სარჩევი
Deadline Day - ზამთრის გამორჩეული ტრანსფერები | Setanta Sports

2026 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად დაიხურა – შესაძლოა იანვარში რეკორდული ტრანსფერები არ განხორციელებულა, თუმცა იყო რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერი, რომლებსაც ქვემოთ მოცემულ სტატიაში იხილავთ.

გამოიყენეთ ახალი პრომო კოდები და მიიღეთ ფასდაკლება setantasports.com-ზე, როგორც თვის, ასევე წლის გამოწერაზე.

NEWS26 და YEAR26 – ორივე პრომო კოდის გამოყენებისას 30 %-იან ფასდაკლებას მიიღებთ.

ევროპული გავლენიანი გამოცემების ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა ევროპაში ნ’გოლო კანტეს დაბრუნება გახდა, ალ იტიჰაიდან ფრანგი საყრდენი ნახემარცველი ფენერბაჰჩეში გადავიდა, მოლაპარაკებები მხარეებს შორის დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, საქმეში ბოლოს ფენერის პრეზიდენტიც ჩაერთო და შეთანხმება შედგა.

ალ იტიჰადი ასევე დატოვა ოქროს ბურთის მფლობელმა კარიმ ბენზემამ, ფრანგი ცენტრფორვარდი კარიერას კვლავ აზიის კონტინენტზე, თუმცა კონკურენტ ალ ჰილალში გააგრძელებს.

ქართული ტრანსფერები Deadline Day-ზე

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში ორი ქართული ტრანსფერი გაოფიციალურდა – გიორგი ქვილითაიამ კონტრაქტი მეცთან გააფორმა, ხოლო საბა გოგლიჩიძე უდინეზედან იჯარის წესით გიორგი ჩაკვეტაძის უოტფორდს შეუერთდა.

ქვილითაიამ მეცთან 6-თვიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, თუმცა სეზონის დასრულების შემდეგ მეცს 1-წლიანი კონტრაქტის დადების უფლება ექნება. ქართველმა თავამსხმელმა ფრანგულ კლუბში გადასვლის შემდეგ პირველ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბედნიერია ამ შესაძლობლით და მისი მიზანი მეცთან ერთად ლიგა 1-ში დარჩენა იქნება.

საბა გოგლიჩიძე უოტფორდში სუფთა იჯარის წესით ითამაშებს და სეზონის ბოლოს უოტფორდს ფეხბურთელის გამოსყიდვის ვალდებულება არ ექნება. საბას უდინეზეში სათამაშო პრაქტიკის დეფიციტი ჰქონდა, რის მისაღებადაც მიიღო ეს გადაწყვეტილება. საბა ეცდება უოტფორდს ჩემპიონშიფის პლეი ოფის ზონაში შესვლაში დაეხმაროს და პრემიერ ლიგაში გადასვლისთვის იბრძოლებს.

Deadline Day – ზამთრის გამორჩეული ტრანსფერები

  • საუდის არაბეთში გატარებული 2 წლის და 6 თვის შემდეგ, ნ’გოლო კანტე ევროპულ ფეხბურთს უბრუნდება და კარიერას ფენერბაჰჩეში გააგრძელებს.

  • ალ იტიჰადთან კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ, კარიმ ბენზემა ალ ჰილალს უფასო შეუერთდა და ლურჯებთან წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა.

  • ბენზემას შემცვლელად ალ იტიჰადმა მოროკოს ნაკრების თავდამსხმელი, იუსუფ ელ ნესირი დაიმატა.

  • კრისტალ პალასმა კლუბისთვის რეკორდული თანხის სანაცვლოდ ვულვზის თავდამსხმელი, სტრენდ ლარსენი დაიმატა. ‘არწივებს’ ნორვეგიელის ტრანსფერი 48 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდათ.

  • მანჩესტერ სიტის საყრდენი ნახევარმცველი, კელვინ ფილიპსი, რომელმაც ამ სეზონში ‘ქალაქელების’ მაისურით მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა, შეფილდ უენსდეის შეუერთდა სეზონის ბოლომდე.

  • კოტ დივუარელი რეაქტიული ვინგერი, სიმონ ადინგრა სანდერლენდიდან მონაკოში გადაბარგდა – მონეგასკურ გუნდს ახალგაზრდა შემტევის გამოსყიდვის შესაძლებლობა სეზონის ბოლოს, 16 მილიონი გირვანქის სანაცვლოდ ექნება.

  • ბაზელის ცენტრალური მცველი, იონას აჯეტეი, რომელსაც შვეიცარულ კლუბში ასაკობრივების ჩათვლით 100-ზე მეტი თამაში აქვს ჩატარებული, კარიერას ვოლფსბურგში გააგრძელებს. გერმანელებს სოლიდური მცველის დამატება 7.8 მილიონი ფუნტი დაუჯდათ.

  • ალან სენ-მაქსიმინმა მექსიკური კლუბ ამერიკა მისი შვილის წინააღმდეგ რასისტული სკანდალის გამო დატოვა და ლიგა 1-ში ჩემპიონობისთვის მებრძოლ ლანსს სეზონის ბოლომდე იჯარის წესით შეუერთდა.

  • ანდერლეხტის ამომავალი ვარსკვლავი, ნილსონ ანგულო კარიერას სანდერლენდში გააგრძელებს – 22 წლის ფეხბურთელი ‘შავ კატებს’ 17.5 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეუერთდა და ინგლისურ კლუბთან 4,5 წელზე გათვლილ კონტრაქტს მოაწერა ხელი.

  • ლივერპულმა საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრების მცველი, ჟერემი ჟაკე 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაიფორმა, ცენტრალური მცველი სეზონს რენში ჩაამთავრებს და წითლებს ზაფხულში შეუერთდება.

  • ‘მზად ვარ, კარიერის ახალ ეტაპზე გადავიდე’ – განაცხადა ჩელსის ფორვარდმა, ტაირიკ ჯორჯმა, მას შემდეგ, რაც ლონდონური გუნდიდან ევერტონში იჯარის წესით გადავიდა.

  • მარსელის 21 წლის ფლეიმეიქერი – დარილ ბაკოლა სასუოლოში მეტი სათამაშო პრაქტიკის მისაღებად გადავიდა – იტალიურმა კლუბმა ფრანგი ფეხბურთელი 8.6 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ დაიმატა.

  • სასუოლომ მარსელის კიდევ ერთი ფეხბურთელი, ისმაილ კონე გამოისყიდა – კანადის ნაკრების ფორვარდს მიმდინარე სეზონში სერია ა-ში უკვე 4 გოლი აქვს გატანილი.

  • ბერგამოს ატალანტას ნიგერიელი თავდამსხმელი, ადემოლა ლუკმენი მადრიდის ატლეტიკოს შემტევ ხაზს გააძლიერებს. სიმეონეს გუნდს ლუკმენის ტრანსფერი 30.3 მილიონი ფუნტი დაუჯდა, ფორვარდმა კლუბთან 2030 წლამდე გათვლილ კონტრაქტს მოაწერა ხელი.

  • ბოლონიას მარჯვენა მცველი, ემილ ჰოლმი იუვენტუსში სეზონის ბოლომდე იჯარით გადავიდა. შვედ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 11 მატჩში 4 შედეგიანი გადაცემა აქვს. ბიანკონერის სეზონის ბოლოს ჰოლმის გამოსყიდვა 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება.