სარჩევი
კიტეიშვილის საოცარი გოლი ევროპა ლიგაზე - შტურმი დამარცხდა | Setanta Sports

კიტეიშვილის საოცარი გოლი – საქართველოს ეროვნული ნაკრების და შტურმის ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა ევროპა ლიგის ფაზის მეხუთე ტურში თავი ბრწყინვალე გატანილი გოლით გამოიჩინა.

უყურე ევროტურნირებს setantasports.com-ზე

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

კიტეიშვილის საოცარი გოლი – შტურმი მაინც დამარცხდა

პანათინაიკოსმა რაფაელ ბენიტესის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ ბოლო 7 მატჩიდან 6 მოიგო. ბერძნებმა ევროპა ლიგის ფაზაზე შტურმ გრაცი მიიღეს და მეტოქეს მინიმალური სხვაობით, 2:1 სძლიეს.

ბერძნებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და წინ გასვლა მე-18 წუთზე დავიე კალაბრიას გადაცემის შემდეგ, ანას ზარურუს გატანილი გოლით შეძლეს.

რაფაელ ბენიტესის გუნდი თამაშს აკონტროლებდა და ბურთის ფლობაშიც უპირატესობა ჰქონდა, რა დროსაც, ოთარ კიტეიშვილმა სრულიად მოულოდნელად შორეული დარტყმით პანათინაიკოსის კარი აიღო და ანგარიში გაათანაბრა.

ქართველის დარტყმული კარის ცხრიანში ძელის დახმარებით შევარდა და პანათინაიკოსის მეკარე, ბარლომეი დრაგოვსკი აბსოლუტურად უშანსოდ იყო.

ოთარ კიტეიშვილმა ევროპა ლიგის მიმდინარე სეზონში თავისი მეორე გოლი გაიტანა. აქამდე ქართველმა გატანილი გოლით თავი პირველ ტურში, რეინჯერსის წინააღმდეგ გამოიჩინა.

მატჩის მეორე ნახევარში თითქოს თანაბარი თამაში მიდიოდა, გუნდები ცვლიდნენ ინიციატივას, თუმცა გამარჯვების გოლის გატანა მასპინძლებმა შეძლეს. დავიდე კალაბრიამ შედეგიან გადაცემას გოლიც დაუმატა და პანათინაიკოსს 3 ქულა მოუპოვა.

ოთარ კიტეიშვილის შტურმ გრაცი ევროპა ლიგის ფაზაზე 5 ტურის შემდეგ 28-ე ადგილს იკავებს და მხოლოდ 4 ქულა აქვს. ავსტრიული გუნდი შემდეგ მატჩს საკუთარ მოედანზე ცრვენა ზვეზდას წინააღმდეგ 11 დეკემბერს ჩაატარებს.

პანათინაიკოსი vs შტურმი – მიმოხილვა