სარჩევი
თოფურიას რეაქცია გეიჯი - პიმბლეტის ბრძოლაზე | Setanta Sports

UFC-ის მსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია UFC 324-ის მთავარ ორთაბრძოლას გამოეხმაურა, სადაც დროებითი ჩემპიონის ქამარი ჯასტინ გეიჯიმ მოიპოვა.

არ გამოტოვო UFC-ის ყველა ივენთი setantasports.com-ის პლატფორმაზე

გამოიყენეთ ახალი პრომო კოდები და მიიღეთ ფასდაკლება setantasports.com-ზე, როგორც თვის, ასევე წლის გამოწერაზე.

NEWS26 და YEAR26 – ორივე პრომო კოდის გამოყენებისას 30 %-იან ფასდაკლებას მიიღებთ.

ლას-ვეგასში გამართული მთავარი ორთაბრძოლა პედი პიმბლეტსა და ჯასტინ გეიჯის შორის ძალიან სანახაობრივი გამოვიდა. გეიჯიმ ლივერპულელი მეტოქე ორჯერ გაუშვა ნოკდაუნში, თუმცა პიმბლეტი მაინც ბრძოლაში რჩებოდა და თავისი მომენტები ჰქონდა.

მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, გეიჯიმ გამარჯვება მოიპოვა და მსუბუქი წონის დროებითი ჩემპიონის ქამარს დაეუფლა. ეს ამერიკელმა კარიერაში მეორედ გააკეთა. 38 წლის მებრძოლმა მაშინ მოქმედი ჩემპიონი ხაბიბი ვერ დაამარცხა, ახლა კი ამერიკელს იგივე გამოცდა ილია თოფურიას წინააღმდეგ ელოდება.

ქართველმა ჩემპიონმა სოციალური ქსელის მეშვეობით პედის მიმართა და აღნიშნა, რომ ლივერპულელმა ცხოვრებაში ყველაზე დიდი ჩეკის მიღების შანსი ხელიდან გაუშვა, ასევე გეიჯის გამარჯვება მიულოცა და შეახსენა, რომ ამერიკელს მასთან შანსი არ აქვს:

“ერთადერთი, რისი გაკეთებაც გჭირებოდა, 38 წლის მოხუცის დამარცხება იყო, ცხოვრების ყველაზე დიდი ჩეკის მიღების შანსი ხელიდან გაუშვი. რომ მოგეგო ძალიან მდიდარი გახდებოდი. ჯასტინ, ყველაფერი რისი თქმაც შემიძლია ესაა – გილოცავ. მინდა მზადყოფნისკენ მოგიწოდო, მაგრამ მაინც დაილეწები რაც არ უნდა მოხდეს”, – დაწერა ქართველმა ჩემპიონმა საკუთარ ტვიტერზე.

ილია თოფურიას და პადი პიმბლეტს თავიანთი ისტორია აქვთ – მებრძოლები ერთმანეთს აქამდე არა ერთხელ დაუპირისპირდნენ სოციალურ ქსელებში და პრესკონფერენციაზე – MMA-ის გულშემატკივრებში ილიას და პედის ბრძოლა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბრძოლაა დღემდე, თუმცა პედიმ ამ წაგებით, საჩემპიონო ბრძოლის შანსი ხელიდან გაუშვა და ქართველი ‘მატადორი’ საჩემპიონო ქამარს ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ დაიცავს.