NBA Christmas-ს setantasports.com-ზე – ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის საშობაო თამაშები სტარტს თბილისის დროით 21:00 სთ-დან აიღებს – საშობაო NBA ყოველთვის გამორჩეულია სანახაობით – ხუთი სხვადასხვა მატჩის ხილვა setantasports.com-ის პლატფორმაზეა შესაძლებელი.
უყურე NBA Christmas-ს setantasports.com-ზე
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
ნიუ იორკ-ნიქსი vs კლივლენდ კავალიერსი
საშობაო თამაშები მედისონ სქუეარ გარდენზე გაიხსნება, სადაც ნიქსი კავალიერსს მიიღებს. სანახაობა ნიუ-იორკში გარანტირებულია – სპაიკ ლი და სხვა სელებრითები, გამორჩეული შოუ მეოთხედებს შორის და ხმაურიანი გულშემატკივრობა თამაშს კიდევ უფრო სანახაობრივს გახდის.
ნიქსმა სეზონი კარგად დაიყო – 20 მოგებით და 9 წაგებით ნიუ-იორკის გუნდი დეტროიტის შემდეგ აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა, რაც შეეხება კლივლენდს, გუნდს ლიდერების ტრავმიანობის გამო პრობლემები ჰქონდა, რის გამოც 17 მოგებით და 14 წაგებით მე-7 ადგილზეა.
ისტორიულად ნიქსს საშობაო დღეს 57-ჯერ უთამაშია და უარყოფითი ბალანსი აქვს (25-32), რაც შეეხება კლივლენდს, ეს კავალიერსისთვის მე-15 საშობაო მატჩი იქნება (7-7).
ოკლაჰომა სიტი თანდერი vs სან ანტონიო სპურსი


დასავლეთ კონფერენციის ორი საუკეთესო გუნდი თავისი ორი სუპერვარსკვლავით მშვენიერი საშობაო საჩუქარია კალათბურთის გულშემატკივრებისთვის.
ვიქტორ ვემბანიამამ გასული წლის საშობაო დღეს მშვენიერი შოუ გვაჩვენა ნიქსის წინააღმდეგ – 42 ქულა ჩააგდო, თუმცა მაშინ სან ანტონიო დამარცხდა (117-114).
NBA-ის მოქმედი ჩემპიონი და ლიგის MVP შაი გილჯეს-ალექსანდერი სადებიუტო მატჩს გამართავს საშობაო დღეს – “საშობაო დღეს თამაში ჩემთვის ოცნების ახდენაა – ეს არის ის, რასაც ბავშვობიდან ვუყურებდი და ვოცნებობდი”.
გოლდენ სტეიტ უორიორსი vs დალას მავრიქსი
უორიორსი საკუთარ არენაზე დალასს ორმატჩიანი მოგებით დახვდება – სტეფ კარის პოზიციური მეტოქე წლევანდელი დრაფტის პირველი ნომერი – კუპერ ფლეგი იქნება, რომელიც ბოლო მატჩში სამმაგ დუბლთან იყო ძალიან ახლოს.
კუპერ ფლეგს კიდევ ერთი საინტერესო მეტოქე ჰყავს უორიორსში – ელჯეი ქრაიერი, რომელთან მეტოქეობა ჯერ კიდევ კოლეჯში – 2025 წლის NCAA-ის საფინალო სერიაში დაიწყო ბრწყინვალე სანახაობით. მაშინ კუპერ ფლეგის დიუკი ქრაიერის ჰიუსტონთან დამარცხდა და ახლა საშობაო დღეს ეცდება რევანშის აღებას. საინტერესოა, რომ ქრაიერი 2025 წელს დრაფტზე არავინ აირჩია და უორიორსს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
NBA-ის მედია კიდევ უფრო აქტიურად აკვირდება კუპერ ფლეგის ყველა მოქმედებას – ახალგაზრდა კალათბურთელი ლიგაში დიდი ჰაიპით მოვიდა, ასე რომ, მისი სადებიუტო საშობაო თამაში ლიგაში ისტორიულად დასამახსვორებელი მომენტი იქნება.
ლოს-ანჯელეს ლეიკერსი vs ჰიუსტონ როკეტსი
მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონში ორივე გუნდს გარკვეული პრობლემები აქვს, ვარსკვლავების ხარჯზე ისინი დასავლეთ კონფერენციის პლეი-ოფის ზონაში ადგილს მაინც ინარჩუნებენ.
მიმდინარე სეზონში ლეიკერსმა ზედიზედ ორი მატჩი პირველად გასულ კვირაში წააგო, ლებრონი და კოლექტივი ჯერ კლიპერსთან დამარცხდნენ, ხოლო შემდეგ ფინიქსთან.
კლიპერსთან მატჩში ლეიკერსის სუპერვარსკვლავმა, ლუკა დონჩიჩმა მცირე დაზიანება მიიღო, თუმცა ESPN-ის ინფორმაციით სლოვენიელი კალათბურთელი ჰიუსტონთან მატჩისთვის მზად იქნება.
კევინ დურანტი და ალფერენ შენგუნი ბოლო თამაშებში მშვენივრად გამოიყურებიან, თუმცა ცოტა უიღბლობაა, რომ მოგებას ვერ ახერხებენ. ჰიუსტონს ბოლო 5 მატჩში 1 მოგება აქვს მხოლოდ, თუმცა აღსანიშნავია, რომ როკეტსმა 4-დან 3-ჯერ ოვერტაიმში წააგო.
როგორ ფორმაშიც არ უნდა იყვნენ გუნდები, დურანტის და ლებრონის მეტოქეობა საშობაო დღეს გარანტირებულ სანახაობას გვპირდება.
მინესოტა ტიმბერვულვზი vs დენვერ ნაგეთსი


დენვერის ოთხმატჩიანი გასვლითი მოგებათა სერია დალასის წინააღმდეგ დასრულდა, სადაც ნაგეთსმა ბოლო წამებზე დრამატულ ბრძოლაში წააგო. შობის დღეს დენვერი საკუთარ მოედანზე სამმატჩიან მოგებათა სერიაზე მყოფ მინესოტა ტიმბერვულვზს შეხვდება.
NBA Christmas-ზე ეს გუნდები ერთმანეთს მესამედ შეხვდებიან, დენვერმა აქამდე ორჯერ მოიგო მინეაპოლისში.
გუნდების მთავარი ვარსკვლავები – ნიკოლა იოკიჩი და ენტონი ედვარდსი სათამაშოდ მზად არიან. დენვერის ფორვარდი – აარონ გორდონი უკვე თვეა, რაც კოჭის ტრავმის გამო თამაშს ვერ ახეხებს.
თავაჯერების პრობლემა მინესოტას ვარსკვლავს არასდროს ჰქონია, მაგრამ მაინც – ენტონი ედვარდსი თავის წარმატებაში დარწმუნებულია – “საშობაო დღეს თამაში ყოველთვის გამორჩეულია – დარწმუნებული ვარ 30 ქულას ჩავაგდებ, შეიძლება 40-იც ჩავაგდო”
სერბი ნიკოლა იოკიჩი შობას 25 დეკემბერს არ აღნიშნავს – “ეს არაა ჩემი შობა, თუმცა ყველას გილოცავთ, სათამაშოდ მზად ვარ”, 3 წლის წინ ნიკოლა იოკიჩმა შობის დღეს NBA-ის ისტორიაში სამმაგი დუბლი ყველაზე მეტი ქულით შეასრულა (41 ქულა, 15 მოხსნა, 15 ასისტი).