სარჩევი
ჩაკვეტაძე დაბრუნდა - 90 წუთი ნორვიჩთან და მოგება | Setanta Sports

უოტფორდის და საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახერვარმცველი, გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა და ნორვიჩის წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა.

ჩემპიონშიფის გამორჩეული მატჩების ხილვა setantasports.com-ის პლატფორმაზეა შესაძლებელი

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

ჩემპიონშიფის 24-ე ტურის შეხვედრაში უოტფორდი ნორვიჩს ესტუმრა და დაძაბულ მატჩში ბოლო წუთზე, სემედოს მიერ გატანილი ერთადერთი გოლით მოიგო.

გიორგი ჩაკვეტაძემ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ შეუცვლელად ითამაშა – ქართველი მოედანს ბრწყინვალედ დაუბრუნდა, უოტფორდის შემტევ ხაზში სწრაფი პასებით და გადაადგილებით ზონებს ქმნიდა და საწყის წუთებში შორეული დარტყმის შემდეგ გოლის გატანასთანაც ძალიან ახლოს იყო.

ხავი გრასიას გუნდი მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ჩემპიონშიფის პლეი-ოფის ზონაში შევიდა და მე-6 ადგილამდე დაწინაურდა.

უოტფორდს ჩემპიონშიფში უკვე 6-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და გუნდი პრემიერლიგაში გადმოსვლისთვის იბრძვის. ამ მომენტისთვის, ხავი გრასიას გუნდი მეორე ადგილოსან მიდლსბროს 5 ქულით ჩამორჩება.

გიორგი ჩაკვეტაძის უოტფორდი შემდეგ მატჩს ჩემპიონშიფში 1 იანვარს, საკუთარ მოედანზე ბირმინგემ სიტის წინააღმდეგ ჩაატარებს.