სარჩევი
მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი - ტორონტომ გოლდენი დაამარცხა | Setanta Sports

მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი – ტორონტო რეპტორსის ქართველმა კალათბურთელმა ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მატჩში გოლდენის წინააღმდეგ 14 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა.

უყურე NBA-ის გამორჩეულ მატჩებს setantasports.com-ზე

გოლდენ სტეიტი vs ტორონტო რეპტორსი (127:145)

ქართველმა ფორვარდმა პარკეტზე 25 წუთი გაატარა – ორმაგ დუბლთან ერთად აღსანიშნავია, რომ მამუკელაშვილი პერიმეტრიდან 100%-იანი სიზუსტით უტევდა (4/4). გარდა ამისა, სანდროს ეფექტურობის კოეფიციენტი მოედანზე ყოფნის დროს (3) დადებითი იყო. მამუს აქტივში ასევე 4 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკიც იყო.

აღსანიშნავია რეპტორსის გამთამაშებლის, იმანუელ ქუიქლის საოცარი თამაში – კანადელმა კალათბურთელმა გოლდენის წინააღმდეგ 40 ქულა, 10 შედეგიანი გადაცემა და 2 მოხსნა მოაგროვა. ქუიქლი გახდა პირველი კალათბურთელი NBA-ში, რომელმაც აღნიშნული სტატისტიკა ისე მოაგროვა, როცა თამაშიდან 80-ზე მაღალი პროცენტით ისროდა.

მიმდინარე სეზონში მამუკელაშვილი ტორონტო რეპტორსის რეაქტიულ გუნდში გამორჩეულ სეზონს ატარებს – ქართველის სათამაშო დროც გაზრდილია, შედეგებიც დამაკმაყოფილებელი. აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში ტორონტო 26 მოგებით ა 19 მარცხით მე-4 ადგილზე იმყოფება. კანადელებს პლეი-ოფში გასვლის მშვენიერი შანსი აქვთ.

შემდეგ მატჩს მამუკელაშვილის ტორონტო საკრამენტოს წინააღმდეგ 22 იანვარს გამთენიისას, 07:00 სთ-ზე გამართავს.