სარჩევი
მარსელი vs ლივერპული - ჩემპიონთა ლიგა setantasports.com-ზე | Setanta Sports

ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-7 ტურის მეორე სათამაშო დღეს, ლივერპული ‘ველოდრომზე’ მარსელს შეხვდება და საუკეთესო რვა გუნდში მოსახვედრად გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

მარსელი vs ლივერპული – როგორ ვუყუროთ

მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი ველოდრომიდან თბილისის დროით 23:55 სთ-ზე დაიწყება.

პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა Setanta Sport 1-სა და setantasports.com-ის პლატფორმაზეა შესაძლებელი.

ლიგის ფაზის სატურნირო თვალსაზრისით ორივე გუნდი კომფორტულადაა პლეი-ოფში გასასვლელად, მაგრამ ლივერპული საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრისთვის იბრძვის. მარსელს 6 ტურის შემდეგ 9 ქულა აქვს და 24 გუნდს მიღმა ზონას 3 ქულით უსწრებს, ლივერპული კი 12 ქულით ლიგის ფაზის მე-11 ადგილს იკავებს და მოგების შემთხვევაში საუკეთესო 8 გუნდში შევა.

მარსელმა ნიუკასლთან (2:1) და როიალ უნიონთან (3:2) მოგებული მატჩების შემდეგ ჩემპიონთა ლიგის სატურნირო ცხრილში მდგომაროება მნიშვნელოვნად გამოიკეთა, უნიონთან მოგება ფრანგებისთვის საიუბილეო – 50-ე გამარჯვება იყო ჩემპიონთა ლიგაზე. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ზედიზედ სამი გამარჯვებით მარსელი თავის საუკეთესო სერიაზე გავა 2010 წლის შემდეგ. რობერტო დე ძერბის გუნდი ველოდრომზე საკმაოდ კარგად თამაშობს – ამ სეზონში მარსელმა ყველა ტურნირზე თავის კედლებში მხოლოდ ორჯერ წააგო.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, არნე სლოტის გუნდი საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრისთვის იბრძვის, გასულ სეზონში პირველ ადგილზე ლიგის ფაზის დასრულების შემდეგ ახლა ტოპ-8 გუნდში ვერმოხვედრა ისედაც განაწყენებულ სქაუზერებს კიდევ უფრო გააბრაზებს. არნე სლოტის გუნდი ამ სეზონში შედეგზე ორიენტირებულ ფეხბურთს გვაჩვენებს, თუმცა რამდენად გამოსდის ეს სხვა საკითხია – თითქოს გამქრალია ის სისწრაფეები, რასაც ლივერპულის შემტევ ხაზში გასულ წელს ვხედავდით და ეს ყველაფერი შედეგებზეც აისახა. მერსისაიდელები პრემიერ ლიგაში მე-4 ადგილს ინარჩუნებენ, თუმცა მდევარ მანჩესტერ იუნაიტედს მხოლოდ ერთი ქულით უსწრებენ.

მარსელი ამ სეზონში გახსნილ, სანახაობრივ ფეხბურთს გვაჩვენებს, დე ძერბის გუნდის მიერ ჩატარებული ბოლო 12 მატჩიდან 9-ში 3 ან მეტი გოლი გავიდა. საინტერესოა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მარსელს ზედიზედ 30 მატჩია ფრე არ უთამაშია, რაც ამ მხრივ ყველაზე ხანგრძლივი სერიაა ტურნირის ისტორიაში (8 მოგება, 22 წაგება).

მარსელი vs ლივერპული – სავარაუდო შემადგენლობები

მარსელი – რული, მურილიო, ბალერდი, მედინა, ემერსონი, ო’რაილი, ვეა, ჰოიბერგი, გრინვუდი, პაიშაო, ობამეიანგი

ლივერპული – ალისონი, ფრიმპონგი, კონატე, ვან დაიკი, რობერტსონი, მაკალისტერი, გრავენბერხი, სობოსლაი, ვირცი, გაკპო, ეკიტიკე

ჩემპიონთა ლიგა setantasports.com-ზე – სხვა მატჩები

გალათასარაიატლეტიკო
ყარაბაღიაინტრახტი
ატალანტაატლეტიკ ბილბაო
ბაიერნიროიალ უნიონი
ჩელსიპაფოსი
იუვენტუსიბენფიკა
ნიუკასლიპსვ
სლავია პრაღაბარსელონა

ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-7 ტურის მეორე სათამაშო დღეს 9 მატჩი გაიმართება – ყველა ამ შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟი setantasports.com-ის პლატფორმაზე გაშუქდება.

ასეთ დროს ყველაზე პრაქტიკულია პლატფორმაზე ჩაშენებული ‘მულტივიუს’ ფუნქციის გამოყენება, რომლის მეშვეობითაც ერთდროულად რამდენიმე მატჩის ყურებას შეძლებთ.