სარჩევი
ევროპა ლიგა - შტურმმა კიტეიშვილის გოლით მოიგო | Setanta Sports

ევროპა ლიგა – შტურმმა კიტეიშვილის გოლით მოიგო – ქართველმა ნახევარმცველმა ავსტრიულ გუნდს ევროპა ლიგის ფაზის ბოლო მატჩში მოაგებინა.

გამოიყენეთ ახალი პრომო კოდები და მიიღეთ ფასდაკლება setantasports.com-ზე, როგორც თვის, ასევე წლის გამოწერაზე.

NEWS26 და YEAR26 – ორივე პრომო კოდის გამოყენებისას 30 %-იან ფასდაკლებას მიიღებთ.

ოთარ კიტეიშვილმა ბრანთან გამართულ ევროპა ლიგის შეხვედრაში თავი ჯერ 56-ე წუთზე გამოიჩინა, თუმცა საქმეში VAR ჩაერთო და ქართველის გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა.

მოგვიანებით, ოთარმა მატჩის დასრულებამე 5 წუთით ადრე სრული წესების დაცვით გახსნა ანგარიში და თავის გუნდს მოაგებინა.

შტურმმა ევროპა ლიგის ფაზაზე ჩატარებულ 8 შეხვედრაში სულ 7 ქულა დააგროვა და საუკეთესო 24 გუნდში ვერ მოხვდა. 2 მოგებით, 1 ფრით და 5 წაგებით ავსტრიულმა გუნდმა ევროპა ლიგაზე ასპარეზობა 26-ე ადგილზე დაასრულა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა ევროპა ლიგაზე შტურმის ჩატარებულ 8-ვე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი გაიტანა.