სარჩევი
ლივერპული vs ბარნსლი - უყურე მატჩს setantasports.com-ზე | Setanta Sports

ლივერპული vs ბარნსლი – ინგლისის ასოციაციის თასის 1/32 ფინალურ ეტაპზე ლივერპული საკუთარ მოედანზე ბარნსლის მიიღებს.

სათასო თამაშებში ლივერპულის კარს, როგორც წესი, ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი იცავს – ასე რომ, ენფილდზე ქართველი მეკარის მორიგი თამაშის ხილვა setantasports.com-ის პლატფორმაზე იქნება შესაძლებელი. მატჩი თბილისის დროით 23:45 სთ-ზე დაიწყება.

არნე სლოტის გუნდის მეტოქე ინგლისის რანგით მესამე დივიზიონში მოასპარეზე ბარნსლია, ერთ დროს, 90-იანებში ეს გუნდი პრემიერ ლიგაშიც გვინახავს, თუმცა ახლა ჩემპიონშიფიდან გავარდნის შემდეგაც ვეღარ ახერხებს უკან დაბრუნებას.

მიუხედავად იმისა, რომ ინგლისის საფეხბურთო პირამიდის გათვლისწინებით, ლივერპულსა და ბარნლის შორის 57 გუნდია, ეს ენფილდის ბინადრებს გამოკვეთილ ფავორიტად კი აქცევს, მაგრამ ინგლისის ასოციაციის თასზე არა ერთხელ გვინახავს სენსაციები, ასე რომ, ბარნსლისგანაც ნუ გამოვრიცხავთ.

სულ რამდენიმე დღის წინ, ყველაზე ხმაურიანი სენსაცია მოხდა ჩიშირის პროვინციაში, სადაც მაკლესფილდმა ადგილობრივი 5-ათასიანი გულშემატკივრის წინაშე მოქმედი ჩემპიონი, კრისტალ პალასი დაამარცხა და ტურნირს გამოთიშა.

ზუსტად ბარნსლი იყო გუნდი, რომელმაც 2008 წელს ამ ტურნირიდან რაფაელ ბენიტესის გაწვრთნილი ლივერპული გამოთიშა – მაშინ ბარნსლიმ სენსაციურად, 93-ე წუთზე გატანილი გამარჯვების გოლით მოიგო და წითლები ტურნირს მიღმა დატოვა.

ახლა კონორ ჰურიჰეინის გუნდი ინგლისის მესამე დივიზიონის გასავარდნ ზონაში და ადგილის შენარჩნებისთვის იბრძვის, თუმცა თუ სლოტის წინასამატჩო პრესკონფერენციას დავუჯერებთ, ჰოლანდიელი მეტოქეს აფასებს და არ აპირებს იგივე შეცდომის გამეორებას, რაც მან გასულ სეზონში პლიმუთთან მატჩში დაუშვა:

“გარანტიას ვერ მოგცემთ, რომ ყველა მოთამაშეს იხილავთ მოედანზე, ვინც არსენალის წინააღმდეგ ნახეთ – თუმცა, ვეცდებით ძალიან ბევრი გადანაცვლება შემადგენლობაში არ გავაკეთოთ, რათა იგივე შეცდომა არ გავიმეოროთ, რაც გასულ წელს პლიმუთის წინააღმდეგ მატჩში დავუშვით. შესაძლოა სასტარტო შემადგენლობაში გამოცდილი ფეხბურთელები ვერ მოხვდნენ, თუმცა ისინი, სათადარიგოზე მაინც იქნებიან”, – აღნიშნა სლოტმა ბარნსლისთან გასამართ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე.

ლივერპული გარკვეული საკადრო პრობლემებით შეხვდება სათასო შეხვედრას, იგივე კონორ ბრედლის არსენალთან მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ მძიმე დიაგნოზი დაუდგინდა და ჩრდილო-ირლანდიელისთვის სეზონი დასრულდა. 100%-ით მზად არაა უგო ეკიტიკეც, რომელიც სავარაუდოდ ბარნსლისთან დაისვენებს და პრემიერ ლიგის შემდეგ ტურში დაბრუნდება.