სარჩევი
MATCHDAY by Setanta - გულშემატკივრობის ახალი გამოცდილება | Setanta Sports

Setanta Sports საქართველოს სპორტის ბაზარზე ახალ პროექტს იწყებს. MATCHDAY by Setanta, ახალი საგულშემატკივრო გამოცდილების შექმნას ისახავს მიზნად.

თანამედროვე ფანები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან გამოცდილებით, რომელიც ეკრანებს სცდება და სპორტულ არენაზე ინაცვლებს.

სწორედ ამიტომ შეიქმნა MATCHDAY – ახალი შესაძლებლობა გულშემატკივრებისთვის იმოგზაურონ იმ ქალაქებში, რომლებიც სპორტით ცხოვრობს. ნახონ ადგილები, სადაც წლის მთავარი ღონისძიებები იმართება, გაიზიარონ გულშემატკივრობის განსხვავებული გამოცდილება და იგრძნონ, როგორ იკვეთება ერთმანეთთან თანამედროვე სპორტი და კულტურა. 

“MATCHDAY შეიქმნა სპორტის ყურებასა და მის რეალურად შეგრძნებას შორის სივრცის შესავსებად. წლების განმავლობაში, ჩვენი რეგიონის გულშემატკივრები მსოფლიო დონის ფეხბურთს, კალათბურთს და სპორტის სხვა სახეობების მნიშვნელოვან ღონისძიებებს ეკრანის საშუალებით უყურებდნენ, მაგრამ რეალური გამოცდილება ყოველთვის შორეული და მიუწვდომელი ჩანდა. MATCHDAY ამას ცვლის. ჩვენი მიზანია, გლობალური სპორტი ხელშესახები გავხადოთ. შევქმნათ გამოცდილება, რომელსაც შეიგრძნობთ და თავად გახდებით მისი ნაწილი.” – დავით ჩიხლაძე, Setanta Sports-ის სპორტული გამოცდილების ხელმძღვანელი

ამბებს, რომლებსაც გულშემატკივრები ნახავენ, მარტივი დანიშნულება აქვს – მოჰყვეს თანამედროვე გულშემატკივრობის კულტურულ კონტექსტზე. ბრენდის სახელიც აქედან გამომდინარეობს და ერთ სიტყვაში იტევს ყველა ტრადიციას, კულტურულ კოდსა თუ მემკვიდრეობას, რომელსაც სპორტში ყველაზე მნიშვნელოვანი, მატჩის დღე, მოიცავს. 

სპორტზე მოთხრობილი ამბების გარდა, MATCHDAY გულშემატკივრებს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს – სპორტული დღესასწაულის გამოცდილება პირადად მიიღონ. ერთ-ერთი ასეთი MATCHDAY Experience ტურები იქნება, რომელიც ნებისმიერი გემოვნების გულშემატკივარს უმაღლესი დონის სპორტულ ღონისძიებებზე დასწრების მრავალფეროვან არჩევანს აძლევს.

“ჩვენი მიზნები უბრალოდ მაუწყებლობაზე ბევრად დიდია. გვინდა შევქმნათ სივრცე, სადაც ადამიანი მხოლოდ მაყურებელი კი არ იქნება – არამედ შეეძლება ემოციები თანამოაზრეებს გაუზიაროს, გაერთოს, სპორტს კიდევ უფრო ახლოდან დააკვირდეს და მასში უფრო მეტად ჩაერთოს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება MATCHDAY: ქართველ ფანებს გულშემატკივრობის ახალი გამოცდილება შესთავაზოს”. – ბაჩა მალაზონია, Setanta Sports-ის აღმასრულებელი დირექტორი

MATCHDAY Instagram

MATCHDAY Facebook

MATCHDAY LinkedIn

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

რეგისტრაციის ან განახლების პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.