რომელი ქვეყნები გავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე? – 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დასასრულს მიუახლოვდა ყველა კონტინენტზე და უკვე ცნობილია 35 ქვეყანა, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ოფიციალურად მოიპოვეს.
- საქართველოს ნაკრები 18 ნოემბერს თავის ბოლო მატჩს გამართავს 2026 წლი მსოფლიო ჩემპიონატზე, ვრცლად – ბულგარეთი vs საქართველო – რატომ გვჭირდება მოგება.
ევროპაში 16 ქვეყნიდან 11-მა უკვე გაინაღდა თავისი ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე. 16 ნოემბერს ნორვეგიამ იტალიასთან მოპოვებული შთამბეჭდავი გამარჯვებით (4:1) 1998 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა მუნდიალის საგზური. მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი – ერლინგ ჰოლანდი, როგორც იქნა, შეძლებს ეროვნულ გუნდთან ერთად დიდ ტურნირზე თამაშს.


გარდა ამისა, პორტუგალიამ სომხეთის ნაკრების განადგურებით (9:1) ასევე გაინაღდა ადგილი მუნდიალზე და კრიშტიანუ რონალდუ თავის სარეკორდო – მე-6 მუნდიალს ჩაატარებს 2026 წელს. დღის ბოლოს, გერმანიამ და ჰოლანდიამ მოიპოვეს საგზურები, რომლებმაც შესაბამისად სლოვაკეთი (6:0) და ლიეტუვის (4:0) ნაკრებები დაამარცხეს.
დასრულდა პლეი-ოფები აფრიკაში, სადაც ვარსკვლავურმა ნიგერიის ნაკრებმა საფინალო შეხვედრაში კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან თერთმეტმეტრიანების სერიაში წააგო და მუნდიალის გარეშე დარჩა.
კონკაკაფში საქმე შედარებით რთულადაა – მასპინძელი ქვეყნები: კანადა, მექსიკა და ამერიკის შეერთებული შტატები ავტომატურად ითამაშებენ მსოფლიოზე, ხოლო დანარჩენი გუნდების ვინაობას 18 ნოემბერს გავიგებთ.
რომელი ქვეყნები გავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე?
ქვეყნები, რომლებმაც 2026 წლის მუნდიალის საგზური უკვე მოიპოვეს არიან:
- მასპინძელი ქვეყნები: კანადა, მექსიკა, აშშ
- აზია: ავსტრალია, ირანი, იაპონია, იორდანია, კატარი, საუდის არაბეთი, სამხრეთ კორეა, უზბეკეთი
- აფრიკა: ალჟირი, კაპო ვერდე, ეგვიპტე, განა, კოტ-დივუარი, მაროკო, სენეგალი, სამხრეთ აფრიკა, ტუნისი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
- კონკაკაფი: ჯერ არც ერთი
- ევროპა: ხორვატია, ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები, ნორვეგია, პორტუგალია
- ოკეანეთი: ახალი ზელანდია
- სამხრეთ ამერიკა: არგენტინა, ბრაზილია, კოლუმბია, ეკუადორი, პარაგვაი, ურუგვაი
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.