ლატვია vs საქართველო – ფუტსალში ევროპის 2026 წლის ჩემპიონატი იწყება. საქართველოს ნაკრები მიჯრით მეორე ევროპულ ფორუმს ბალტიისპირელებთან მატჩით გახსნის.
წყვილში ფავორიტი ავთანდილ ასათიანის გუნდია, თუმცა ხელწამოსაკრავი ლატვიის ნაკრებს ნამდვილად არ ეთქმის. მეტიც, 1 წლის წინ ორი ამხანაგური მატჩიდან ერთი ლატვიამ მოიგო, მეორე კი – ფრედ დასრულდა.
ლატვია vs საქართველო – ევროპის ჩემპიონატის გამხსნელი მატჩი საქართველოს ფუტსალის ნაკრების მონაწილეობით 21 იანვარს, 22:00 საათიდან დაიწყება.
ლატვია vs საქართველო – ფუტსალი
მატჩამდე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელისა და კაპიტნის კომენტარები შემდეგი იყო.
ავთანდილ ასათიანი (ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „დადგა ის მომენტი, რისთვისაც ბოლო ორი წლის განმავლობაში, ამხანაგურ თუ შესარჩევ მატჩებში ყველაფერს ვაკეთებდით. ვფიქრობ, ჩემი გუნდი მზად არის ხვალინდელი თამაშისთვის. რთული მატჩები გვექნება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია სირთულეების დაძლევა. პირველი მატჩი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ლატვიის ნაკრები ბოლო წლებში ძალიან პროგრესირებს და კვალიფიციური მწვრთნელი ჰყავს“.
მოახლოებული მატჩის შესახებ კომენტარი ასევე გააკეთა ჩვენი გუნდის კაპიტანმა, ირაკლი თოდუამ.
ირაკლი თოდუა (ფუტსალის ნაკრების წევრი): „შესანიშნავი გარემოა. ევროპის ჩემპიონატს ფიზიკურად და მენტალურად სრულ მზადყოფნაში ვხვდებით. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პირველი სამი ქულა მოვიპოვოთ და წარმატებით დავიწყოთ ტურნირი. ქართული სული ქვია იმ ყველაფერს, რაც ამ გზის თანმდევია, რამაც აქამდე მოგვიყვანა. ვეცდებით, რომ ახლა უკვე ევროპის ჩემპიონატზე გავაგრძელოთ ჩვენი წარმატებული სვლა და ჯგუფიდან გავიდეთ”.
ევრო 2026 საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ალი ასლანი (კსუ)
წინა ხაზი: გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), არჩილ სებისკვერაძე (კსუ), ირაკლი თოდუა (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ჯანო კვარაცხელია (ფაკელი, რუსეთი), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნუკრი ჭუმბურიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), საბა ტყეშელაშვილი (კსუ), ჯანიკო გიორგაია (კსუ), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი)
ევრო 2026 – ჯგუფური ეტაპის კალენდარი
- 21 იანვარი | ლატვია – საქართველო (რიგა, ლატვია)
- 25 იანვარი | ხორვატია – საქართველო (რიგა, ლატვია)
- 28 იანვარი | საქართველო – საფრანგეთი (კაუნასი, ლიეტუვა)
გამოიყენეთ ახალი პრომო კოდები და მიიღეთ ფასდაკლება setantasports.com-ზე, როგორც თვის, ასევე წლის გამოწერაზე.
NEWS26 და YEAR26 – ორივე პრომო კოდის გამოყენებისას 30 %-იან ფასდაკლებას მიიღებთ.
NEWS26 – თვის გამოწერა
YEAR26 – წლის გამოწერა
ფეხბურთი, კალათბურთი, MMA, ჩოგბურთი და ავტორბოლა – Setanta Sports-ის პლატფორმა სპორტის გამორჩეულ სახეობებს აერთიანებს.
პრემიერ ლიგა, ლა ლიგა, ლიგა 1, ბუნდესლიგა, სერია A, ჩემპიონთა ლიგა, ევროპა და კონფერენს ლიგები, თასები, საუდის პრო ლიგა, ფორმულა 1, UFC, NBA, ევროლიგა, უიმბლდონი და გამორჩეული მასტერსები – ამ და სხვა მსოფლიო სპორტის ტოპ ტურნირებს სწორედ setantasports.com-ზე შეგიძლიათ მიადევნოთ თვალ-ყური.