სარჩევი
საბა ფურცელაძე და მარიუშ კოპილი - მზადება 2026 წლისთვის | Setanta Sports

დინამიური 2025 წლის შემდეგ, საბა ფურცელაძე 2026 წელს კარიერის გადამწყვეტ ეტაპზე შეაბიჯებს.

ქართველმა ჩოგბურთელმა 2025 წელს Challenger-ის პირველი ტიტული მოიგო, უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველად იასპარეზა და ATP-ის რეიტინგში კარიერულ მაქსიმუმს – 237-ე პოზიციას მიაღწია. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის იყო, რომ საბამ დაამტკიცა – მას შეუძლია ITF-ის ფარგლებს გასცდეს და Challenger-ის დონეზე სტაბილურად იასპარეზოს.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

რეგისტრაციის ან განახლების პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ეს წელი პროგრესის, გამოცდილების განმტკიცებისა და სწავლის წელი იყო.

„2025 გამოცდილებაზე იყო აგებული,“ ამბობს ფურცელაძე.ხუთი ITF ტურნირი და Challenger-ის პირველი ტიტული მოვიგე. წლის მეორე ნახევარში Challenger-ებზე გადავედი და ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც მინდოდა. მთავარი მიზანი ჯანმრთელობის შენარჩუნება და ტოპ 250-სთან მიახლოება იყო, თუმცა დევისის თასზე მიღებულმა ტრავმამ საბოლოო სურათი შეცვალა.“

მიუხედავად ამისა, 2025 მის კარიერაში ყველაზე წარმატებულ სეზონად რჩება – განსაკუთრებით, უიმბლდონზე დებიუტის გამო.

უიმბლდონზე პირველად ვითამაშე, ამიტომ ეს ნამდვილად საუკეთესო წელი იყო,“ ამბობს ის. მთავარი გაკვეთილი უკეთესი მომზადება და უფრო სწორი კალენდრის დაგეგმვაა.“

ახალი სტრუქტურა, ახალი დონეზე გადასასვლელად

2026 წლის წინ მთავარი ცვლილება სტრუქტურულია. პირველად კარიერაში, საბა ფურცელაძე მთელი სეზონის განმავლობაში სრულად იმუშავებს მთავარ მწვრთნელთან, ATP-ის ტოპ 60-ის ყოფილ მოთამაშე, მარიუშ კოპილთან. ეს თანამშრომლობა გრძელვადიან პროექტად არის დაგეგმილი და მხოლოდ მოკლევადიან შედეგებზე არ არის ორიენტირებული.

მარიუშ კოპილთან მუშაობა დავიწყე,“ – ამბობს ფურცელაძე. წინა წლებთან შედარებით, ხუთკვირიან პრესეზონს გავდივარ, მაშინ როცა ადრე მხოლოდ ორი ან სამი კვირა მქონდა. მიზანი ფიზიკური პიკის მიღწევა და თამაშის სტილის კორექტირებაა.

სრულფასოვნად და სრულ განაკვეთზე მწვრთნელთან მუშაობის შესაძლებლობა, ცხადია, ძალიან დამეხმარება. ამისთვის მსურს, მადლობა გადავუხადო ფედერაციასა და პრეზიდენტს ხვიჩა მაქაცარიას.“

ურთიერთობა ნდობასა და გამოცდილებაზეა დაფუძნებული – ისინი ერთმანეთს რამდენიმე წელია, იცნობენ და ერთმანეთის წინააღმდეგაც უთამაშიათ.

ახლა ყველაფერი ბევრად უფრო პროფესიონალურად გამოიყურება,“ – ამბობს საბა. მისი გამოცდილება, განსაკუთრებით ტურნირების მართვის კუთხით, ჩემთვის მნიშვნელოვანად წინგადადგმული ნაბიჯია.“

კოპილისთვისაც ეს იდეალური დროა საბასთან სამუშაოდ.

საბას პოტენციალი ყოველთვის მაოცებდა,“ – ამბობს კოპილი. ბუქარესტში ისევ შევხვდით და ერთად ვივარჯიშეთ. ყველაფერი ბუნებრივად აეწყო.“

საბა ფურცელაძე 2026 – თამაშის ევოლუცია

ფურცელაძის თამაში ტრადიციულად ეფუძნება ფეთქებად მოწოდებას — 220 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, და მძიმე ფორჰენდს, რომელიც ქულის პირველივე ფაზაში მას უპირატესობას ანიჭებს.

2026 წლის წინ აქცენტი მხოლოდ ძალაზე აღარ კეთდება.

თამაშის სტილს ვარგებ უფრო ნელ გარემო პირობებს,“ – ამბობს ის. ვმუშაობ კორტზე მოძრაობაზე, ჩაწოდებასა და განსაკუთრებით მიღებაზე [SK2] სადაც ყველაზე მეტი გასაუმჯობესებელი მქონდა.“

კოპილის შეფასებით, საბას აქვს საკმარისი არსენალი, მაგრამ დეტალებზე კიდევ უფრო მეტად ორიენტირება განსაზღვრავს მის მომდევნო დონეს.

მისი პოტენციალი დღევანდელ რეიტინგს არ შეესაბამება,“ ამბობს კოპილი. ის ჯერ კიდევ ეჩვევა დიდ ტურნირებს, მაგრამ ვფიქრობ, 2026 გარღვევის წელი იქნება. გრძელვადიან პერსპექტივაში მიზანი ტოპ 40 უნდა იყოს.“

მისი თქმით, საბას ერთ-ერთი გამორჩეული თვისება სწრაფი ადაპტაციაა.

ის ძალიან სწრაფად ითვისებს ახალ ელემენტებს. კონკურენტუნარიანია და სწორი, საჭირო მენტალიტეტი აქვს.“

ამავე დროს, გასაუმჯობესებელი მიმართულებები მკაფიოა.

ჩაწოდება კარგია, მაგრამ ჯერ – არა ელიტური,“ ამბობს კოპილი. ვმუშაობთ პირველ მოწოდებაზე, სიზუსტეზე და ჩაწოდების შემდეგ პირველ დარტყმაზე. საჭიროა ტაქტიკის, ფეხების მუშაობის, ბადესთან თამაშისა და გამძლეობის გაუმჯობესება.“

კოპილი საბას დაუმუშავებელ ალმასს“ უწოდებს, მოთამაშეს, რომელსაც უზარმაზარი პოტენციალი აქვს, მაგრამ ბევრი რამ ჯერ კიდევ დასამუშავებელი აქვს.

გზა 2026 წლისკენ

სეზონი კონტროლირებადი და ეტაპობრივი მიდგომით დაიწყება.

სეზონს 12 იანვარს, 15-ათასიანი ტურნირით ვიწყებთ, რათა დამუშავებული ელემენტები ოფიციალურ მატჩებში გამოვცადოთ,“ ამბობს კოპილი. შემდეგ, ეტაპობრივად, Challenger-ებზე გადავალთ.“

თუ ყველაფერი სწორად განვითარდება – ჯანმრთელობის მდგრადობა, სტაბილურობა და ადაპტაცია, მიზნები რეალისტური და ამავე დროს ამბიციურია.

ფიზიკური მდგრადობის შემთხვევაში, ძალიან კმაყოფილი ვიქნები, თუ სეზონის ბოლოს ტოპ 100-მიუახლოვდება,“ ამბობს ის.

პოტენციალიდან – სტაბილურობამდე

ფეთქებადი ჩაწოდება-ფორჰენდის ხელწერა, სრულ განაკვეთზე მწვრთნელი და კარიერაში ყველაზე დატვირთული პრესეზონი – ამ ყველაფერთან ერთად, საბა ფურცელაძე 2026 წელს მკაფიო სტრუქტურითა და რეალური ამბიციით ხვდება.

მომავალი სეზონი აღარ არის პოტენციალის დასამტკიცებელი ეტაპი, ეს არის პოტენციალის სტაბილურ დონედ გარდაქმნის დრო.