სარჩევი
კერიკის ბრწყინვალე დაბრუნება - რა ვნახეთ დერბიში? | Setanta Sports

კერიკის ბრწყინვალე დაბრუნება – მაიკლ კერიკმა ოლდ ტრაფორდზე მანჩესტერ იუნაიტედის მთავარ მწვრთნელად დაბრუნების შემდეგ პირველ, საკმაოდ რთულ ამოცანას მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ წარმატებით გაართვა თავი და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა.

მანჩესტერ იუნაიტედი vs მანჩესტერ სიტი – მიმოხილვა

მანჩესტერ იუნაიტედი vs მანჩესტერ სიტი – სრული ჩანაწერი

ოლდ ტრაფორზე შეკრებილმა გულშემატკივარმა მონატრებული იუნაიტედი იხილა მოედანზე თავისი სწრაფი და დინამიური თამაშით – შედეგად ეშმაკებმა ქალაქელები თითქმის ყველა სათამაშო კომპონენტში დაჯაბნეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

მატჩის საწყის წუთებში ბურთს მანჩესტერ სიტი აკონტროლებდა, თუმცა მომენტების შექმნას ქალაქელები ვერ ახერხებდნენ. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ მანჩესტერ იუნაიტედის საყრდენ ზონაში კაზემიროს კარგი თამაში – ბრაზილიელი არა მხოლოდ ჩაჭრებზე იყო კარგი, არამედ მეტოქის ნახევრის მესამედებს შორის გამჭრელ ზუსტ გადაცემებსაც ასრულებდა. შეტევაში მანჩესტერის ფეხბურთელები სწრაფად გადადიოდნენ და მანჩესტერ სიტი მეტოქეს მაღლა ამოწეულ დაცვას უპირისპირებდა – შედეგად, კერიკის შეგირდებმა პირველ ნახევარში ორი გოლი კი გაიტანეს, თუმცა ორივე შემთხვევაში VAR-ს გოლის გაუქმება თამაშგარე მდგომაროების გამო მოუწია.

მეორე ტაიმში მატჩი თითქმის იგივე სცენარით მიმდინაროებდა, თუმცა მანჩესტერ იუნაიტედი შეტევაში გაცილებით მწვავე იყო. ბრუნო ფერნანდეშის გადაცემა გოლად ბრაიან მბიუმომ აქცია და კერიკის გუნდი წინ გაიყვანა, მალევე მატეუშ კუნიას გამჭოლი გადაცემა სიტის საჯარიმოში პატრიკ დორგუმ გადაგზავნა დონარუმას კარში და ეშაკების უპირატესობა კომფორტული გახდა.

გვარდიოლას გუნდის მხარეს უნდა აღინიშნოს, რომ ნომინალური სტუმრები უენერგიოდ გამოიყურებოდნენ, ძირითად შემთხვევებში ორთაბრძოლებს აგებდნენ და შეტევებიც პროგნოზირებადი ჰქონდათ, რისი წაკითხვაც იუნაიტედის მცველებმა მშვენივრად შეძლეს და შედეგად მივიღეთ ის, რომ მეორე ტაიმში მანჩესტერ სიტის კარში დარტყმა საერთოდ არ ჰქონია.

ამგვარად, კერიკმა თავისი პირველ რთულ ამოცანას თავი კარგად გაართვა და იუნაიტედმა აქტივში სამი ქულა დაიტოვა – თუმცა ეს ბევრად მეტი იყო ვიდრე სამი ქულა, ეს იყო დაბრუნებული ხმაური ოლტ ტრაფორდზე და მომღიმარი სერ ალექს ფერგიუსონი, რომლის კადრებმაც უკვე ყველა სოციალური ქსელი მოიარა.