სარჩევი
ალექსანდრე თოფურია - მხოლოდ პიოტრ იანთან ბრძოლა მაინტერესებს | Setanta Sports

ალექსანდრე თოფურია – UFC-ის ქართველმა მებრძოლმა Marca-სთან ინტერვიუში, ორგანიზაციაში თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საჩემპიონო ამბიციები აქვს.

ილია თოფურია – მიუღებელი და სასტიკი ზეწოლის მსხვერპლი გავხდი

სუპერმსუბუქ წონაში საჩემპიონო ქამარი სულ ცოტა ხნის წინ რუსმა პიოტრ იანმა მოიპოვა, რომელმაც 5-რაუნდიან ბრძოლაში მერაბ დვალიშვილი დაამარცხა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რომელი ბრძოლა აინტერესებს ალექსანდრეს შემდეგში ყველაზე მეტად, ქართველის პასუხი პიოტრ იანი იყო.

“არის ერთი მებრძოლი, ვისთანაც დიდი სიამოვნებით ვიბრძოლებდი. მერაბი ახლა არ არის ჩემპიონი, თუმცა ეჭვი არ მეპარება, ტიტულს დაიბრუნებს. მერაბს არ ვთვლით, ერთადერთი, ვისთანაც ბრძოლა მინდა – ჩემპიონია. არ ვამბობ, რომ ახლა სატიტულო ბრძოლას ვიმსახურებ, მაგრამ სწორედ ესაა ჩემი მიზანი. მერაბი გამონაკლისია, მასთან არასდროს ვიბრძოლებ, თუ ის ჩემპიონი იქნება მე მშვიდად გავიწევი. თუმცა, ახლა სიტუაცია ასეთია და მხოლოდ პიოტრ იანთან ბრძოლა მაინტერესებს”, – განაცხადა ალექსანდრე თოფურიამ Marca-სთან ინტერვიუში.

ალექსანდრე თოფურიამ ბეკზატ ალმახანი დაამარცხა

ალექსანდრე თოფურიას ბრწყინვალე მოგება – რა ვნახეთ UFC კატარზე?

ალექსანდრე თოფურიამ თავისი ბოლო ბრძოლა UFC-ში ბეკზატ ალმახანის წინააღმდეგ ჩაატარა და დომინანტური გამარჯვება მოიპოვა. ქართველს მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში უკვე ორი გამარჯვება აქვს და ახლა როგორც მინიმუმ, TOP 15-დან ელის მეტოქეს.

უყურე UFC-ის ყველა ივენთს setantasports.com-ზე

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.