პსჟ-ს მთავარმა მწვრნთლმა, ლუის ენრიკემ ლიგა 1-ის მე-15 ტურში მეცთან გამართული მატჩის შემდეგ (2:3) ქართველ ვარსკვლავზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველი ფეხბურთელის თამაშით კმაყოფილია.
უყურე ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს setantasports.com-ზე
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
კვარაცხელიამ მეცთან გამართული მატჩი სათადარიგო სკამიდან დაიწყო. კვარა მეცთან მატჩში მოედანზე 66-ე წუთზე გამოჩნდა და ნჯანტუ შეცვალა.
მეცის მხარეს სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა გიორგი წიტაიშვილი, რომელმაც პსჟ-ს კარი 81-ე წუთზე აიღო, თუმცა თავისი გუნდის გადარჩენა მაინც ვერ მოახერხა.
გიორგი აბუაშვილი მოედანზე 85-ე წუთზე გამოვიდა და ქართველი გიორგი წიტაიშვილი შეცვალა.
მეცი vs პსჟ – მიმოხილვა
ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, თუ რამდენად კმაყოფილია ესპანელი მწვრთნელი ქართველი ფეხბურთელის თამაშით, ლუის ენრიკეს პასუხი ასეთი იყო:
“არ ვანსხვავებ მოთამაშეს იმის მიხედვით, თუ რომელ ტურნირზე აჩვენებს კარგ თამაშს – ამას მნიშვნელობა არ აქვს. ამას უნდა შევეგუოთ. კვარაცხელიას თამაშით ბედნიერი ვარ, ის უმაღლესი დონის ფეხბურთელია და ამას მიმდინარე სეზონშიც ამტკიცებს.
ყველა ფეხბურთელს აქვს თავისი კარგი და ცუდი პერიოდი. სეზონი ძალიან გრძელია და ყველაფერი შესაძლოა შეიცვალოს”
კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ 4 მატჩში 2 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემა აქვს, ხოლო საფრანგეთის ჩემპიონატში ქართველმა 12 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
პარი სენ-ჟერმენი საფრანგეთის ჩემპიონატში მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერ ლენსს ერთი ქულით ჩამორჩება.