სარჩევი
სლოტის ინტერვიუ - ალისონი ბრუნდება? | Setanta Sports

სლოტის ინტერვიუ – ალისონი ბრუნდება? – ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა პრემიერ ლიგის მე-13 ტურში ნოტინგემ ფორესტთან გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენციაზე გუნდში არსებულ საკადრო სიახლეებზე ისაუბრა.

წითლები შონ დაიჩის გუნდს ენფილდზე 22 ნოემბერს, 19:00 სთ-ზე დაუპირისპირდებიან. მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა ქართველ გულშემატკივარს Setanta Sport 1-სა და setantasports.com-ის პლატფორმაზე შეეძლება.

უყურე პრემიერ ლიგის ყველა მატჩს setantasports.com-ის პლატფორმაზე

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.

გადაჭრით ვერ ვიტყვით ალისონი ითამაშებს თუ არა ნოტინგემის წინააღმდეგ, თუმცა სლოტის სიტყვებიდან შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბრაზილიელი ძალიან ახლოსაა მოედანზე დაბრუნებასთან.

ალისონის არყოფნაში გიორგი მამარდაშვილმა პრემიერ ლიგაში 5 მატჩი ჩაატარა. ქართველმა თავი ერლინგ ჰოლანდის წინააღმდეგ მოგერიებული თერთმეტმეტრიანით და სხვა ეფექტური სეივებით დაგვამახსოვრა. მიუხედავად ამისა, ლივერპულმა ამ 5 მატჩიდან კარი მშრალად მხოლოდ ერთხელ შეინახა.

მამარდაშვილმა ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის რეალის წინააღმედგაც ითამაშა, სადაც ასევე შეინახა კარი მშრალად. ეს ალბათ ამ სეზონში ლივერპულის მიერ ჩატარებული საუკეთესო მატჩი იყო.

ნოტიგენმთან მატჩზე საუბრისას არნე სლოტმა რეპორტიორებს გუნდში არსებულ საკადრო სიტუაცია გაუზიარა:

“რობერტსონს პირადი მიზეზების გამო არ უვარჯიშია, თუმცა ის დღეს ჩვენთანაა. ალისონმა ვარჯიში წინა კვირაში დაიწყო და სისტემატიურ მზადებაშია, ასე რომ, თუ ყველაფერი კარგად წავა ის ხვალ ითამაშებს.

მიუხედავად ამისა, სანაკრებო პაუზას პრობლემის გარეშე სამწუხაროდ არ ჩაუვლია. კონორ ბრედლი და ფლორიან ვირცი სათამაშოდ მზად არ არიან”

ლივერპული პრემიერ ლიგაში გამარჯვებების ძიებაშია. მერსისაიდულ გუნდს ბოლო 5 ტურში მხოლოდ 1 მოგება და 4 მარცხი აქვს.

სქაუზერები მე-8 ადგილზე იმყოფებიან და ლიდერ არსენალთან ჩამორჩენა უკვე 8 ქულაა. ბოლო შედეგებით და მანჩესტერ სიტისთან ნაჩვენები თამაშის ხარისხის გათვალისწინებით, რთულად წარმოსადგენია ლივერპულმა პრემიერ ლიგის ტიტულისთვის იბრძოლოს.

მიუხედავად, ამისა წითლებს დეკემბერში რეაბილიტაციის კარგი შანსი აქვთ. კალენდარს თუ გავითვალისწინებთ, მერსისაიდელები შემდეგ 5 მატჩს პრემიერ ლიგაში სატურნირო ცხრილის მეორე ნახევარში მყოფი გუნდების წინააღმდეგ ჩაატარებენ, ამგვარად, ლივერპულს ქულების დაგროვების და სატიტულო ბრძოლაში დაბრუნების შანსი მაინც აქვთ.