებით.
- პოტენციურ უშუალო ოპონენტს კი ბოლო ტურში ვეთამაშებით, შესაბამისად ნაკრებს ზუსტად ეცოდინება ბოლო ორ ტურში რა და როგორ დასჭირდება.