გერმანიის ბუნესლიგსი მე-19 ტურში გიორგი გოჩოლეიშვილის ჰამბურგი საკუთარ მოედანზე მიუნხენის ბაიერნს მიიღებს.
მიუნხენის ბაიერნი აუგსბურგთან განცდილი შოკისმომგვრელი მარცხის შემდეგ ბუნდესლიგაში გამარჯვებების გზაზე დაბრუნებას ეცდება. რეკორდმაისტერმა გასულ ტურში აუგსბურგთან გამართულ საშინაო მატჩში სენსაციურად წააგო (1:2), რომლის შემდეგაც რეაბილიტაცია ჩემპიონთა ლიგაზე პსვ-ს წინააღმდეგ მოახდინა (2:1).
მასპინძლები ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზე არიან 18 ქულით, ბოლო ტურში ჰამბურგი რურის დერბიში ზანქტ პაულის დაუპირისპირდა – დაძაბული დერბი უგოლო ფრით დასრულდა. ჰამბურგის xG ზანქტ პაულის წინააღმდეგ 0.35 იყო, მაშინ როცა მეტოქის იგივე მაჩვენებელი 0.33-ს შეადგენდა.
ჰამბურგი მე-16 ადგილოსან მაინცს მხოლოდ 3 ქულით უსწრებს, ასე რომ, დაქვეითების ზონაში ჩასვლის საშიშროება მერლინ პოლზინის გუნდსთვის რეალურია. ჰამბურგს ბუნდესლიგაში ჩატარებულ ბოლო 2 მატჩში გოლი არ გაუტანია, რაც ამ გუნდისთვის მოულოდნელი შედეგია იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო 14 შეხვედრაში პოლზენის გუნდმა 12 მატჩში შეძლო მეტოქის კარის აღება.
ბაიერნი აუგსბურგის წინააღმდეგ 23-ე წუთზე გატანილი გოლით იგებდა, თუმცა მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე ალიანს არენაზე აუგსბურგმა ორი გოლი გაიტანა და ბაიერნის სტადიონი 3 ქულით დატოვა. ეს ვინსენ კომპანის გუნდისთვის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი იყო, ასე რომ, ლევერკუზენის 2023-24 წლების დაუმარცხებელი სერია ისევ ხელშეუხებელი დარჩება.
რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, ბაიერნმა ჰამბურგთან გამართულ ბოლო მატჩში გამანადგურებელი ანგარიშით 5:0 მოიგო 2025 წლის სექტემბერში. ზოგადად, მიუნხენელებს ჰამბურგთან 10-მატჩიანი მოგებათა სერია აქვთ.
ჰამბურგის ცხრიანი იუსუფ პოულსენი მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს. ბაიერნს ამ მხრივ ტრავმის გამო კონრად ლაიმერი დააკლდება. მიუნხენელთა შემტევი ხაზის ტრიო – დიასი-კეინი-ოლისე მწყობრში არიან და შესაძლოა ისინი თინეიჯერ ლენარ კარლთან ერთად სასტარტო წუთებიდან ვიხილოთ მოედანზე.
ჰამბურგი vs ბაიერნი – როგორ ვუყუროთ?
მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი 31 იანვარს, 21:30 სთ-ზე Setanta Sport 3-სა და setantasports.com-ის პლატფორმაზე დაიწყება.
გამოიყენეთ ახალი პრომო კოდები და მიიღეთ ფასდაკლება setantasports.com-ზე, როგორც თვის, ასევე წლის გამოწერაზე.
NEWS26 და YEAR26 – ორივე პრომო კოდის გამოყენებისას 30 %-იან ფასდაკლებას მიიღებთ.