სარჩევი
მეკარეების გოლები ჩემპიონთა ლიგაზე: ტრუბინმა ისტორია გადაწერა | Setanta Sports

მეკარეების გოლები ჩემპიონთა ლიგაზე – ანატოლი ტრუბინი ჩემპიონთა ლიგის ფაზის ბოლო ტურში ყველაზე განხილვადი მატჩის გმირი გახდა.

გამოიყენეთ ახალი პრომო კოდები და მიიღეთ ფასდაკლება setantasports.com-ზე, როგორც თვის, ასევე წლის გამოწერაზე.

NEWS26 და YEAR26 – ორივე პრომო კოდის გამოყენებისას 30 %-იან ფასდაკლებას მიიღებთ.

ბენფიკას გოლკიპერმა მადრიდის რეალთან გამართულ შეხვედრაში ბოლო წუთზე თავური დარტყმით ბრწყინვალე გოლი გაიტანა და ‘არწივები’ ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ინში გაიყვანა.

ბენფიკა vs რეალი – ტრუბინის სასწაული ბოლო წუთზე

ტრუბინის გოლი ვირუსულად გავრცელდა სოციალურ ქსელებში – უდავოდ, უკრაინელი ფეხბურთელი ამ გოლით ტურნირის ისტორიაში სამუდამოდ შევიდა.

ბუნებრივია, მეკარეებს ჩემპიონთა ლიგაზე გოლები იშვიათად გააქვთ – შესაბამისად, მათი გოლები ყოველთვის დასამახსოვრებელი და გამოსარჩევია.

Setanta Sports გთავაზობთ იმ მეკარეების ჩამონათვალს, რომლებსაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე გაუტანიათ, საკვალიფიკაციო ეტაპის ჩათვლით.

ილია პანტელიჩი (ვოივოდინა)

  • 73′ (პენალტი), ატლეტიკო მადრიდის კარში
    უეფას თასი, 16 ნოემბერი, 1966
    ანგარიში: 3:1

კრისტიან პილო (სტანდარტი)

  • 86′ (პენალტი) – ლინფილდის წინააღმდეგ
  • უეფას თასი, 29 სექტემბერი, 1971
    ანგარიში: 3:2

გეორგი ივანოვი (ლევსკი სოფია)

  • 16′ (პენალტი) – დუდელანჟის წინააღმდეგ,
    ჩემპიონთა ლიგა, კვალიფიკაცია, 12 ივლისი, 2000
  • 52′ (პენალტი) – დუდელანჟის წინააღმდეგ,
    ჩემპიონთა ლიგა, კვალიფიკაცია, 19 ივლისი, 2000

ჰანს-იორგ ბუტი

  • 72′ (პენალტი) – ჰამბურგი vs იუვენტუსი,
    ჩემპიონთა ლიგა, 13 სექტემბერი, 2000
  • 24′ (პენალტი) — ლევერკუზენი vs იუვენტუსი,
    ჩემპიონთა ლიგა, 12 მარტი, 2002
  • 30′ (პენალტი) — ბაიერნი vs იუვენტუსი,
    ჩემპიონთა ლიგა, 8 დეკემბერი, 2009

სინან ბოლატი (სტანდარტი)

  • 90+5′ (თავური) – ალკმაარის წინააღმდეგ
    ჩემპიონთა ლიგა, 9 დეკემბერი, 2009

ვინსენტ ენიემა (აპოელ თელ-ავივი)

  • 3′ (პენალტი) – ზალცბურგის წინააღმდეგ,
    ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაცია, 18 აგვისტო, 2010
  • 79′ (პენალტი) – ლიონის წინააღმდეგ,
    ჩემპიონთა ლიგა, ჯგუფური ეტაპი, 29 სექტემბერი, 2010

ელოი კასალსი (სანტა კოლომა)

  • 90+4′ – ურარტუს წინააღმდეგ,
    ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაცია, 8 ივლისი, 2014

ივან პროვედელი (ლაციო)

  • 90+5′ (თავური) — ატლეტიკოს წინააღმდეგ,
    ჩემპიონთა ლიგა, 19 სექტემბერი, 2023

ანატოლი ტრუბინი (ბენფიკა)

  • 90+8′ – რეალ მადრიდის წინააღმდეგ,
    ჩემპიონთა ლიგის ფაზა, 28 იანვარი, 2026

რატომაა ტრუბინის გოლი გამორჩეული

  • მეკარის მიერ გატანილი ბოლო გოლი ჩეპიონთა ლიგაზე
  • მადრიდის რეალის წინააღმდეგ გატანილი გოლი
  • გოლი ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ბოლო ტურში გავიდა.
  • სეზონის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი მატჩის კულმინაცია სწორედ ეს გოლი გახდა.

ტრუბინის ეს გოლი შემთხვევითი არ იყო – უკრაინელმა ფეხბურთელმა სამომავლოდ მეკარეების ჩართულობა ბოლო წუთებზე გადამწყვეტ მომენტებში კიდევ უფრო გაზარდა.

უყურე ჩემპიონთა ლიგას Setanta Sport-ზე

ისტორიული მომენტები, გადამწყვეტი გოლები და ევროპის საუკეთესო გუნდების მატჩები Setanta Sport-ის ეთერში ხელმისაწვდომია მოლდოვასა და საქართველოში.