მანჩესტერ იუნაიტედი vs ევერტონი – პრემიერ ლიგის მე-13 ტურში, მანჩესტერ იუნაიტედსა და ევერტონთან გამართულ შეხვედრაში ‘კანფეტების’ ნახევარმცველმა სამარცხვინო წითელი ბარათი მიიღო.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
მატჩის სტარტზე, მანჩესტერ იუნაიტედის ერთ-ერთი შეტევის დროს, როცა ბურთ იდრისა განა გეიმ დაიბრუნა, მისი გადაცემა მაიკლ კინმა ვერ შენიშნა, რაზეც გაბრაზებული საყრდენი ნახევარმცველი მაიკლ კინს მივარდა და თანაგუნდელებს შორის შეხლა შემოხლა დაიწყო.


როგორც მოგვიანებით გაირკვა, VAR-მა აღნიშნული ეპიზოდი განიხილა და იდრისა განა გეი წითელი ბარათით მაიკლ კინისთვის სახეში ხელის გარტყმის გამო დასაჯა.
მსგავსი რამ პრემიერ ლიგაში ბოლოს 17 წლის წინ მოხდა, მაშინ, როცა სტოკ სიტის ფეხბურთლი, რიკარდო ფულერი, ვესტ ჰემთან გამართული მატჩის დროს, თავისი გუნდის კაპიტანს, ენდი გრიფინს დაესხა თავს. მაშინ სტოკის მთავარმა მწვრთნელმა, ტონი პულისმა მატჩისშემდგომ ინციდენტის შეფასებისას აღნიშნა, რომ ისინი ფულერს და გრიფინს დიდი მეგობრობა აკავშირებთ და ისინი შემდგომ შობასაც ერთად შეხვდნენ.
იდრისა განა გეიმ მომხდარი ინციდენტის შემდეგ ინსტაგრამ პოსტის მეშვეობით ბოდიში მოუხადა მაიკლ კინს, გუნდს და პირობა დადო, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება:
“ხანდახან შესაძლოა ემოციები ვერ ვაკონტროლოთ, თუმცა მსგავს საქციელს გამართლება არ აქვს. პირობას ვდებ, ეს არასდროს განმეორდება” – იდრისა განა გეის კომენტარი.
ევერტონმა მაინც მოიგო
თითქოსთანაგუნდელებს შორის მომხდარი ინციდენტის გამო ევერტონს სათამაშო რიტმი უნდა დაეკარგა, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა.
პირველივე ტაიმში, კირნან დიუსბერი-ჰოლმა მანჩესტერის კარი საჯარიმოს გარედან ეფექტური დარტყმით აიღო და კანფეტები წინ გაიყვანა.
დევიდ მოიესის გუნდი დაწინაურების შემდეგ, ბუნებრივია, აქცენტს დაცვაზე აკეთებდა და ეს ევერტონის ფებხურთელებს კარგად გამოსდიოდათ.
ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა ჯორდან პიკფორდმა, რომელმაც 6 ეფექტური სეივი განახორციელა და მანჩესტერის ფეხბუთელებს აგრძნობინა, რომ თითქოს მისი კარის აღება იმ დღეს შეუძლებელი იყო.
დევიდ მოიესმა სამწვრთნელო კარიერაში მანჩესტერ იუნაიტედის დამარცხება პირველად მოახერხა, ამასთან, ევერტონმა ოლდ ტრაფორდზე გამარჯვება 12 წლის შემდეგ პირველად იზეიმა.
კანფეტები ამ გამარჯვებით სატურნირო ცხრილში მანჩესტერ იუნაიტედის და ლივერპულის მეზობლად, მე-11 ადგილზე გადავიდნენ და ოთხეულთან 3-ქულიან ჩამორჩენაში არიან.