30 იანვარს ქალაქ ნიონში უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის წილისყრა გაიმართა. გაირკვა ფლეი-ინის მატჩების წყვილები.
წილისყრაზე ცხადია ლიგის ფაზის ბოლო ტურში ბენფიკას საოცარი გამარჯვება ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა იყო, ჯორჯო მარკეტი დაგვპირდა, რომ სეზონის ბოლომდე კიდევ ბევრ სანახაობრივ და ემოციურ ‘ამერიკულ მთებს’ ვიხილავთ სეზონის დასრულებამდე.
მეკარეების გოლები ჩემპიონთა ლიგაზე: ტრუბინმა ისტორია გადაწერა
გამოიყენეთ ახალი პრომო კოდები და მიიღეთ ფასდაკლება setantasports.com-ზე, როგორც თვის, ასევე წლის გამოწერაზე.
NEWS26 და YEAR26 – ორივე პრომო კოდის გამოყენებისას 30 %-იან ფასდაკლებას მიიღებთ.
ჩემპიონთა ლიგის წილისყრაზე დაკომპლექტდა არა მხოლოდ 1/16 ფინალური ეტაპის წყვილები, არამედ გავიგეთ გუნდების გზა ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპამდე.
აღსანიშნავია, რომ მომავალი წილისყრა ამ ტურნირზე 27 თებერვალს, მეოთხედფინალური და ნახევარფინალური ეტაპების წყვილები გაირკვევა.
ჩემპიონთა ლიგის წილისყრა – შედეგები
9-16 ადგილებზე გასული გუნდები განთესილებად ითვლებიან და ისინი 1/16 ფინალური ეტაპის პირველ მატჩს სტუმრად ჩაატარებენ, ხოლო 16-24 ადგილებზე გასული გუნდები განუთესავად და შესაბამისად ეს გუნდები საპასუხო მატჩს გამართავენ სტუმრად.
ფლეი-ინიდან გასული გუნდები ჩემპიონთა ლიგის ფაზის საუკეთესო 8 გუნდს დაუპირისპირდებიან ტურნირის მერვედფინალურ ეტაპზე.
ჩემპიონთა ლიგა – 1/16 ფინალური წყვილები
ბენფიკა vs რეალი
ბუდე/გლიმტი vs ინტერი
მონაკო vs პსჟ
ყარაბაღი vs ნიუკასლი
გალათასარაი vs იუვენტუსი
ბრიუგე vs ატლეტიკო მადრიდი
დორტმუნდი vs ატალანტა
ოლიმპიაკოსი vs ლევერკუზენი
შეგახსნებთ, 17-18 და 24-25 თებერვალს გაიმართება ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალური მატჩები.