ჩელსი vs არსენალი – სტემფროდ ბრიჯზე ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩში როსენიორის ჩელსი მიკელ არტეტას არსენალს უმასპინძლებს.
მიუხედავად იმისა, რომ ლონდონურ გიგანტებს ურთიერთშეხვედრების 212-მატჩიანი ისტორია აქვთ, ეს ინგლისის ლიგის თასზე მათი მხოლოდ მე-7 დაპირისპირება იქნება, აქამდე 4-ჯერ გამარჯვება ლურჯებმა მოიპოვეს, ხოლო 3-ჯერ მოგება ლონდონის წითელ მხარეს დარჩა.
ჩელსი vs არსენალი – როგორ ვუყუროთ?
მატჩი 14 იანვარს, თბილისის დროით 23:59-ზე დაიწყება.
ლონდონური დერბის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა Setanta Sport 3-ზე და setantasports.com-ის პლატფორმაზეა შესაძლებელი.


გასულ შაბათს, ჩარლტონში როსენიორი გახდა ჩელსის პირველი მწვრთნელი ანტონიო კონტეს (2016) შემდეგ, რომელმაც სადებიუტო შეხვედრა მოიგო (5:1). ამასთან, ლურჯების მწვრთნელისთვის პირველ მატჩში 4-ბურთიანი მოგება აქამდე მხოლოდ ლუის ფელიპე სკოლარის გამოუვიდა 2008 წელს.
ჩელსიმ სამხრეთ-აღმოსავლეთ ლონდონში გამართულ მატჩში ჩარლტონის კარისკენ 30-ჯერ დაარტყა, ეს ცალსახად, ამ სეზონის საუკეთესო შედეგია. ენცო ფერნანდესის გატანილი თერთმეტმეტრიანი კი ასევე სიმბოლური – მე-800 გოლი იყო ჩელსისთვის ინგლისის ასოციაციის თასზე.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ლონდონის ლურჯი მხარე არსენალთან გასამართ ურთულეს მატჩს პოზიტიურად ხვდება. მოიზეს კაისედოს ტრავმის გარდა, როსენიორს ოპტიმალური შემადგენლობა ჰყავს, გუნდს დისკვალიფიკაციის შემდეგ მარკ კუკურეიაც უბრუნდება.


მოიგებს არსენალი პრემიერ ლიგას გამტანი ფორვარდის გარეშე?
მიკელ არტეტას გუნდი კვლავ ოთხ ფრონტზე იბრძვის – პრემიერ ლიგაში არსენალი 6-ქულიანი უპირატესობით პირველ ადგილზეა, FA Cup-ის მესამე რაუნდში წითლებმა პორტსმუთი გაანადგურეს (4:1), ხოლო ჩემპიონთა ლიგის ფაზაზე 100%-იანი მოგებათა სერიით მეთოფეები ევროპაში უძლიერესი გუნდის სტატუსზე განაცხადს აკეთებენ.
მეთოფეებს წარმატებული თამაში გასვლით თამაშებშიც გამოსდით – არტეტას გუნდს ზედიზედ 13 გასვლითი მატჩია გოლი გააქვს და ამ სერიის დროს იყო ლონდონის ჩელსისთან გამართული მატჩიც ნოემბერში, სადაც არსენალმა 10-კაციანი ჩელსის დამარცხება ვერ მოახერხა (1:1).
აღსანიშნავია, რომ არსენალმა ბოლოს ჩელსისთან 2018 წელს, სტემფროდ ბრიჯზე გამართულ პრემიერლიგურ მატჩში წააგო, მას შემდეგ მეთოფეებს ლონდონურ დერბიში ზედიზედ 8 მატჩია არ წაუგიათ.
მიკელ არტეტას გუნდს ტრავმიდან დაუბრუნდა შემტევი კაი ჰავერცი, რომელმაც FA Cup-ზე რამდენიმე წუთი ითამაშა და ოპტიმალური ფორმის დაბრუნების გზაზეა. დიდი ალბათობით, გერმანელი სათამაშო დროს ლონდონურ დერბიშიც მიიღებს.