საქართველო U21 vs გერმანია U21 – 18 ნოემბერს, 21:00 სთ-ზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები გერმანიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს.
ულგარეთი vs საქართველო – რატომ გვჭირდება მოგება
ვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებთან მარცხის შემდეგ (0:3) რამაზ სვანაძის გუნდი რეაბილიტაციას საშინაო არენაზე ეცდება, თუმცა რთული მეტოქიდან გამომდინარე, ეს ურთულესი ამოცანა იქნება.
გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრები ორმატჩიან მოგებათა სერიაზე და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევს ჯგუფში საბერძნეთის ეროვნულ გუნდთან ერთად ლიდერობს.
ანტონიო დი სალვოს გუნდმა ბოლო მატჩი მალტის წინააღმდეგ გამანადგურებელი ანგარიშით მოიგო (6:0) და საქართველოსთან შეხვედრას კარგ ხასიათზე ხვდება. იმ მატჩში ბაიერნის ნახევარმცველმა, ტომ ბისკოფმა შესანიშნავი ჰეთთრიკი გაიფორმა – გერმანელის სამივე გოლი საჯარიმოს გარედან გავიდა და ძალიან ეფექტური იყო.
საქართველოს ნაკრები ევროპის შესარჩევის ჯგუფში მეოთხე ადგილზეა და 5 ქულა აქვს. სვანაძის გუნდმა შესარჩევზე ერთადერთი გამარჯვება მალტასთან გამართულ გასვლით მატჩში მოიპოვა (5:0). აქამდე ჯვაროსნებმა ჯგუფში ჩრდილოეთ ირლანდიისა (1:1) და ლატვიის (1:1) წინაარმდეგ ფრედ ითამაშეს.
საქართველო vs გერმანია – სავარაუდო შემადგენლობები
საქართველო: ბერუაშვილი, ხარებაშვილი, ბუკია, ლაცაბიძე, გვასალია, ლორთქიფანიძე, დადიანი, ბასილაძე, ჯაფარიძე, პარკაძე, გოცირიძე
გერმანია: ბეკჰაუსი, ულრაიხი, ქუარში, კოლინსი, ჟელში, კემლეინი, დამარი, ბისკოფი, კარლი, ტრესოლდი, ელ მალა