ლუის ენრიკე – პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-7 ტურში სპორტინგთან განცდილი მარცხის შემდეგ (1:2) მატჩი შეაჯამა და აღნიშნა, რომ თავისმა გუნდმა, მარცხის მიუხედავად, მიმდინარე სეზონში საუკეთესო გასვლითი მატჩი ჩაატარა.
კვარაცხელიას ულამაზესი გოლი – პსჟ ბოლო წუთზე დამარცხდა
“ეს ჩვენი საუკეთესო გასვლითი მატჩი იყო ამ სეზონში. მოგებას ვიმსახურებდით, თუმცა ფეხბურთი მას აჯილდოვებს, ვინც მეტ გოლს გაიტანს. სპორტინგმა ორი გაიტანა, ჩვენ ერთი. უნდა ვისწავლოთ ამ მატჩისგან. მაგრამ ვიმეორებ – ბედნიერი ვარ ჩემი გუნდის თამაშით. ვულოცავ სპორტინგს, რადგან მათ კონკურენტუნარიანი თამაში გვაჩვენეს”, – განაცხადა ლუის ენრიკემ მატჩის დასრულების შემდეგ.
მიუხედავად მარცხისა, პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის საგზური განაღდებული აქვს – ბოლო ტურში პარიზელები საუკეთესო რვა გუნდში მოსახვედრად ნიუკასლს უმასპინძლებენ.
ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონები საქმეში ლიგა 1-ში დაბრუნდებიან, უახლოეს მატჩს პარიზელები 23 იანვარს, ოსერის წინააღმდეგ სტუმრად გამართავენ – ტრადიციულად მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა setantasports.com-ის პლატფორმაზე იქნება შესაძლებელი.